x
image
ირინა მ.
Mediator image
"კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით
image

სსრკ გენერალური მდივნის, ლ.ი. ბრეჟნევის ქალიშვილ გალინაზე, იმდენი, ერთი მეორეზე უარესი ჭორი დადიოდა–ბრილიანტები, მესამედ გათხოვება! თავისზე უმცროსი ქმარი!– რომ მას, არც მეტი, არც ნაკლები, "გიჟ იმპერატრიცას" ეძახდნენ. მაგრამ თუ მის ბიოგრაფიას დღევანდელი გადასახედიდან შევხედავთ, არაფერი გამსაკუთრებული...უბრალოდ, ჩვეულებრივი, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით. ყველაფერზე წვდომამ და დაუსჯელობამ იგი დროზე ადრე დააბერა და სიცოცხლის ბოლოს ალკოჰოლიზმამდე მიიყვანა. დღეს ასეთი გალინები ძალიან ბევრია.

image

გალინა ბრეჟნევა კეთილი სულის ადამიანი იყო, გულუხვი და გაჭირვებული ადამიანების გულშემატკივარი, თუმცა უნებისყოფო და სიამოვნებების მაძიებელი.

გალინა ბავშვობიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ ლეონიდ ილიას ძე ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო და ქალიშვილი პედაგოგიურ უნივერსიტეტში გაამწესა. იგი დიდად მონდომებული არ იყო იქ სწავლაზე და როცა შემთხვევით შაპიტოს ცირკის მსახიობი, ევგენი მილაევი გაიცნო, მისი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წავიდა.

image

გალინა სასწრაფოდ გათხოვდა, სწავლა მიატოვა და მეუღლის ცირკში კოსტუმერად დაიწყო მუშაობა. ევგენი ყოფილ სტუდენტზე თორმეტი წლით უფროსი იყო და პირველი ქორწინებიდან (პირველი მეუღლე გარდაეცვალა) ტყუპი ჰყავდა. ლეონიდოვნამ გულწრფელად შეიყვარა გერები და მათ ნამდვილი დედობა გაუწია.

image

მისი და ევგენის საერთო შვილი კი, ლეონიდ ილიჩის დაჟინებული თხოვნით აღსაზრდელად ბაბუამ წაიყვანა, გენერალურ მდივანს არ სურდა, რომ თავის ერთადერთ შვილიშვილს ცირკთან ერთად გასტროლებზე ეხეტიალა.


image

ქორწინება ათი წელი გაგრძელდა, სანამ გალინამ მეუღლის ღალატის შესახებ არ შეიტყო. ისინი დაშორდნენ, მაგრამ ბავშვებთან და ყოფილ ქმართან კავშირს არ წყვეტდა, ყველანაირად ეხმარებოდა მათ, ყოფილ ქმარმა მისი დახმარებით ცირკის დირექტორობამდეც მიაღწია.

გალინა ახლა სხვა მსახიობზე, ჯერ კიდევ ნორჩ იგორ კიოზე გადაერთო, რომელიც იმ მომენტისთვის 18 წლის იყო. გალინა, რომელიც 15 წლით იყო მასზე უფროსი, დაუყოვნებლივ დათანხმდა ახალგაზრდა შეყვარებულის ცოლობას, მამასთან კი იცრუა, რომ საქმრო თითქოს 25 წლის იყო. განრისხებულმა ბრეჟნევმა უბრალოდ გააუქმა ეს ქორწინება–გალინა მოსკოვში პირდაპირ საქორწინო მოგზაურობიდან დააბრუნეს, კიოს კი პასპორტი ჩამოართვეს და უკან დაუბრუნეს მასში ქორწინების ბეჭდის გარეშე. შეყვარებულები კიდევ სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ გრძნობები არ მინელდა. "იგი უბრალოდ ქალი იყო, კარგი დედა, მეუღლე და დიასახლისი"–იხსენებდა შემდგომში იგორ კიო.

მესამედ გალინა ისევ დიდი სიყვარულით გათხოვდა, მომხიბვლელ ოფიცერ იური ჩურბანოვზე, მასზე შვიდი წლით უმცროსზე.

image

იური როცა მიხვდა, რომ ლეონიდოვნა მასზე სერიოზულად იყო შეყვარებული, დაუყოვნებლივ დაშორდა მეუღლეს, რათა გალინაზე ექორწინა და არ შემცდარა–მისმა კარიერამ აღმასვლა დაიწყო.

იყო სხვა გატაცებებიც, მაგალითად, ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, მარის ლიეპა, რომელიც რამდენიმე წელი ჰპირდებოდა გალინას, რომ მის გამო ცოლს გაშორდებოდა.

image

გალინა ბრეჟნევა სამკაულების და ჩაცმის დიდი მოყვარული იყო, სმა კი უკვე მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მანამდე იგი (გენ. მდივნის სახელმწიფო აგარაკის კომენდანტის სიტყვებით) მხოლოდ შამპანურს მიირთმევდა.

image

გალინა ბრეჟნევას იხსენებენ, როგორც ადამიანს, რომელთანაც შეიძლებოდა რაიმე თხოვნით მისვლა და უარით იგი არავის გამოისტუმრებდა. მათ შორის ვისაც დაეხმარა, იყვნენ კლოუნი ოლეგ პოპოვი, რეჟისორი იური ლუბიმოვი, მხატვარი ილია გლაზუნოვი, ჟურნალისტი და მოგზაური იური სენკევიჩი და მომღერალი ვლადიმერ ვისოცკი, ვის შემოქმედებასაც იგი ძალიან აფასებდა. შემოქმედებით წრეებში მას დღემდე მადლიერებით იხსენებენ. აი შურისმაძიებელი, ბოროტი და მეწვრილმანე გალინა არასოდეს ყოფილა.

image




ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:



ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული


მსოფლიოში ყველაზე მდიდარ პრეზიდენტს არ ახსოვს რამდენი სასახლე აქვს


ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები...




0
1021
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1021
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0