x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პედოფილია, ჰარამჰანები წამება და სიკვდილით დასჯა: ყმა რუსეთის მემამულეების ველური გართობები
image

ყველა იმ უბედურებას შორის, რომელსაც რუსი ხალხი ეჩეხებოდა თავისი ისტორიის მანძილზე, ყმობის უფლება ერთ-ერთ ყველაზე რთულად შეიძლება ჩაითვალოს. ტამბოვის ან ფსკოვის პროვინციების რიგით მიწათმფლობელს სისასტიკისა და დაუსჯელობის გამო ადვილად შეეძლო ახალი სამყაროს ნებისმიერი პლანტატორის დაჩრდილვა. ამ არაადამიანების რიცხვი, რომელნიც თავისივე ხალხს ჩაგრავდნენ, დათვლას არ ექვემდებარება, მაგრამ ისტორიამ შემოინახა ყველაზე გარყვნილი და სასტიკი "პიროვნებების" სახელები.


რუსეთის იმპერიაში ყმობა გააუქმა 1861 წელს იმპერატორმა ალექსანდრე II- მ, რომელმაც ამისათვის მეტსახელი "განმათავისუფლებელი" მიიღო. ბევრს მიაჩნია, რომ საქმე სულაც არ არის მონარქის კეთილგანწყობაში, რომელიც უბრალო ხალხს თანაუგრძნობდა. რუსეთსში მონადმფლობელობის შემდგომ არსებობას, შესაძლოა გამოეწვია სერიოზული აჯანყება, ან რევოლუცია.

imageალექსანდრე II



სინამდვილეში, ხელმწიფე, ისევე როგორც მისი წინამორბედები, სულაც არ ზრუნდავდა თავის ყველაზე დაჩაგრულ ქვეშევრდომებზე. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ყველაზე სასტიკი მოძალადეები, რომელნიც აბუჩად იგდებდნენ ხალხს და მკვლელობასაც არ ერიდებოდნენ, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ სიმბოლურ სასჯელს იღებდნენ.


დარია სალტიკოვა: ქალბატონი-მანიაკი რომელმაც დამსახურებისამებრ მიიღო




მემამულე დარია სალტიკოვა, ან როგორც მას "სიყვარულით" უწოდებდნენ "სალტიჩიხა" ერთ-ერთი მათგანია, ვინც დანაშაულისთვის დაისაჯა. ახალგაზრდობაში ეს ადამიანი ლამაზი და ძალიან ღვთისმოსავი იყო.უძველესი კეთილშობილური ოჯახის შთამომავალმა სალტიკოვამ ბევრი შესწირა ეკლესიებს და წელიწადში ერთხელ მაინც მიემგზავრებოდა ერთ-ერთ დიდ მონასტერში.

image

მაგრამ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მეუღლე გარდაეცვალა, 1756 წელს. ქვრივმა თითქოს ჯაჭვიდან აიწყვიტა დაიწყო ყმების წამება და დასახიჩრება, ქალისთვის გაუგონარი მეთოდებით. საერთო ჯამში, 1756 წლიდან 1762 წლამდე, ყრმებმა თავიანთ ქალბატონზე 21 – ჯერ დაიჩივლეს. მაგრამ ყმათა წერილები ინსტანციებში იკარგებოდა, რადგან სალტიკოვა არ იშურებდა ქრთამს და საჩუქრებს.


ცემიდან და წამებიდან უფრო რადიკალურ ზომებზე გადავიდა. სიკვდილამდე სცემდა გლეხებს ჯოხებით, მარხავდა ცოცხლად, ანაწევრებდა, ამათრახებდა. ქალბატონს სპეციალური ფოლადის ინსტრუმენტი ჰქონდა, რომელსაც ღუმელში აცხელებდა და შემდეგ ყურებით იჭერდა ყმებს.


სადისტს განსაკუთრებით უყვარდა ახალგაზრდა და ლამაზი ქალების წამება. ერთ ყმას სალტიკოვამ სათითაოდ მოუკლა სამი ცოლი! პირველი, კატერინა სემიონოვა, 1759 წელს ხელჯოხითა და მათრახით სცემეს სასიკვდილოდ, რადგან იატაკი კარგად არ მორეცხა. მეორე, ფედოსია არტომონოვა, 1761 წელს მათრახით გაუსწორდნენ დაუდევრობის გამო. მესამე, აქსინია იაკოვლევა, 1762 წელს, უმიზეზოდ, მოკლა სალტიკოვამ სამზარეულოს ინსტრუმენტით.

image

ქალბატონი-მანიაკის სინდისზეა 138 ადამიანის სიციცხლე, მას სულ 600 ყმა ჰყავდა განკარგულებაში. სალტიჩიხას ქმედებებმა ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ამბავი მისი ბოროტმოქმედების შესახებ იმპერატრიცა ეკატერინე II- ის ყურამდე მივიდა და მიწის მესაკუთრე დააპატიმრეს. 1768 წელს სენატისა და იმპერატრიცას გადაწყვეტილებით, დარია ნიკოლაევნა სალტიკოვას ჩამოერთვა ტიტული და სიკვდილი მიესაჯა.


