x
image
არჩილ ვერულიძე
მართლმადიდებლობის აკვანი, თუ გარყვნილების სავანე? რას გვიმალავდნენ ბიზანტიის შესახებ

image

იმ ქვეყნებში, სადაც უმრავლესობა მართლმადიდებლობას აღიარებს, ბიზანტია აღიქმება, როგორც სულიერების და ქრისტიანული სიბრძნის წყარო. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნებში, დავიწყებაში ჩაძირული ეს იმპერია ახსენდებათ, როგორც ადგილი, სადაც მეფობდა ღალატი, ინტრიგები და ფანტასტიკური ფუფუნება. სინამდვილეში, სიმართლე სადღაც შუალედშია, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახელმწიფოს ამაოდ არ უწოდებენ მეორე რომს. ბიზანტიაში სულიერებასთან და სიდიადესთან ერთად ყვაოდა ყველაზე დახვეწილი გარყვნილება, რომელსაც შეუძლია გააგნოს თანამედროვე პორნოგრაფიის შემფასებელიც კი.


ისტორიკოსმა დანია პლეშაკმა გააფანტა მითები ბიზანტიის, როგორც უაღრესად სულიერი სახელმწიფოს შესახებ და ახლა ყველას შეუძლია საკუთარი დასკვნების გაკეთება. მკვლევრის მიერ გაზიარებული ინფორმაცია მიზნად ისახავს არა მართლმადიდებლური რწმენის აკვნის შელახვას, არამედ მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში იდეალიზებული ადგილის ობიექტური ხედვის ჩამოყალიბებას.

image


ცოდვა და სიწმინდე: ბიზანტიური საზოგადოების ორი უკიდურესი მხარე



მაშინვე უნდა ითქვას, რომ ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბიზანტიის ყველა მკვიდრის ცხოვრებაში. როგორც მოსალოდნელი იყო, სულიერ მამებს თავიანთ სამწყემსო სწორი გზით მიჰყავდათ, არწმუნებდნენ, რომ სექსუალური ცხოვრება მხოლოდ შობადობისთვისაა საჭირო და ვნების ცოდვა უნდა დაიძლიოს.


სექსუალურ აღვირახსნილობას აწერდნენ ბარბაროს წარმართებს, რომლებიც იყვნენ პრიმიტიულნი, არ იცოდნენ რა იყო ქორწინების ერთგულება და სიამოვნებით ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს ნათესავებთან, იმავე სქესის პირებთან და ცხოველებთანაც კი. მონასტრებში ისინი გულმოდგინედ ებრძოდნენ ცდუნებებს, ამ ბრძოლის ექო ახლაც კი ისმის. დღესაც აკრძალულია ქალებისთვის ათონის მონასტერში შესვლა, რომელიც ერთ დროს ბიზანტიის მძლავრი სულიერი დასაყრდენი იყო.


ისინი ასევე ებრძოდნენ ცოდვას ქალთა მონასტრებში, მაგალითად, მონაზვნებს ეკრძალებოდათ ერთმანეთისთვის სახეში ცქერა, რათა თავისთავად არ გაეღვიძებინათ ცოდვილი ხორციელი აზრები. ვინ იცის რა ხდება იმ ქალების გინებაში, რომელთაც მოკლებული აქვთ საპირისპირო სქესთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.

image

სულიერი სრულყოფის ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლებოდა ბორდელების მონახულება. წმიდა უხუცესთა ცხოვრებაში ხშირად გვხვდება სიუჟეტი, როდესაც განმანათლებელი უხუცესი მიდის დაცემულ ქალებთან, აყენებს მათ სწორ გზაზე და თანხასაც კი აძლევს, მაგრამ არ დგამს ფეხს ცოდვაში.


