x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
რატომ არის ენციკლოპედიები „გუგლის“ ეპოქაშიც ძალიან პოპულარული?
image


„მოკლა“ თუ არა ვიკიპედიამ და „გუგლმა“ ენციკლოპედია ანუ ინფორმაციის მიღების ტრადიციული საშუალება? - ამ კითხვას დღეს ხშირად სვამენ. ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, რომ ენციკლოპედიამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ციფრულ ერაში მისი საჭიროება აღარ გვიდგას.


რეალურად, ენციკლოპედიები წიგნის მაღაზიებსა და ჩვენს თაროებზე ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ჩვენს განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ენციკლოპედიამ არათუ დაკარგა თავისი ფუნქცია, არამედ უფრო დაიხვეწა, გამარტივდა და თანამედროვეობაზე მორგებული გახდა.


მსოფლიოში ცნობილი ენციკლოპედიის პირველი ტომეული -Britannica (British Encyclopedia) 1768 წელს ედინბურგში, შოტლანდიაში გამოქვეყნდა. ეს იყო სქელყდიანი და მრავალფურცლიანი წიგნი ხელოვნებისა და მეცნიერების შესახებ. რა თქმა უნდა, ენციკლოპედიები მანამდეც იქმნებოდა, თუმცა Britannica მსოფლიოში ცნობილი, ავტორიტეტული და უძველესია. მისი გვერდების რაოდენობა 32 560-ს შეადგენს.



image


Britannica-ს გამოცემიდან 2 საუკუნეზე მეტი გავიდა და ბოლო რამდენიმე ათწლეულია „ვიკიპედიასა“ და „გუგლის“ სისწორის იმედად აღმოვჩნდით. რატომ „იმედად“? – „გუგლში“ მოძიებულ ინფორმაციას ხშირად გადამოწმება ესაჭიროება, რადგან „ვიკიპედიაში“ არასამეცნიერო განათლების მქონე პირების მიერ დაწერილმა მასალებმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. რთულია, ინფორმაციის ოკეანეში კაუჭი სწორად გამოსდო იმას, რაც რეალურად გჭირდება. მეტყვით, „მთავარია, ინფორმაციის სწორად მოძიება იცოდეო“ და მართლაც ასეა, მაგრამ სწორად მოძიებული ინფორმაციის გადამოწმებაც ხშირად ისევ წიგნებში - ენციკლოპედიებში გვიწევს.


კითხვას - წიგნი თუ კომპიუტერი უკვე იშვიათად გაიგონებთ, რადგან წლებია, შევთანხმდით, რომ ორივე მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების პროცესში. იგივე შეიძლება ითქვას ენციკლოპედიასა და „გუგლსა“ და “ვიკიპედიაში“ მოძიებულ ინფორმაციაზეც.


image


ახალი ენციკლოპედიები არა ვრცელ ტექსტებსა და რთულ ტერმინოლოგიაზე, არამედ ვიზუალურ ნაწილსა და ინფორმაციის მარტივად გადმოცემაზეა ორიენტირებული.


დღეს, დიდი პოპულარობით სარგებლობს საბავშვო ენციკლოპედიები. გარდა იმისა, რომ ბავშვები ხელით ეხებიან წიგნს და ეჩვევიან მისი კითხვის კულტურას, ინტერესდებიან ვიზუალითაც.


ამასთან, მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვი სანდო ინფორმაციას იღებს და კარგ ენცილოპედიაში ფინანსებს არ ზოგავენ.


ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულ ხდება ენციკლოპედიები, რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველი ჰყავს. ასეთი ენციკლოპედიისგან ინფორმაციის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიის, ინტერესისა თუ ჰობის მქონე ადამიანს.


image


ასეთი არის „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“, რომელიც თავისი სპეციფიკის გამო, არაერთ ენაზე ითარგმნა და ფაქტობრივად, მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში „იმოგზაურა“. ენციკლოპედიაში ვერ შეხვდებით ფოტომასალას, არამედ დედამიწის, ცხოველების, მცენარეებისა თუ სხვა კატეგორიების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან ახლავს შესაბამისი ნახატი, რომელიც საგნის სკრუპულოზულად გამოსახვის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამგვარი დასურათების, ინფორმაციულობისა და სანდოობის გამო გახდა გამოცემა მოთხოვნადი და პოპულარული.


გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" 7 ტომად გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ხემლისაწვდომ ფასად გამოსცეს. ეს არის გამოცემა მთელი ოჯახისათვის, ყველა ასაკისა თუ ინტერესის ადამიანისათვის. პირველი ტომი დედამიწას, მცენარეებსა და ცხოველებს ეხება და ის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად 5 ოქტომბერს გამოვა. მისი სპეციალური ფასი იქნება 10.00 ლარი, გაზეთთან ერთად 11.50.


ენციკლოპედიაში თავ­მოყ­რი­ლია 25 000 გან­მარ­ტე­ბა, 8000 დე­ტა­ლუ­რი ილუსტრა­ცია, ყვე­ლა ტერ­მი­ნი ორ ენა­ზე - ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად.


"დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია" შე­იქ­მნა იმი­სათ­ვის, რომ თქვენ ად­ვი­ლად იპო­ვოთ სა­ჭი­რო სი­ტყვე­ბი.

0
23
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0