მაგრამ შემდეგ განაჩენი შეიცვალა და მკვლელი სამუდამო პატიმრობაში გაგზავნეს ერთ-ერთ მონასტერში. იქ სალტიკოვამ 11 წელი გაატარა ქვის საკანში, ფანჯრების გარეშე, სადაც დღის სინათლეს მხოლოდ მაშინ ხედავდა, როდესაც მისთვის მწირი საჭმელი მიჰქონდათ. როდესაც ყოფილი მემამულე მთლიანად დაუძლურდა, იგი შეიწყალეს და პატარა ეკლესიის მახლობლად დაუდეს ბინა. იქვე შეხვდა სიკვდილს. ჩადენილი ბოროტებისთვის პატიება არასოდეს უთხოვია.


მემამულე სტრუისკის სამართლიანობა



ბატონი ნიკოლაი (ნიკოლოზი) სტრუისკი, რომლის სინდისზე დაახლოებით ორასი ადამიანის სიცოცხლეა, საერთოდ დაუსჯელი დარჩა. მიწის მესაკუთრემ უზარმაზარი მემკვიდრეობა მიიღო პუგაჩოვების აჯანყების დროს გარდაცვლილი ნათესავებისგან, მას შეეძლო საკუთარი სიამოვნებისთვის ეცხოვრა და სხვებისთვისაც მიეცა ამის უფლება. მითუმეტეს, რომ ნიკოლაი ევგენიევიჩი თავს პოეტად თვლიდა და წერდა ლექსებს, რომლებიც, მართალია, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ იმპერატრიცას მოსწონდა ისინი.

image

მაგრამ სტრუისკი იყო არა მხოლოდ მდიდარი ადამიანი და პოეტი, არამედ საკმაოდ დახვეწილი სადისტიც. მიწის მესაკუთრის საყვარელი გართობა იყო "განსჯის საათი" ის თავად იგონებდა დანაშაულს და შემდეგ ნიშნავდა დამნაშავეებს, მოპასუხეებსა, ნაფიც მსაჯულებსა და მოსარჩელეებს. გამოძიების" და "სასამართლო პროცესის" დროს ხალხს სასტიკად აწამებდნენ, შედმეგ სტრუისკი თავად კითხულობდა განაჩენს. ყმებს უსჯიდნენ პატიმრობას, გამათრახებას და ყოველგვარ შუასაუკუნოვან დამცირებას. ხშირად ასეთი განაჩენი სიკვდილის ტოლფასი იყო.


სტრუისკის კიდევ ერთ გასართობს წარმოადგენდა ვეფხვთან თამაში. ინდოეთიდან ჩამოყვანილი მტაცებელი მდიდარი მემამულის სიამაყე გახლდათ, რომელიც თავისდაუნებირად მონაწილეობდა სტრუისკის დანაშაულში. გლეხებს სპეციალურ ვოლიერში დევნიდნენ, სადაც მათ მშიერი მხეცი ელოდათ. სასოწარკვეთილ ადამიანებს ვეფხვისგან თავის დაღწევის საშუალება არ ჰქონდათ, ვოლიერიდან თავის დაღწევის მცდელობისას, მათ სტრუისკი და მისი სტუმრები იარაღის გამოყენებით უსწორდებოდნენ. ჩვეულებრივ თამაში გლეხების სიკვდილით სრულდებოდა.

image

სტრუისკი შეშლილი სალტიჩიხასგან განსხვავებით აცნობიერებდა, რომ ბოროტებას სჩადიოდა. დროთა განმავლობაში მემამულეს პარანოია განუვითარდა და მან თავის სახლში დაიწყო ასობით თოფის, პისტოლეტის და ცივი იარაღის შენახვა, მათი მეშვეობით ფიქრობდა თავის დაცვას აჯანყების შემთხვევაში. მაგრამ სადისტს არასოდეს უგია პასუხი თავის დანაშაულზე - ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 50 წლის ასაკში.