ამგვარი გამძლეობის შესანიშნავი მაგალითი იყო წმინდა თეოფანე. ეს დალოცვილი მოხუცი არამარტო მეძავებთან ერთად გამოჩნდა ხალხის შეკრების ადგილას, არამედ ერთ-ერთ მათგანთან განმარტოვდა ოთახში. იქ ქალი ყოველნაირად ცდილობდა მოხუცის ცდუნებას, მაგრამ, როგორც თქვენ ალბათ მიხვდით, ამ საკითხში წარმატებას ვერ მიაღწია.


დამშვიდობებამდე თეოფანე სთავაზობს ქალს ქორწინებას და როდესაც იგი თანხმდება, უხსნის, რომ მონასტერში წასვლას გულისხმობდა. რა თქმა უნდა მართლმადიდებლურ ცხოვრებაში არ არსებობს ფიასკო, ცოდვილი მოულოდნელად ინანიებს და თეოფანესთან ერთად ტოვებს ამქვეყნიურ ცხოვრებას.

image

ზოგჯერ ძლიერი მორწმუნეებიც უკიდურესობამდე მიდიოდნენ. ისტორიამ შემოგვინახა კიდევ ერთი თეოფანეს ამბავი, (ბიზანტიელთა შორის პოპულარული სახელი), მეტსახელად აღმსარებელი, რომელსაც გულწრფელად სწამდა ღმერთი და ქორწინების შემდეგ შესთავაზა მეუღლეს უარი ეთქვათ ხორციელ ვნებებზე. რა თქმა უნდა, ამ ამბავსაც ბედნიერი დასასრული ჰქონდა, ახალგაზრდა ქალი ენთუზიაზმით დასთანხმდა. შედეგად, ორივე მონასტერში გაემგზავრა, თეოფანე კაცთა, ხოლო ბედნიერი ქალი ქალთა მონასტერში.


მაგრამ, ათასობით მსგავსი ყურადსაღები ამბის მიუხედავად, რომლითაც რიგით მოქალაქეებს ასაზრდოებდნენ, ბიზანტიაში მიწიერი ცხოვრება, მათ შორის ხორციელიც უმთავრესი იყო. ამ სფეროში განსაკუთრებით წარმატებულნი იყვნენ მმართველი ელიტა და არისტოკრატია. როგორც უკვე ვთქვით, ბიზანტიის იმპერია გახდა რომის იმპერიის ღირსეული მემკვიდრე, მთელი თავისი ორგიებით, ვაკქანალიითა და სხვა საინტერესო, მაგრამ არც თუ ისე სულიერი საგნებით.

image

IV საუკუნეში იმპერატორმა იუსტინიანემ სცადა თავის ქვეშევრდობებში გარყვნილების აღმოფხვრა და გამოსცა განკარგულება, რომელიც კრძალავდა მრავალი სახის ხორციელ სიამოვნებას, რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ღირებულებებს. სხვა საკითხებთან ერთად, ხელმწიფემ უკანონოდ გამოაცხადა პედერასტია, რომელიც იმ დოში მოიცავდა სექსუალურ ურთიერთობებს ზრდასრულ მამაკაცებსა და ბიჭუნებს შორის.


გარდა ამისა, მკაცრმა იუსტინიანემ გაცილებით გაართულა განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების პროცესი, ასევე დაწესდა მკაცრი სასჯელები მრუშობის შემთხვევაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავად იმპერატორი სათნო ადამიანი იყო და ძლიერი პრინციპები გააჩნდა. ვაი რომ ეს ასე არ გახლდათ.


