x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
დედოფალ ელისაბედის დღეგრძელობის საიდუმლო ცნობილია

image


ცოტა ხნის წინ გამოცემა - "Business Insider"- ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ცნობილი გახდა 94 წლის ელისაბედ მეორის დღეგრძელობისა და კარგი განწყობის საიდუმლო. მასალაში დედოფალ ელისაბედის ყოველდღიური რუტინისა და კვების რაციონის გარდა, გაგიკვირდებათ და, ასევე მისი უდიდებულესობის ალკოჰოლურ პრეფერენციებზეც იყო საუბარი.


image


აღმოჩნდა, რომ ელისაბედ II ყოველდღიურად ოთხი სახეობის ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევს: ტრადიციულად, ლანჩამდე ის ჯინის ლიმონითა და ყინულით სვამს, სადილის დროს - ერთ ჭიქა ღვინოსა და დესერტად ერთ ნატეხ შოკოლადს მიირთმევს, საღამოს - მშრალი მარტინით აგრძელებს, დღის დასასრულს კი ერთ ჭიქა ექსკლუზიური ცქრიალა ღვინით (როგორც გაირკვა, დედოფალი უპირატესობას შამპანურის ისეთ ცნობილ ბრენდებს ანიჭებს როგორებიცაა - "Bollinger", "Lanson" და "King" ) აღნიშნავს.


image


როგორც "The Independent"-ს დედოფლის ბიძაშვილმა, მარგარეტ როდესმა განუცხადა ელისაბედი ალკოჰოლის მიმართ საკმაოდ კონსერვატიულია - და მისი არჩევანი უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ იცვლება, თუმცა ბუკინგემის სასახლის სტუმრებს სხვა ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის არჩევა შეუძლიათ, ვინაიდან ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ რეზიდენციაში წარმოდგენილი სასმელის ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა.


image




0
415
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
415