x
მეტი
  • 29.10.2020
  • სტატია:104469
  • ვიდეო:348224
  • სურათი:469179
განსაკუთრებული სოსისები, რომლებიც მსოფლიომ შეიყვარა
image


სოსისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტია მსოფლიოში. იგი იდე­ა­ლუ­რად ეხა­მე­ბა რო­გორც სა­უზ­მეს, ისე სა­დილ­სა და ვახ­შამს. თა­ნაბ­რად უყ­ვართ დი­დებ­სა და პა­ტა­რებს. სწო­რედ ამი­ტომ სოსისი 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ მთა­ვარ პრო­დუქ­ტად იქცა. ეს საკვები, რომელიც მსოფლიომ აღიარა და შეიყვარა, ბევრად უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და დიდი ისტორიის მქონეა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. არსებობს სოსისის ისეთი სახეობები, რომელსაც PGI სტატუსი ( დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა) აქვს მინიჭებული . ეს ნიშნავს, რომ პროდუქტს დასახელება გეოგრაფიული ადგილწარმოშობის შესაბამისად აქვს მიკუთვნებული და განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობს.


მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული შემადგენლობის სოსისები ძალიან ბევრ ქვეყანაში იწარმოება, დღეს, ამ პროდუქტის სამშობლოდ გერმანიას მოიაზრებენ. სოსისები გემოვნების შესაბამისად შესაძლებელია მოიხარშოს ან შეიწვას, მაგრამ არსებობს სპეციალურად მხოლოდ შეწვისთვისაც განკუთვნილი სოსისები. გერმანიაში ძალიან უყვართ მსგავსი ტიპის სოსისიები და მათ შემოკლებით „როსტერს“ უწოდებენ.


image



ეს სოსისები ძალიან პოპულარულია მსოფლიო მასშტაბით. გერმანიაში, შესაწვავი სოსისების ტრადიცია სათავეს 1313 წლიდან იღებს და მისი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. განსაკუთრებით ცნობილია „ნიურბერგული“ სოსისი. მისი სახელი გერმანული ქალაქის სახელიდან ნიურბერგიდან მოდის და ამ ქალაქის სიმბოლოდაც ითვლება. 2003 წელს, 7 საუკუნის შემდეგ, შესაწვავ სოსისს ნიურბერგის ბრათვურსტს დაცული გეოგრაფიული ნიშანი მიენიჭა, რაც ამ სოსისის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს.


შესაწვავი სოსისები პოპულარულია საქართველოშიც. აქ, ძალიან უყვართ განსხვავებული არომატები და რეცეპტებიც. რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში, ნიკორამ დაიწყო შესაწვავი სოსისის „როსტერის“ წარმოება. ეს არის გერმანული რეცეპტურით შექმნილი არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის პროდუქტი. „როსტერის“ განსაკუთრებულობას განაპირობებს ძირითადი ინგრედიენტებისთვის დამატებული ჰოლანდიური ყველი - ედამი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა. მსხვილი კალიბრის ნატურალურ გარსაცმში დამზადებული სოსისი ევროპული სანელებლებით არის შეზავებული. ის საუკეთესოა ლუდზე მისაყოლებლად. გრილზე შემწვარი „როსტერი“ შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულთან ერთად. მათთვის კი, ვინც კლასიკას ანიჭებს უპირატესობას და თან განსხვავებულიც უყვარს, შეუძლიათ, მიირთვან სოსისი „ბერნერი“. ის შედარებით მსხვილი კალიბრის ნატურალურ გარსაცმში მზადდება და შემადგენლობაში ხორცთან ერთად დიდი რაოდენობით ჰოლანდიურ ყველს შეიცავს. სწორედ ამიტომ „ბერნერი“ უფროსებთან ერთად განსაკუთრებით უყვართ ბავშვებსაც.


image


შესაწვავი სოსისების კატეგორიაში, ცნობილი „ქამბერლენდიური“ სოსისის ისტორია დაახლოებით 500 წელს ითვლის.


image


ეს არის ღორის ხორცის სოსისი, რომელიც ინგლისის ერთ-ერთი რეგიონში ქამბრიაში იღებს სათავეს და საუკუნეების მანძილზე დელიკატესად იყო მიჩნეული. სოსისის ტრადციული სახეობებისგან განსხვავებით ის არის ძალიან გრძელი, დაახლოებით 50 სმ სიგრძის და იყიდება დახვეული ფორმით. თუმცა ვინ და რატომ შექმნა ამ ფორმის სოსისი დღეს არავინ იცის. განსხვავებულია შიგთავსის სტრუქტურაც, რადგან როგორც წესი, ის დაჭრილი ან მსხვილად გატარებული ხორცისგან მზადდება. 2011 წელს „ქამბერლენდიურ“ სოსისს ოფიციალურად მიენიჭა დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა (PGI).


დღეს, შესაწვავი სოსისების ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, ძალიან ბევრ ქვეყანაში იწარმოება და ყველა ასაკის ადამიანს ძალიან უყვარს.



0
174
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0