ბიზანტიის ეროტიული ლიტერატურა



იუსტინიანეს კარის ისტორიკოსი, პროკოპიუს კესარიელი, თავის დოკუმენტურ ნაშრომში "საიდუმლო ისტორია" აღწერს თვით იმპერატორს, მის ოჯახს და მის ახლობლებს, როგორც მდაბალ, გარყვნილ და სასტიკ ადამიანებს. მაგალითად, სარდალ ბელისარიუსის ცოლმა უხალატა მას თავისივე ქვეშევრდომთან და ოსტატურად მოატყუა ქმარი, როდესაც მან შეიტყო ამის შესახებ.

image

პროკოპიუსი მოგვითხრობს იუსტინიანეს ცოლზეც, თეოდორაზე. მითების გამქარწყლებელმა თავისი წიგნის მთელი თავი მიუძღვნა დედოფლის სექსუალური თავგადასავლების აღწერას. იმპერატორის ცხოვრების მომავალი თანამგზავრი, ჯერ კიდევ ბავშვობაში მუშაობდა პორნოგრაფიული ცირკის ატრაქციონში. ახალგაზრდობის წლებში თავადვე აწყობდა გამოსვლებს - სცენაზე სრულიად შიშველი წვებოდა თანაშემწეები კი სხეულზე ხორბალს აყრიდნენ და უშვებდნენ სპეციალურად გაწვრთნილ ბატებს, რომლებიც მარცვლეულს შეექცეოდნენ.


იუსტინიანეს მეუღლედ გახდომის შემეგ, ქალი განაგრძობდა თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებას და განწყობის შესაბამისად აწყობდა ორგიებს ათეულობით ახალგაზრდასთან ერთად. პროკოპიუსი ამტკიცებდა, რომ საკუთარი ყურით მოისმინა, თუ როგორ სწუხდა თეოდორა ინტიმური ადგილების უკმარისობით და სურდა, რომ კიდევ ერთი ხვრელი ჰქონოდა მკერდის შუაგულში.


შეუძლებელია "საიდუმლო ისტორიის" საიმედოობის შემოწმება, მრავალი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ პროკოპიუსი მხოლოდ ძველი გარყნილი ფანტაზიორია, მაგრამ, სავარაუდოდ, მას მხოლოდ ზოგიერთი გაზვიადება შეიძლება მივაწეროთ, რადგან ბიზანტიის იმპერატორის გარყვნილი ოჯახის შესახებ მრავალი სხვა წერილობითი წყარო მოგვითხრობს.

image

ადრეული შუა საუკუნეების ბიზანტიური საერო ლიტერატურა ზოგადად მიდრეკილი იყო ეროტიულობისკენ და პორნოგრაფიისკენაც კი. მე - VI საუკუნეში კონსტანტინოპოლში არსებობდა პოეტური წრე, რომლის წევრები წერდნენ ლექსებსა და მთელ პოემებს, რომლებიც ეძღვნებოდა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს. მათ შორის ბევრი იყო სექსუალური შინაარსის ღია საგნები, მაგალითად, აღწერილი მრუშობა და გაუპატიურებაც კი.


"როდესაც მელიტა დავინახე, სიფერმკრთალემ შემიპყრო, რადგან ის ქმართან ერთად იყო. ვნებისგან აკანკალებულმა ვუთხარი მას: შემიძლია შენს კარში შემოსვლა, ჩემი გასაღების შენს ხვრელზე მორგება.
მან სიცილით მიპასუხა, თან ალმაცერად უცხერდა ქმარს:
კარისგან შორს დაიჭირე თავი, თორემ ძაღლი დაგღუპავს."



მოგვიანებით XII-XIII საუკუნეებში მოდაში შემოვიდა ე.წ. სასიყვარულო რომანები, რომელთა სიუჟეტი აშკარა ანტიკურ ხასიათს შეიცავდა. ყველაზე ხშირად საქმე ეხებოდა მამაკაცსა და ქალს, რომელნიც ბედმა დააშორა, ორივე მათგანი იცავდა თავსის ღირსებას მზაკვრული მაცდუნებლის ხელყოფისაგან და ცდილობდა თავი საყვარელი ადამიანისთვის შემოენეხა.

