x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ეს არ გეცოდინებათ! ჭუჭყის მოსაშორებელი მარტივი მეთოდები
ვის მოსწონს, როდესაც მათ საყვარელ ტაფებზე/ქვაბებზე ცხიმის კვალი ჩანს? არავის სურს ამაში საჭმლის მომზადება, საშინლად გამოიყურება. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ფრთხილად გამოყენების შემთხვევაშიც კი ჩნდება ლაქები. ნუ იჩქარებთ ჭურჭლის დაკაწვრას ან გადაყრას.image

მაღაზიები სავსეა ქიმიკატებით, რომელთა რეკლამაც გვპირდება წარმოუდგენელ ეფექტს, თუმცა შედეგს ვერ გვაძლევს. ამიტომ, გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს.


კვერცხის ნაჭუჭიimage

ეს მეთოდი განკუთვნილია მსუბუქად დაბინძურებული ქვაბისთვის თუ ტაპისთვის. უბრალოდ დაფხვენით კვერცხის ნაჭუჭები და დააყარეთ ძირში. შემდეგ დაამატეთ თბილი წყლის ფენა. დატოვეთ ჭურჭელი 30 წუთის განმავლობაში და გარეცხეთ ჩვეულებრივი ღრუბლით.



საპონი

image

კიდევ ერთი მარტივი გზა ფოლადის ან ალუმინის ქვაბის გასაწმენდად. დაყარეთ საპნის ნახერხი ფსკერზე, დაასხით თბილი წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ჭურჭელი კარგად გარეცხეთ ღრუბლით.


მარილი

image

გაწმენდის წინ ჭურჭელი გარეცხეთ ცივი წყლით. დაამატეთ მარილი ძირში და გააჩერეთ. ამის შემდეგ, უბრალოდ გაამშრალეთ ქაღალდის პირსახოცით. თუ ზედაპირი ძალიან ბინძურია, გამოიყენეთ დამატებითი სარეცხი საშუალება. მეთოდი განკუთვნილია ალუმინის და უჟანგავი ფოლადის ჭურჭლისთვის.


სოდა და წებო

image

საინტერესო და ეფექტური გზა, რომელიც ცოტა დიასახლისმა იცისა. თქვენ დაგჭირდებათ 300 გრ სილიკატური წებო, ბუსტილატი ან PVA. ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ ნახევარი შეკვრა სოდა და დაამატეთ წყალი. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე, კარგად აურიეთ და ადუღეთ კიდევ 20-30 წუთი. შემდეგ გარეცხეთ წყლით. თუ გარედანაც არის ნამწვავი, იგივე ნარევით გახეხეთ.


ძმარი და ლიმონმჟავა

image

ეს ვარიანტი განკუთვნილია ყველა ჭურჭლისთვის, მინანქრის გარდა. შეურიეთ ჩვეულებრივი ძმარი და ლიმონმჟავა, ჩაასხით ქვაბში, დაახურეთ და გააჩერეთ რამდენიმე საათით. შემდეგ სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.


ლიმონის მჟავა

image

თუ ალუმინის ან უჟანგავი ფოლადის გაწმენდა გჭირდებათ, დაამატეთ 2 ს.კ. ლიმონმჟავა და დაასხით 1 ლიტრი წყალი. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე, გააციეთ. შემდეგ გარეცხეთ წყლით.




0
314
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0