x
image
მე-ლანქოლიკი
8 პროდუქტი კბილების გასამაგრებლად
ღიმილი თქვენი სავიზიტო ბარათია. ადრევე უნდა დაიწყოთ კბილებზე ზრუნვა. წმენდის და მოვლის გარდა, ძალიან დიდი გავლენა აქვს საკვებსაც. წარმოგიდგენთ 8 საუკეთესო საკვებს კბილების გასამაგრებლად და ემალის ეროზიის თავიდან ასაცილებლად. ამ პროდუქტებს ბევრი სარგებელი მოაქვს თქვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ შეიძლება არ იცოდეთ რომ კბილებისთვისაც საუკეთესოა.


image


შოკოლადი


შოკოლადის მოყვარულებს ძალიან გაგახარებთ ამ პროდუქტის სიაში დანახვა, შავი შოკოლადი შესანიშნავი საშუალებაა თქვენი კბილების დასაცავად. კბილებს იცავს ეროზიისგან და ამცირებს ღრძილების ანთებას.


კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ შავი შოკოლადი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვის მავნე ბაქტერიებს პირში. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, აუცილებელია ნორმის დაცვა, რადგან ბევრ შოკოლადს კარიესის გამოწვევაც შეუძლია.


ნიახური

ხრაშუნა წვნიანი ნიახური უფრო მეტია ვიდრე საჭმლის შესაზავებელი მწვანილი. ნიახურის ბოჭკო ასუფთავებს კბილებს, ხოლო ღეჭვის ხანგრძლივობა ხელს უწყობს თქვენი პირის ღრუსთვის სიჯანსაღის შენარჩუნებას და იცავს მინანქარს.


რძე


რძე არის D ვიტამინის შესანიშნავი წყარო, რომელიც აძლიერებს კბილებსა და ძვლებს. რძის რეგულარული მოხმარება ხელს შეუწყობს მინანქრის აღდგენას და კბილების სიმტკიცეს.


ვაშლი


ვაშლი არის ვიტამინების დიდი წყარო. ეს ხილი შესანიშნავია კბილების გასაწმენდად. საჭმლის შემდეგ რეკომენდებულია ერთი ვაშლის ჭამა, რათა კბილებზე დარჩენილი საკვები მოიშოროთ.


ფორთოხალი


მჟავა და ვიტამინები, რომლებიც ფორთოხალშია, მოქმედებს, როგორც ბუნებრივი გამწმენდი. ამასთან, უნდა მოერიდოთ მჟავას კბილებზე დიდი ხნის განმავლობაში დატოვებას, რადგან ამან შეიძლება მინანქარი გაანადგუროს. გახსოვდეთ, რომ ჭამის შემდეგ წყალი უნდა გამოივლოთ.


ოხრახუში

ოხრახუშს აქვს ბუნებრივი თვისებები, რომელიც აიოლებს სუნთქვას და ხელს უშლის ბაქტერიებს, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ კბილის მინანქარი. ამ სარგებელის მისაღებად საღეჭი რეზინის ნაცვლად ოხრახუში დაღეჭეთ.


ყველი


ყველი ანეიტრალებს მჟავებს, იცავს მინანქარს ზემოქმედებისგან. სადილის შემდეგ მიირთვით ყველის პატარა ნაჭერი.


სოკო


სოკო D ვიტამინის კარგი წყაროა და ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას, რაც აძლიერებს კბილებს. შეეცადეთ მეტი სოკო შეიტანოთ თქვენს რაციონში. მათი ჭამა ნებისმიერი ფორმით შეიძლება, ძალიან მოსახერხებელია ნედლეული სოკოს გამოყენება ბოსტნეულის სალათებში, რომელშიც სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ქათამი და ყველი.

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0