x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61746
  • ვიდეო:311215
  • სურათი:412166
სნაიპერი
სნაიპერი არის მაღალმომზადებული მებრძოლი, რომელიც სამიზნეს ესვრის შენიღბული პოზიციიდან, ან მანძილიდან, რომელიც მიუწვდომელია რეგულარული ჯარის ქვეითების ცეცხლისთვის. ჩვეულებრივ სნაიპერებს გავლილი აქვთ სპეციალური წვრთნები და აღჭურვილნი არიან განსხვავებული, ზეზუსტი შაშხანებით. სამხედრო სნაიპერები ასევე გაწვრთნილები არიან შენიღბვაში, საველე ეშმაკობებში, ინფილტრაციაში და დაზვერვისა და დაკვირვების ტექნიკაში.

ტერმინი “სნაიპერი” პირველად დადასტურდა 1824 წელს, ”შარპშუთერის”(ზუსტი მსროლელი) გაგებით. ზმნა “to snipe” წარმოიშვა 1770 წელს ბრიტანულ ინდოეთში(მაშინდელი ბრიტანეთის კოლონია), სადაც მონადირე – საკმაოდ დაოსტატებული, რომ მოეკლა მოუხელთებელი ბეკასი იწოდებოდა როგორც “სნაიპერი”. ერთ-ერთი პირველი ცნობილი მსხვერპლი იყო რობერტ გრევილი ინგლისელი ე.წ “მრგვალთავიანი” გენერალი, რომელიც მოკლული იქნა 1643 წელს, ლიქფილდის ტაძარში(ინგლისი) დამალული სნაიპერის მიერ.imageimageimage
სამხედრო სნაიპერები შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ირჩევენ თავიანთ სამხედრო დოქტრინას, იყოფიან ორკაციან სნაიპერთა ჯგუფებად, რომლებიც შედგებიან მსროლელისა და დამკვირვებლისგან.მიღებული პრაქტიკაა, რომ მსროლელი და დამკვირვებელი ეცვლებიან ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ თვალის გადაღლა.

თანამედროვე საბრძოლო ოპერაციების დროს, რომლებსაც ადგილი ქონდა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, ისეთში როგორიცაა ფალუჯა ერაყში, სნაიპერთა ორი ჯგუფი უნდა მუშაობდეს ერთად, რათა გაზარდონ თავიანთი უსაფრთხოება და ეფექტიანობა ქალაქის პირობებში.დამოუკიდებელი სნაიპერების შესახებ შენიღბვაზე აქცენტირებული გერმანული დოქტრინა განვითარდა II მსოფლიო ომის დროს და უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე სნაიპერის ტაქტიკაზე.ეს ტაქტიკა ამჟამად გამოიყენება დასავლური სამხედროების მიერ(მაგალითები : სპეციალიზებული კამუფლირებული სამოსი, შენიღბვა ლანდშაფტზე).



2
1907
3-ს მოსწონს
4
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:gagosha
gagosha
   ქართული კლავიატურა
5 ივნისი, 18:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 13 მაისი, 1:04
rac weria dziritadad sworia brat
0 1 2