x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალმა ექიმბაშს დაუჯერა და 34 წელი იცხოვრა ღვიძლში უზარმაზარ ჭიასთან ერთად
image

ყაზანში, ადგილობრივმა მკვიდრი, ფირდაუზია შაკიროვა 34 წელი ატარებდა ღვიძლში უზარმაზარ, მკვდარ თასმისებური ჭიას და სჯეროდა, რომ ჭია არ ჰყავდა, რადგან თავის დროზე დაუჯერა ექიმბაშს. ამის შესახებ იტყობინება ტელეარხი "Россия.Татарстан".


თავის დროზე ექიმბაშმა ქალი დაარწმუნა, რომ სხეულში ჭია აღარ იყო. N-2 რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ჭია მოკვდა, მაგრამ ის კვლავ ქალის ღვიძლში იყო და 34 წლის შემდეგ იგი დაფარული იყო ჩოგბურთის ბურთის ზომის გარსით. ექიმების თქმით შაკიროვას ექინოკოკოზი ჩამოუყალიბდა.

image


ცოტა ხნის წინ ქალმა თავი ცუდად იგრძნო და ექიმებთან მივიდა. გარსის გამო, ჭიამ ონკოლოგიური ნეოპლაზმის სახით ჩამოყალიბდა, სისხლის ანალიზმა აჩვენა ტოქსიკური ინფექცია. შედეგად, ქალს ღვიძლის 1/8 ამოაჭრეს - ექიმების თქმით, იგი ნაღვლით, პარაზიტების ნარჩენებით და ჩირქით იყო სავსე. ახლა ქალი საავადმყოფოდან გაწერისთვის ემზადება.

image

ამა წლის აგვისტოში ჩინელი მამაკაცის ტვინიდან თითქმის 13 სანტიმეტრი სიგრძის ცოცხალი ჭია ამოიღეს . პარაზიტი 17 წელი ცხოვრობდა მამაკაცის ტვინში.



0
142
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0