x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი ჩვეულებრივი გაციებისგან?
image

ზამთრის სეზონი ახლოვდება და შესაბამისად მოიმატებს ე.წ "გაციება": ადენოვირუსები, რინოვირუსები და შედარებით უფრო მძიმე სახეობა- გრიპი, ამას თან ერთვის მსოფლიო პანდემია, რომელიც კორონავირუსის ახალი საშიში სახეობით- Covid-19-ით არის გამოწვეული.მაინც როგორ განვასხვავოთ გაციების შემთხვევაში შეგვეყარა თუ არა Covid-19?


სულ ახლახან ჟურნალ Rhinology.-ში გამოქვეყნა ევროპელ მეცნიერთა დასკვნა, რომლებმაც შეისწავლეს კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოცდილება და დანამდვილებით აცხადებენ, რომ ორი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი გამოიხატა, ეს არის ყნოსვის და გემოს დაკარგვა.


Covid-19 -ის დროს ყნოსვის დაკარგვა მყისიერად და თითქმის სრულად ხდება. ამავე დროს, ისეთი სიმპტომები, მაგალითად, როგორიცაა ცხვირში გაჭედვა ან სურდო, ჩვეულებრივ, არ შეიმჩნევა: ყველაზე ხშირად, კორონავირუსის მქონე პაციენტებს თავიდან თავისუფლად შეუძლიათ სუნთქვა (ფილტვის პრობლემები სხვა შემდგომი ეტაპია).



ამას ემატება გემოს დაკარგვა. უფრო მეტიც, დანაკარგი საკმაოდ მძაფრია: ეს არ არის ის, რომ პაციენტებს ყნოსვის გამო აქვთ დაკარგული გემოს შეგრძნება, რაც საკმაოდ ბუნებრივი იქნებოდა, არამედ ისინი საერთოდ კარგავენ გემოს იმ დონეზე, რომ არ შეუძლიათ განასხვაონ ტკბილი და მწარე.


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსი უშუალოდ მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე, რომლებიც პასუხისმგებელია გემოსა და სუნის აღქმაზე.


კვლევის დროს, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კარლ ფილპოტმა(Carl Philpot), შეარჩია 30 მოხალისე : 10 იყო დაავადებული კორონავირუსით, დანარჩენი 10 გაციებული, ხოლო 10 ჯანმრთელი.

imageფოტოზე: პროფესორი კარლ ფილპოტი



Covid-19 დაავადებულ პაციენტებში განსაკუთრებით მკაფიოდ აღინიშნა სუნის დაკარგვა. ისინი ძნელად არჩევდნენ სუნს და საერთოდ ვერ განასხვავებდნენ ტკბილს მწარესგან.


-როგორც ჩანს, არსებობს სინამდვილეში ნიშნები, რომლებიც განასხვავებს კორონავირუსს სხვა რესპირატორული დაავადებებისგან- ამბობს პროფესორი ფილპოტი, -და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყნოსვის და გემოს ტესტირება კორონავირუსით დაავადებულებს განასხვავებს ჩვეულებრივი გრიპისგან და გაციებისგან.


პროფესორის თქმით, ხალხს წარმატებით შეუძლიათ ასეთი ტესტების ჩატარება სახლში, იმპროვიზირებული პროდუქტების გამოყენებით, როგორიცაა ყავა, ნიორი, ლიმონი და შაქარი.

1
514
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
514
  
2020, 6 ოქტომბერი, 3:47
ძალიანაც კარგი ინფორმაციაა, თორემ ვისათ აცემინებს ყველას კორონა დიაგნოზით აგდებენ, მერე საწოლების დეფიციტია ;://
0 1 1