x
"ათას ერთი ღამის " 5 შემზარავი ფაქტი
image


მოთხრობების კრებული, ცნობილი როგორც "ათას ერთი ღამე", დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ლიტერატურული სტილის და ჟანრის საგანძურად, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან მასში ასახულია რამდენიმე ასწლეულის ისტორიები და თავმოყრილია არაბული, სპარსული, თურქული, ბერძნული, ინდური და სხვა ენაზე დაწერილი ნიმუშები. შუა საუკუნეების პუბლიკას ძალიან მოსწონდა შეშინება, ამიტომაც ღამის თავგადასავლებთან, საღვთო იგავებთან, სასიყვარულო ისტორიებთან და მშვენიერ ხუმრობებთან ერთად ასევე ხშირია შემზარავი ამბებიც, კოშმარულად საშიშიც. დასავლეთის ლიტერატურაში "ათასი ერთი ღამე" ალან პოსა და ლავკრაფტისათვის გამოდგა ინსპირაციული.


5. მკვლელი მეფე


კადრული ისტორია, რომელიც "ათას ერთ ღამეს" აერთიანებს, ძალიან ჰგავს ჰორორს. მეფე შაჰრიარი მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ ცოლმა უღალატა, გადაწყვეტს ყოველ დღე ახალი ცოლი შეირთოს, ერთი ღამე გაატაროს მასთან, დილას კი მოკლას. მკვლელობების სერია გრძელდება მანამდე, სანამ მეფე შეჰერაზადაზე არ დაქორწინდება, რომელსაც გეგმა აქვს, როგორ გადაურჩეს სიკვდილს. ის ყოველ ღამე უყვება მეფეს ამბებს, თუმცა გარიჟრაჟზე წყევტს თხრობას. მეფეს კი არ უნდა გამოტოვოს დასასრული, ამიტომ შეჰერაზადას ცოცხალს ტოვებს მომდევნო ღამემდე. 1001 ღამის შემდეგ მეფე აზრს იცვლის და საერთოდ ხელს იღებს ცოლების მკვლელობისგან. თუმცა თავისუფლად შეიძლება მეფე შაჰრაიანის საშიში ფილმის პერსონაჟად წარმოდგენა.



4. სახლი მოჩვენებებით


"ალი ქაირენისა და მოჩვენებებიანი სახლის" ამბავი ვაჭარ ალიზე მოგვითხრობს, რომელიც ბაღდადს ესტუმრა. ის გამოიკითხავს ერთ-ერთ კვარტალში მდებარე სახლის შესახებ, რომელსაც უამბობენ, რომ ერთ-ერთ სახლში ცხოვრობს ჯინი და ვინც იმ სახლში გაჩერდება, დილამდე კვდება. გარდაცვლილები თოკით ამოჰყავთ სახლიდან, რადგან შიგნით შესვლა ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიას შემაძრწუნებელი ელფერი დაჰკრავს, თანამედროვე ჰორორის მოყვარულებს მაინც იმედგაცრუება ელით ისტორიის ფინალით: ალი ღამეს ამ სახლში ათევს, მაგრამ მოკვლის ნაცვლად ჯინი მას აუარება ოქროს ჩუქნის.


3. ჯინი


Aladdin and the Efrite,  jinn,  genie.


უნივერსალური ყოვლისმომცველი ზებუნებრივი ღამის არსება ყოველ ისტორიაში უცვლელი ფორმით გვხვდება. ისლამამდელ მითებში ჯინები სულები იყვნენ, რომლებიც არაბეთის უდაბნოებში დახეტიალობდნენ. მითებში ნათქვამია, რომ მათი სხეული ცეცხლოვანი იყო. ჯინები თავისი არსით ბოროტები არ არიან, ზოგიერთ ისტორიაში ისინი ადამიანებს სურვილებს უსრულებენ და გაჭირვებულებს ეხმარებიან, მაგრამ გაბრაზებულ ჯინთან შეხვედრისას თავბრუხვევები ეწყებათ. " ვაჭარსა და ჯინიში" ჯინთან ვაჭრის პირისპირ შეხვედრისას ჯინს მისი მოკვლა უნდა, რადგან ვაჭარს შემთხვევით შემოაკვდა ჯინის უხილავი ვაჟი. მართალია ვაჭარი სამი მოხუცი კაცის დახმარებით თავს აღწევს სახლს, მაგრამ სხვა დროს უფრო ფრთხილად იქცევა ჯინთან შეხვედრისას.


2. ცარიელი ქალაქი


ყველაზე შემზარავი ეპიზოდია "ღამის" ეპიზოდებიდან - ამბავი თითბერის ქალაქის შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, მკვლევარები გრძელი გზის გავლის შემდეგ ქალაქში მივლენ. კარიბჭესთან ისინი მშვენიერ ქალებს შენიშნავენ, რომლებიც სინამდვილეში სატყუარები აღმოჩნდებიან. მათი მიზანია, შეიტყუონ და გალავნიდან გადააგდონ ყველა, ვინც ქალაქში შევა. რამდენიმე მკვლევართაგანი გაოცებულიც კი აღწერს ილუზიის სიმკვეთრეს და დამაჯერებლობას. დანარჩენები ქალაქში შევლენ და აღმოაჩენენ, რომ ყველაფერი ერთი შეხედვით ოქროსი და მდიდრულია. მაგრამ ქალაქი დუმს. ქალაქის ბინადრები გვამები არიან, რომლებიც სახლებსა და მაღაზიებში ისე სხედან, თითქოს უბრალოდ დროა გაჩერებული. მკვლევარები აგრძელებნ ქალაქის დათვალიერებას და სასახლეში დედოფალს ნახავენ. თვალები ისე უციმციმებს დედოფალს, თავიდან ცოცხალი ეგონებათ მკვლევარებს, მაგრამ მალე აღმოაჩენენ, რომ ისიც დანარჩენებივით მკვდარია. იქვე კი წარწერას ნახავენ, რომ ქალაქი შიმშილმა მოიცვა. იქ მცხოვრებლებმა კი რადგან ვერაფერი გააწყვეს და საჭმელი ვერ მოიპოვეს, თავიანთ ჩვეულ ადგილას წავიდნენ და საკუთარი ბედის მოლოდინით გაშეშდნენ ერთ ადგილას. საბოლოოდ ეს ამბავი სიმდიდრის წარმავლობაზე მოგვითხობს, მაგრამ თავის მხრივ საშიში ამბების კატეგორიას განეკუთვნება.


1.გოლები


გოლები არაბულ მითებში ჯინებისგან განსხვავებით უფრო საშიში არსებები არიან, რომლებიც ღამით უდაბნოში დაეხეტებიან. ისინი ადამიანის ხორცით იკვებებიან და უმეტესად საფლავებში დაძვრებიან. ისინი ეშესანიშნავ გარეგნობასაც იღებენ, რათა ადამიანები უდაბნოში შეიტყუონ. არაბული ფოლკლორის მიხედვით, მათ ერთი დარტყმით შეუძლიათ ადამიანები ცხოვრებას გამოასალმონ, მაგრამ ასვე ერთი ხელის დადებით უბრუნებენ სიცოცხლეს.



0
393
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
393