x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როდესაც ღირსება სიცოცხლეზე მნიშნელოვანია
image

ძველი ფოტოების განსაცვიფრებელი სერია აჩვენებს იაპონური სამურაების ცხოვრებას 130 წლის წინ. სურათებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც ასახავს ჰარაკირის, იგივე სეპუკუს სახელით ცნობილ რიტუალს. მას იყენებდნენ მეომრები, რომელთაც სიკვდილით სურდათ ღირსების შენარჩუნება.


ცერემონიალური თვითმკვლელობა სინამდვილეში უფრო რთული რიტუალის ნაწილი იყო და ხდებოდა მაყურებლის წინაშე.ერთ-ერთ სურათზე ახალგაზრდა სამურაი კატანას გამოყენებით იფატრავს მუცელს.

image


სამურაები გაჩდნენ ჰეიანის პერიოდში დაახლოებით 710 წელს, რომელთა მიზანი იყო ადგილობრივი ხალხის დამორჩილება ტოჰოკუს რეგიონში, ჩრდილოეთ ჰონსიუში. დროთა განმავლობაში ისინი სულ უფრო გაძლიერდნენ და იაპონიის სამხედრო ელიტა გახდნენ. ისინი მმართველ კლასს წარმოადგენდნენ XII – XIX საუკუნეებში.

სამურაები მიჰყვებოდნენ კოდექსს, რომელიც კონფუციანელობის ქვეშ ჩამოყალიბდა, ის ბუშიდოს სახელით იყო ცნობილი - სიტყვასიტყვით "მეომრის გზა". დაუწერელ და გამოუთქმელ კოდექსში აღინიშნებოდა თავმდაბლობა, ერთგულება, საბრძოლო ხელოვნების ოსტატობა და ღირსება სიკვდილამდე. წესები ასევე მოუწოდებდა სამურაებს გმირული გამბედაობის, ოჯახის სიამაყის სასტიკი დაცვისა და ბატონისადმი თავდაუზოგავი ერთგულებისკენ.

image

სამურაების ჯგუფი ძველი აბჯრითა და იარაღით, დაახლოებით 1870 წ.



მე -XV და მე-XVI საუკუნეებში მრავალი მეომარი დაჯგუფება არსებობდა, მაგრამ მოგვიანებით მათი რიცხვი შემცირდა. უშიშარი მეომრები ატარებდნენ ფირფიტებიან აბჯარს და სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის მშვილდ-ისარს, შუბებს, ცეცხლსასროლ იარაღს და რა თქმა უნდა სამურაის ხმალს. თუმცა, ედოს პერიოდში მშვიდობამ დაისადგურა და მრავალი სამურაი გახდა მასწავლებელი, მხატვარი თუ ჩინოვნიკი, რადგან საბრძოლო ხელოვნების დაუფლების მოთხოვნილებამ დაკარგა თავისი აუცილებლობა.

image

ფელიჩე ბეატოს მიერ გადაღებული და შეღებილი ფოტო: ქალები ტრადიციულ იაპონურ მაღაზიაში, მე -XIX საუკუნის ბოლო.



როდესაც იმპერატორი მუცუჰიტო ტახტზე ავიდა 1868 წელს, მან დაიწყო სამურაების უფლებამოსილების შეზღუდვა. თავდაპირველად ჩამოართვა მათ უფლება, ყოფილიყვნენ ერთადერთი არმია იაპონიაში, 1873 წლიდან კი დაიწყო დასავლური ტიპის არმიის შექმნა.

image

ომის ერთ-ერთმა პირველმა ფოტოგრაფმა, ვენეციელმა ფელიჩე ბეატომ ეს ფოტოსურათი დაახლოებით 1862 წელს გადაიღო.



სამურაები გახდნენ შიზოკუ ( shizoku) და გაერთიანდნენ სხვა საზოგადოებრივ ფენასთან, მეიძის რეფორმების წყალობით, კატანას ტარების უფლება ჩამორთმეული იქნა, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება, ვინც საჯაროდ შეურაცხყოფდა სამურაის.

image

სამურაების ჯგუფი, დაახლოებით 1890 წ. ბუკლეტის ილუსტრაცია "იაპონიაში: ტიპები, კოსტიუმები და ხასიათები.



ტერმინი შიზოკუ (უტიტულო თავადაზნაურობა) რჩებოდა იაპონური კულტურის ნაწილად მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, მაგრამ 1947 წელს მასზე უარი თქვეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ძლიერების მწვერვალზე, სამურაები შეადგენდნენ იაპონიის მოსახლეობის მხოლოდ 10%, მათი გავლენა მაინც ძალიან შესამჩნევია იაპონურ კულტურაში, განსაკუთრებით თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებებში.

imageimage

სამი სრულიად შეიარაღებული და აღჭურვილი სამურაი.

image

ბრწყინვალე ტრადიციული აბჯარი და უძველესი იარაღი სამურაებზე, დაახლოებით 1890 წ.

2
258
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
258
  
2020, 1 ოქტომბერი, 23:07
გმადლობ თქვენ უდიდესი მოტივაციისთვის.
2020, 1 ოქტომბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2