x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
3 საშიში ლეგენდა, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა

სამყაროში უამრავი იდუმალი ისტორია და ლეგენდა არსებობს, რომელსაც ყველაზე ხშირად, ლაშქრობებზე, გვიან ღამით, კოცონთან ყვებიან... ზოგიერთის მოსმენისას, ადამიანს ძარღვებში სისხლი ეყინება და მხოლოდ ის ამშვიდებს, რომ ეს მხოლოდ ლეგენდა, მონაგონია...

თუმცა, არის ისეთი ლეგენდებიც, რომელიც სიმართლეს შეესაბამება და აქ სწორედ 3 მათგანს წარმოგიდგენთ:


image


კროპსი


70−80-იან წლებში სტეიტენ-აილენდში (ნიუ-იორკის შტატი, აშშ), გავრცელებული იყო ლეგენდა მონსტრზე, რომელსაც კროპსის ეძახდნენ. მონსტრი პატარა ბავშვებს იტაცებდა და ადგილობრივებისთვის ის ავი სული იყო.

მაგრამ, კროპსი რეალური ადამიანი აღმოჩნდა. პოლიციამ გაარკვია, რომ ყველა გატაცების უკან შეშლილი მანიაკი იდგა, რომელიც მოგვიანებით დაიჭირეს და დააპატიმრეს. ხოლო, კროპსი სამუდამოდ «გაქრა».


«ჩრდილოეთის ტბის განდეგილი»


imageაშშ-ს რამდენომე დასასვენებელ ცენტრში, ტურისტებს პერიოდულად საკვები და პირადი ნივთები ეკარგებოდათ. დამსვენებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამას იდუმალი მამაკაცი აკეთებდა, რომელიც რამდენჯერმე, თითქოს, ტყეში შენიშნეს.

გაირკვა, რომ ქურდი რეალურად არსებობდა – ის ნაით კრისტოფერი აღმოჩნდა, რომელსაც უფრო მეტად, «ჩრდილოეთის ტბის განდეგილის» სახელით იყო ცნობილი. მან ტყეში 27 წელი გაატარა და ამ ხნის მანძილზე, 1000-ზე მეტი ქურდობა ჩაიდინა. როგორც მოგვიანებით თავად აღიარა, ნორმალურ ცხოვრებაზე უარის თქმის და ტყეში წასვლის მიზეზი, ჩერნობილის ატომურ სადგურზე აფეთქების შედეგად მიღებული შთაბეჭდილება იყო.


«მწვანე კაცი»


imageფილადელფიის ქუჩებში (პენსილვანიის შტატი, აშშ), თითქმის ყოველ ღამე, «ადამიანი სახის გარეშე» დაეხეტებოდა, რომელსაც ზოგიერთები «მწვანე კაცსაც» ეძახდნენ. ადგილობრივებს მისი ისე ეშინოდათ, რომ შებინდების შემდეგ, სახლიდან არ გამოდიოდნენ და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ შვილებს მისით აშინებდნენ...

არა და, ის რეალური ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ბავსვობაში სერიოზული ელექტროტრამვა მიიღო – ცხვირი და თვალები დაკარგა და ვინმეს რომ არ შეეშინებინა, სახლიდან მხოლოდ სიბნელეში გადიოდა. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა…


imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage1. სამოსის ფერის 10 ტონი, რომელიც ვიზუალურად აახალგაზრდავებს
2. ყველაზე უცნაური ადგილი მსოფლიოში, სადაც ადამიანები უკვალოდ ქრებიან
3. თუ გინდათ, რომ კატის შესახებ უფრო მეტი იცოდეთ – საოცარი ფაქტები ამ ფუმფულა არსებაზე
4. აი რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა
5. ვინ იყვნენ «ფარცოვშიკები» და როგორ ცხოვრობდნენ და მუშაობდნე სსრ კავშირში

6. 100 წლის წინ ის ჩვეულებრივი სურათი იყო... როგორ იქცა «ჯოკონდა» მსოფლიო დონის შედევრად


0
1846
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1846
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0