გაცხადებთ ქმრად და... ქმრად



მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა იმდროინდელ ხელოვნებასა და ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ერთსქესიანთა ურთიერთობა აკრძალული იყო, ბევრი ბიზანტიელი, ისევე როგორც ოდესღაც რომაელები, არ იზღუდებოდნენ ამ საკითხში. წმინდა ნიფონტსაც კი ადანაშაულებდნენ სოდომიაში. პედარასტია უტოლდებოდა სხვა საშიშ ცოდვასაც - თეატრში სიარულს. მაგრამ უხუცესმა მოინანია, მიატოვა როგორც მსახიობობა, ასევე ჰომოსექსუალობა და ჩაბარდა რელიგიას.

image

ბიზანტიაში ახლო ურთიერთობა მამაკაცთა შორის შეიძლება გაფორმებულიყო ოფიციალურად. ადელფოპოეზისის ე. წ. რიტუალი განასახიერებდა დაძმობილებას, ანუ ორ კაცს შორის მჭიდრო სულიერი კავშირის დამყარებას. წმინდანები კოსმა და დამიანე იმგვარ "ქორწინებაში" იმყოფებოდნენ, რომელთა ცხოვრებაში მრავალი სადავო საკითხია.


1982 წელს მეცნიერმა ჯონ ბოსველმა დაწერა, რომ დაძმობილება სხვა არაფერია, თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების პირველი მაგალითი. რა თქმა უნდა, ადელფოპოეზისის ეს ინტერპრეტაცია უარყოფილი იქნა ეკლესიის მიერ და დაიგმო აკადემიურ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ბოსველის სამეცნიერო შრომა გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ და ოპონენტებთან სამეცნიერო დავა ვერ შედგა.


მაგრამ თავიანთი გარყვნილებით გამოირჩეოდნენ არა არისტოკრატები და მწერლები, არამედ საჭურისები. უცნაურია, მაგრამ ბიზანტიაში ყველაზე გაფუჭებულები იყვნენ ისეთები, ვისაც არ ჰქონდა სრული სექსუალური ცხოვრების შესაძლებლობა. საჭურისებს, რომელთაც ოპერაციის შემდეგ უნარჩუნდებოდათ სასქესო ორგანო, ჰქონდათ ურთიერთობა როგორც ქალებთან, ასევე მამაკაცებთან.

image

ქალბატონებს შორის ასეთ საყვარლები განსაკუთრებით მოთხოვნადი იყვნენ, რადგან მათთან ურთიერთობა არ სრულდებოდა არასასურველი შედეგით - ორსულობით. კასტრატი კარისკაცები გადაურჩნენ მუსულმანების მიერ ბიზანტიის იმპერიის დაპყრობას და საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრდნენ სულთნისა და დიდებულთა ჰარამჰანებში. მართალია, მე -XVI საუკუნეში ერთმა დაკვირვებულმა სულთანმა ბრძანა, რომ მათთვის საერთოდ მოეკვეთად მამაკაცური ღირსება, რათა არ ჰქონოდათ სექსუალური ცხოვრების შანსი.


სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ საზოგადოების ზედა და საშუალო ფენის ცხოვრების შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ გლეხებს, ჯარისკაცებსა და ხელოვნებს სექსუალური ცხოვრებისადმი. მაგრამ ხალხური შემოქმედების ხელმისაწვდომი მაგალითები, რომელთა მთავარი გმირი იყო დიგენის აკრიტი, ირიბად ამბობენ, რომ უბრალო ბიზანტიელები სულაც არ იყვნენ პურიტანელები. ეპოსის ამ გმირს არაფერი გაუკეთებია ”ქალწულებზე ნადირობის” გარდა და ზოგჯერ მათ არა ბიზანტიური ხიბლით, არამედ უხეში ძალის გამოყენებით იმორჩილებდა.

3
828
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
828
  
2020, 3 ოქტომბერი, 22:09
ისე გამაწვალა ამ სტატიამ, რომ მისი დანახვაც არ მინდა. :D
2020, 3 ოქტომბერი, 22:07
მშვენიერია
0 1 3