x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცნობილების ფოტოები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.


image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



ათასობით კადრები ფოტოსურათს შორის, რომლებიც ცნობილების წარსულს თუ ახლანდელს ასახავს, ბევრ ჩვენგანში აღფრთოვანებას იწვევს და ნოსტალგიურ განწყობას გვგვრის. მოდით გადავხედოთ კრებულს და ვნახოთ ის იშვიათი ფოტოები ცნობილების ცხოვრებიდან, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გქონდათ ნანახი.





1. ჯესიკა ლენგი, მილოშ ფორმანი, ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი, ლოს-ანჟელესი, აგვისტო, 1976 წელი.

image





2. ჯონი დეპი და მეთიუ პერი, 1987 წელი.

image





3. მიკ ჯაგერი, ჯონ ლენონი და იოკო ონი.

image





4. ჯიმ ქერი ქალიშვილთან, ჯეინი ქერისთან ერთად, 1991 წელი.

image





5. ფრიდა კალო და ჩავერა ვერგასი, 1950 წელი.

image





6. კვენტინ ტარანტინო ფილმი Pulp Fiction-ის მსახიობებთან ერთად გადაღებების დროს, 1994 წელი.

image





7. ჯორჯ ქლუნი დასთან ერთად.

image





8. იური გაგარინი ტყეში დასვენების დროს.

image





9. კიანუ რივზმა კამერა მოიპარა და გარბის. ფილმი "სამნი ნიუ-იორკში" გადაღებების დროს. 2010 წელი.

image







0
1449
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0