x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჯანდაბამდის გზა გქონიათ! ამ არჩევნებზე ჩემს მხარდაჭერას ვერ მიიღებთ!" - ელისო კილაძე გაერთიანებულ ოპოზიციას

image


გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილ პროპორციულ სიას ეხმაურება და ოპოზიციას ბრალს უზნეობასა და უპრინციპობაში სდებს. კილაძის თქმით, ის არავისთან არასდროს გარიგებულა და "ენმ" - ს ზოგიერთი წევრის მსგავსად, არც შოთაძესთან ურბენია ოდესმე გარიგებებზე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით უკმაყოფილო გაზეთ "ქრონიკა+" - ის რედაქტორი საჯაროდ აცხადებს რომ ის ამ არჩევნებზე ოპოზიციას მხარს არ დაუჭერს და შორიდან დააკვირდება როგორ შეძლებენ ისინი საბოლოოდ, ოლიგარქიის დამარცხებას: "დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი, ბოლოს გადავწყვიტე რომ მაინც უნდა დავწერო: 2013 წლიდან ბრძოლაში ვარ და ეს ბრძოლა იყო უკომპრომისო ! არც გავყიდულვარ, არც გავრიგებულვარ ! ბრძოლაში ვიყავი მეგობრებთან და არა პარტიებთან ერთად. ვნახე ბევრი ორპირობა და ღალატი, გარიგება და კომპრომისი. არასოდეს უკან არ დამიხევია და ვიყავი ყველგან სადაც სამართალს და სიმართლეს ვჭირდებოდი ! არასოდეს არ მქონია არც ერთი მასალა, სკანდალი, დოკუმენტი და ჩანაწერი რომელიმე პარტიისგან, ბევრჯერ იქით მიჰქონდათ ჩემი მასალები ! მოვიგე ყველაზე დიდი ბრძოლა ჩემი შვილისთვის, და ზოგიერთებივით, ახლა გმირებად რომ გვტენით, შოთაძესთან არ მირბენია გარიგებებზე ! ქვეყანა არის სპირალში და ეს ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის ბრალია, რომლისთვისაც პრინციპები და მორალი აღმოჩნდა პლინტუსს ქვემოთ (სიებს ჩახედეთ) ამიტომ, მინდა მკაფიოდ გითხრათ - ამ არჩევნებზე ჩემს მხარდაჭერას ვერ მიიღებთ !!!! (ნანუკასთან ვიქნები ცხადია ბოლომდე) ნებისმიერი უსამართლობის დროს ვიქნები ადამიანებთან და დაუნდობლად გამხელთ ყველა გარიგებულს ! მშვიდად ვუყურებ როგორ "დაამარცხებთ" ოლიგარქიას !!! ქვეყანაა თქვენს ხელში ცოდვა, თორემ ჯანდაბამდის გზა გქონიათ სკამებთან ერთად ! ესაა ჩემი ბოლო სიტყვა ! #მემოვრჩი! p.s. ჩემი ეს განწყობა არ ეხება "ქრონიკა+"-ს .გაზეთი იქნება ყველას ტრიბუნა !" - დაწერა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სია წარადგინა. პარტიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა ის არ არის ერთადერთი ახალი სახე, რომელიც "ენმ"- ეს პარტიულ სიაშია.








0
290
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
290