x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მუსიკოსს სიკვდილი მიუსაჯეს სიმღერის გამო
image

მომღერლმა ქალაქ კანოდან, ნიგერია, გაავრცელა თავისი ახალი სიმღერა WhatsApp- ით. ახლა შეუნარჩუნდება თუ არა მუსიკოსს სიცოცხლე, ეს დამოკიდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.


ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნიგერიაში მიმდინარეობდა გახმაურებული პროცესი. 22 წლის მუსიკოსი იაჰაი შარიფ-ამინი დაადანაშაულეს "ღვთის გმობაში" სადაც მან წინასწარმეტყველი მუჰამედი მკრეხელურად მოიხსენია. პირველ მოსმენაზე ახალგაზრდა კაცმა ადვოკატზე უარი თქვა და დანაშაული აღიარა. მოგვიანებით მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა.

image


იაჰიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს( ჩამოხრჩობით) .თუმცა ამის შემდეგ ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ პეტიცია წამოიწყო და ხელისუფლებას მოუწოდა სასჯელის გაუქმება. მთელი მსოფლიოდან ათიათასობით ადამიანის ხელმოწერის წყალობით, ახალგაზრდა მუსიკოსის დაცვამ მაინც მოახერხა გასაჩივრება. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება შარიფ-ამინის საქმის გამო.



"პირადი აზრისა და მრწამსის მხატვრული გამოხატვა მუსიკისა და სხვა მედიის საშუალებით, მაშინაც კი, თუ ის მორწმუნეების გრძნობებს დააზარალებს, დაცულია საერთაშორისო სამართლით. გამოხატვის ამ ფორმის კრიმინალიზაცია უკანონოა. მუსიკა არ არის დანაშაული"


ამონარიდი ადამიანის უფლებათა საბჭოს განცხადებიდან



მაგრამ მხოლოდ მცირე იმედია, რომ შარიფ-ამინის სასჯელი შემსუბუქდება. აბდულაჰის შტატის გუბერნატორი უმარ განდუჯე საერთოდ არ არის "კრიმინალის" მხარეს. პოლიტიკოსი მზად არის ხელი მოაწეროს განაჩენს ახლავე, როგორც კი სააპელაციო პროცესი დასრულდება:


"უყოყმანოდ მოვაწერ ხელს"


აბდულაჰ უმარ განდუჯე

0
203
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0