გენერალ იზმაილოვის ბავშვთა ჰარამჰანა



1812 წლის სამამულო ომის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი ლევ დიმიტრიევიჩ იზმაილოვი რუსეთის ნამდვილი პატრიოტი იყო. მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მას ყოფილიყო გარყვნილი ადამიანი. 1814 წელს გენერალი პენსიაზე გავიდა და თავის მამულში ცხოვრობდა 1831 წლამდე, სანამ ამაზრზენი ფაქტები არ გაირკვა.

image


აღმოჩნდა, რომ მრავალი ორდენის კავალერმა და მფლობელმა, რომელმაც ერთხელ მილიონი რუბლი გაიღო წინააღმდეგობის მოძრაობისთვის იარაღის შესაძენად, შექმნა ჰარამჰანა 30 გოგონასგან, რომელთა შორის უმეტესი არასრულწლოვანი იყო. გოგონები იზმაილოვის სახლში თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდნენ, ისინი სახლის განსაკუთრებულ ნაწილში იმყოფებოდნენ.

image

გარდა ამისა, ყოფილმა სამხედრომ თავის სახლში გარყვნილების ბუნაგი მოაწყო, სადაც თავის სტუმრებს სთავაზობდა ქალებსა და გოოგლებს ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად. იზმაილოვი თავის ყველაზე პატივცემულ ნაცნობებს 12 წლის და ზოგჯერ უფრო ახალგაზრდა გოგოებსაც კი სთავაზობდა. ბავშვებს ჰარამჰანისთვის არჩევდნენ ყმათა ოჯახებიდან და ბატონის შეხედულებისამებრ მიჰყავდათ მასთან. ტყვე გოგონებს მხოლოდ ბაღში გასეირნებისა და აბანოში შესვლის უფლება ეძლეოდათ - დანარჩენ შემთხვევაში ისინი ყველასგან იზოლირებულნი იყვნენ.


გენერლის ერთ – ერთმა მხევალმა მას ქალიშვილი გაუჩინა, რომელსაც ნიმფოდორა ფრიტონოვნა ხოროშევსკაია დაარქვეს. 8 წლის ასაკში იზმაილოვმა გააუპატიურა ბავშვი, შემდეგ კი გაიმეორა ეს 14 წლის ასაკში.მცირე შესვენებით, "ნიმფა", როგორც მას თავად იზმაილოვმა უწოდა, ორჯერ გახდა მისი ჰარამჰანის მკვიდრი.


ყველაფერი ნათელი გახდა ლევ იზმაილოვის იურისტის წყალობით, რომელმაც გადაწყვიტა ბატონის სისუტეებით ფულის შოვნა და დაარწმუნა ყმა-გლეხები, რომ მასზე საჩივარი დაეწერათ. წვრილმანი კლერკი გეგმავდა ფულის გამომუშავებას შუამავლობის საფუძველზე, როდესაც კლიენტისგან მიღებულ ქრთამს გადასცემდა ხელისუფლებას. მას არც კი მოუვიდა აზრად, რომ ისეთ საპატიო პიროვნებას, როგორიც გენერალ-ლეიტენატია გაასამართლებდნენ.

image

მაგრამ იზმაილოვი გაასამართლეს. პროცესი ძალიან გრძელი გამოდგა და დასრულდა ბევერი გარყვნილის შინაპატიმრობით. ყველაზე უარესი რაც მოსამართლეებმა და ნაფიცმა მსაჯულებმა გენერლის ქმედებებში დაინახეს იყო - ყმებისთვის ეკლესიაში შესვლის აკრძალვა. გენერალი შიშობდა, რომ აღსარებისას გლეხები მღვდელს მოუყვებოდნენ იმის შესახებ, რაც ხდებოდა.


რუსეთის ისტორიამ იცის სხვა გარყვნილები და მანიაკები, რომლებმაც თავი დააღწიეს პასუხისმგებლობას. მაგალითად მემამულე სტრაშინსკი, რომელიც 75 წლის ასაკამდე ყვრნიდა 8-10 წლის ბავშვებს სამი სოფლიდან, და რომელიც შემდეგ თავის ქალიშვილებსა და შვილიშვილებზე გადავიდა. ალექსანდრე II- მ, რომელიც გლეხებმა გააღმერთეს, მხსნელი და განმანთავისუფლებელი უწოდეს პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა პედოფილი, რომლის ანგარიშზე 500-ზე მეტი მსხვერპლი იმყოფებოდა, "მტკიცებულებების არარსებობის" და ჯანმრთელობის გაუარესების გამო.


2
2901
12-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
2901
  
2020, 1 ოქტომბერი, 18:08
არ ვიცი გერმანული, მაგრამ გავიგე რასაც ნიშნავს. შემეცოდა კიდეც უბრალო ხალხი.
2020, 1 ოქტომბერი, 17:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2