x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა საკუთარ სიდედრთან გააჩაღა რომანი,სანამ მისი ცოლი საავადმყოფოში იწვა
image

გოგონას თქმით, როდესაც შეიტყო დედისა და მისი მეუღლის ურთიერთობის შესახებ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მკერდში დანა დასცეს.


კამილა დე მელომ, ბრაზილიის ქალაქ პერნამბუკოდან, ოთხი თვე გაატარა საავადმყოფოში ინსულტის შემდგომი ოპერაციის გამო. გოგონა სიკვდილ-სიცოცხლისა პირას იყო. ნაცვლად იმისა, რომ ახლო ადამიანები გვერდში ამოდგომოდნენ, მას ახალი პრობლემები შეექმნა. როდესაც მამამისმა იგი სახლში მიიყვანა, მან უთხრა, რომ დედამისს და მის ქმარს რომანი ჰქონდათ.ამის შესახენ ბრაზილიური გამოცემა No Amazonas E Assim იუწყება.



სანამ გოგონა სიცოცხლისთვის იბრძოდა, დედამისი საცხოვრებლად მათ სახლში გადავიდა, ვითომდა ბავშვის მოვლაში რომ მიხმარებოდა ქმარს. თუმცა, სიდედრის და სიძის ურთიერთობა სწრაფად გაცდა ზღვარს, ახლად შეყვარებულმა ქმარმა ოთხი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოინახულა ინტენსიურ თერაპიაში მყოფი კამილა, ხოლო დედამისი საერთოდ არ მოსულა საავადმყოფოში.


image

"ამ პერიოდში დედა - ვფიცავარ ვეღარ დავუძახებ მას დედას - ჩემს სახლში გადავიდა, რათა ქმართან ერთად ჩვენს ოთხი წლის ვაჟზე ეზრუნა <...> საავადმყოფოდან რომ გამოვედი და დავურეკე, ვუთხარი, რომ ცოცხალი ვარ და ვკითხე, მართლა ერთად ხართ-მეთქი, პასუხი მივიღე: "დიახ, ჩვენ ერთად ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ" ყურებს არ ვუჯერებდი. <...> ქმარმა საერთოდ არ მიპასუხა ტელეფონზე, შემდეგ კი შეტყობინება გამომიგზავნა განქორწინების მოთხოვნით. არანაირი განმარტება, არანაირი მიზეზი, არაფერი"-ამბობს კამილა.

image

ბრაზილიელის თქმით, ის ნორმალურ, სრულ ოჯახში გაიზარდა. დედამ და მამამ ერთად 32 წელი იცხოვრეს.ის დედისერთა იყო და როდესაც კამილა მოზარდი გახდა, დედა მასთან კონკურენციას ცდილობდა და მუდმივად უკმაყოფილო იყო . კამილას ახლა მამა ეხმარება პატარა შვილზე ზრუნვაში, რომელიც ასევე ცილისგან მოტყუებული აღმოჩნდა.

image

1
1993
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1993
  
2020, 2 ოქტომბერი, 20:26
დედა რომელია ?! :D
0 1 1