x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სომხეთმა წარმოადგინა, მათი მტკიცებით თურქული გამანადგურებლის მიერ ჩამოგდებული სომხური მოიერიშის სურათები

image სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა საკუთარი მოიერიშე თვითმფრინავის Су-25-ის სურათები, რომელიც მათი მტკიცებით ჩამოაგდო თურქულმა გამანადგურებელმა.
სომხური მხარის თქმით მათი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა 29 სექტემბერს ვარდენისის რაიონში სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლის F-16-ის მიერ გაშვებული ჰაერი-ჰაერის კლასის რაკეტით. სომხური მხარის თქმით მათი მოიერიშე, რომელსაც სომხეთის სამხედო-საჰაერო ძალების პილოტი მაიორი ვალერი დანელინი მართავდა ახორციელებდა საბრძოლო დავალებას, რა დროსაც ის ჩამოგდებულ იქნა თურქული გამანადგურებლის მიერ.
გარდა ამისა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არწრუნ ოვანესიანმა განაცხადა, რომ თურქული გამანადგურებლები F-16 ახორციელებენ ფრენებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში წყვილებად, მისი თქმით თურქული გამანადგურებლები მუდმივად აწვდიან ინფორმაციას აზერბაიჯანულ მხარეს.
მან ასევე დაამატა, რომ სომხური მხარეს გააჩნია უტყუარი მტკიცებულება, რომ მათი მოიერიშე ჩამოგდებულ იქნა თურქული გამანადგურებლის F16-ის მიერ, მისი თქმით სომხეთი მზადაა საერთაშორისო ექსპერტებს წარუდგინოს რაკეტა "AMRAAM"-ის ნარჩენების ფრაგმენტები, რომლითაც იქნა ჩამოგდებული სომხური მოიერიშე. მისივე თქმით აღნიშნულ რაკეტას შეუძლია დააზიანოს სამიზნე 90-100 კილომეტრის მანძილზე.
"აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი "Миг-29"-არ ატარებს აღნიშნულ რაკეტას"-განაცხადა ოვანესიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ჰიქმეთ გადჯიევმა კი განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით 29 სექტემბერს ყარაბაღის თავზე ორი სომხური მოიერიშე "Су-25"-ი იმყოფებოდა, რომლებიც ნისლის გამო მთას შეეჯახნენ. "კარგი იქნებოდა სომხურ მხარეს ეთქვა თუ სადაა მეორე მოიერიშე და რა ბედი ეწია მეორე პილოტს"-განაცხადა გაჯიევმა, რომელმაც სომხური მხარის განცხადებას აბსურდული და დეზინფორმაციული უწოდა.
სომხური მხარე კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მათი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა აზერბაიჯანის განჯის აეროპორტიდან აფრენილი თურქული "F16"-ის მიერ გაშვებული რაკეტით, რომელმაც 60-ი კილომეტრით დაშორებული სამიზნე გაანადგურა.
imageimageimageimageimage





0
167
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
167