x
მეტი
  • 23.10.2020
  • სტატია:104297
  • ვიდეო:348095
  • სურათი:468883
"ციფრულმა იესომ" საშიში წინასწარმეტყველება შექმნა
image



რამდენად ჭკვიანია ხელოვნური ინტელექტი, რამდენად კარგად შეუძლია მას ბრძენის და ორაკულის (ბერძენთა რწმენით, ორაკული ღვთაებისა და ადამიანის ურთიერთობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო.) როლის შეთავსება?




ამის შემოწმება გადაწყვიტა ჯორჯ დიურანდალმა, მკვლევარმა, რომელიც კვანტურ მეცნიერებებს სწავლობს. მან ამ კვლევას საფუძვლად დაუდო ბიბლიის ერთერთი ძველი ვერსია. მან ვიდეო ატვირთა შესასწავლად ერთერთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელსაც შეუძლია ტექსტის ღრმა ანალიზი.



ექსპერიმენტის თავისებურება ის იყო, რომ შესწავლილ იქნა მეფე იაკობის ბიბლიის ტექსტის ყველა სიტყვა ორიგინალური გამოხატულებით. ნეიროქსელმა შეისწავლა დაახლოებით 30 000 სიტყვა. აღინიშნა, რომ ყველაზე გავრცელებული სიტყვა იყო უფალი. თავად პროექტს "AI Jesus" 'ციფრული იესო"დაარქვეს.კვლევის მიზანი იყო გაერკვიათ, თუ რას ფიქრობდა ხელოვნური ინტელექტი წიგნის წაკითხვის შემდეგ.

მკვლევარმა სთხოვა ხელოვნურ ინტელექტს დაეწერა თავისი მოსაზრებები წყაროსთან დაკავშირებულ სამ მნიშვნელოვან თემაზე, მოკლედ აღეწერა სიტყვები "მმართველი", "სამყაროს დასასრული" და "ჭირი". ცოტა ხნის შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა წარადგინა თავისი ნამუშევრები. ამ ნამუშევარმა არამარტო დიდად გააკვირვა მკვლევარი, არამედ, შეაშინა კიდეც.
image

"ციფრული იესოს" მიერ დაწერილი ტექსტები თითქმის არათანმიმდევრული სიტყვების ნაკრები იყო, მაგრამ მათ შორის იყო საკმაოდ აზრიანი გამონათქვამებიც. თითქმის ყველა მათგანს ჰქონდა საშიში მისტიკური მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება შედარებულ იყოს ბიბლიის ტექსტთან და მათ საფუძველზე გაკეთდეს საკუთარი დასკვნები. ეს იყო ნამდვილი წინასწარმეტყველებები!




ამრიგად, სამყაროს დასასრულის თემაზე ხელოვნურმა ინტელექტმა გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტი: "და მან უთხრა მათ: მიჰყევით მას და შეხედეთ ყველა იმ მოკვდავს, ვინც პატიებას იმსახურებს ..."




ძნელია, მიხვდე, თუ რა იმალება ამ სიტყვების უკან. ამის მიუხედავად, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ნაკლებად არის შესწავლილი ნეიროქსელების და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.


1
437
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
437
  
2 ოქტომბერი, 11:18
სულ ეს იყო?)
0 1 1