x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ამერიკის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კორონავირუსი აქვთ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლე მელანია ტრამპს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. აღნიშნულის შესახებ თავად ტრამპმა დაწერა “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგზე.


ტრამპმა განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი კარანტინში გადავლენ.


დონალდ და მელანია ტრამპებს კარანტინში გადასვლა საკუთარი ტესტების პასუხების მიღებამდეც ჰქონდათ გადაწყვეტილი, რადგან კორონავირუსი მანამდე პრეზიდენტის თანაშემწეს, ჰოუპ ჰიქსს დაუდასტურდა.


ჰიქსი ჯო ბაიდენსა და ტრამპს შორის გამართულ დებატებზეც გამოჩნდა, რომელიც სამშაბათს გაიმართა და რომელიც მედიის მხრიდან გამოხატული განსაკუთრებული ინტერესით დაგვამახსოვრდა. ტრამპს და მის მეუღლეს ნიღბები არ ეკეთათ და სავარაუდოდ, სწორედ ან დროს დაინფიცირდნენ კორონავირუსით.



ამასობაში მსოფლიოში გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსი 34 434 967 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1 027 777 უკვე გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მხრივ შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა. 7 494 671 - ასეთია ინფიცირებულების საერთო რაოდენობა აქ. მეორე ადგილზე ინდოეთია, სადაც კოვიდ-19-ის 6 397 896 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო მესამე ადგილი ბრაზილიას ეკუთვნის 4 849 229 ინფიცირებულით.


ტრამპი
0
80
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0