x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
"მე 25 წლის ვარ და მე უკვე მოვკალი 309 ფაშისტი", მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი-სნაიპერი

image მეორე მსოფლიო ომში უამრავმა სნაიპერმა ისახელა თავი, მათ შორის ქართველმა სნაიპერმა, მაგრამ ისინი მამაკაცები იყვნენ მე კი ამ მცირე სტატიაში საუბარი მექნება მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ქალ-სნაიპერზე ლუდმილა პავლიჩენკოზე.
პავლიჩენკომ ომის დაწყებისთანავე გამოიჩინა თავი, როგორც ჩუბინმა მსროლელმა. ძველ საბჭოთა წყაროებს თუ დავუჯერებთ მის მოსაკლავად გერმანელებს საკმაოდ სოლიდური ფულადი პრემია ჰქონდათ დანიშნული, თუმცა უშედეგოდ.
ერთერთ ბრძოლაში 1942 წელს ლუდმილა მძიმედ დაიჭრა, ის საარტილერიო დაბომბვის ზონაში მოჰყვა.
მკურნალობის შემდეგ 25 წლის სახელოვანი ქალი-სნაიპერი შეიყვანეს დელეგაციის სიაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო გაგზავნილი მოლაპარაკებებზე მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაზე სასაუბროდ,
სწორედ მაშინ სიტყვით გამოსულმა სნაიპერმა ქალმა აშშ-ს ხელისუფლების წინ შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე 25 წლის ვარ და მე უკვე მოვკალი 309 ფაშისტი. თქვენ არ გეჩვენებათ ბატონებო, რომ ძალიან დიდხანს იმალებოდით ჩემს ზურგს უკან?".
ამ სიტყვებმა ფურორი მოახდინა, პრეზიდენტმა რუზველტმა პავლიჩენკოს პატრიოტი ახალგაზრდა უწოდა.
ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის ქალ-სნაიპერს სახელობითი პისტოლეტი "კოლტი" აჩუქეს, ხოლო კანადაში დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნისას კი "ვინჩესტერის" კარაბინი.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა მას "ლედი სიკვდილი" შეარქვეს. ლუდმილა უკრაინაში ქალაქ "ბელაია ცერკოვში" დაიბადა იქვე დაამთავრა სკოლა, სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახი კიევში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც იწყება უკრაინელი გოგონას წარმატებული სამხედრო კარიერა.
დადასტურებული ინფორმაციით უკრაინელმა სნაიპერმა 300-ზე მეტი ფაშისტი ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა, მათ შორის 36-ი სნაიპერი.
ომში განსაკუთღებით გამოიჩინა თავი ოდესისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
ომის შემდგომ ჯერ სნაიპერ-ინსტრუქტორად მუშაობდა, შემდეგ კი უკვე სამხედრო-საზღვაო ძალების გენერალურ შტაბში.
სამხედრო კარიერა დაამთავრა მაიორის წოდებით.
ამ სურათზე უკრაინელი სნაიპერი ამერიკის პირველ ლედისთან და აშშ-ს ხელისუფლების მაღალჩინოსთანაა გადაღებული.
image სნაიპერი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით იყო დაჯიდლოებული სხვა უამრავ საბრძოლო მედალთან და ორდენებთან ერთად.
მისი სურათი ამშვენებდა ბარათებს, ასევე გამოშვებულ იქნა საფოსტო მარკები მისი სურათებით.
imageimageimage


0
488
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
488