x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტელედებატებში ბაიდენმა ტრამპს "პუტინის ლეკვი უწოდა"
image

ბაიდენის აზრით, ტრამპის მმართველობის დროს, შეერთებული შტატები უფრო სუსტი და ღარიბი გახდა.


შეერთებულ შტატებში დემოკრატიული პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა არჩევნების წინა დებატების დროს ქვეყნის ამჟამინდელი მეთაური და მისი პირდაპირი კონკურენტი "პუტინის ლეკვად" მონათლა.


CBS News- ის ეთერში გამართულ დებატებში, რომელიც 2 საათი გაგრძელდა, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მოწინააღმდეგეს არა აქვს თავი, უძლურია პასუხი მოსთხოვოს პუტინს "ამერიკელი ჯარისკაცების თავებისთვის".




ბაიდენი გულისხმობს გაზეთ NYT- ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც გამოცემა ირწმუნება, რომ მოსკოვი სავარაუდოდ შეთქმულია ავღანელ მებრძოლებთან და სთავაზობს მათ გადაუხადონ მათსავე ტერიტორიაზე მოკლული ყოველი ამერიკელი ჯარისკაცისთის. მოსკოვი უარყოფს ამ ინფორმაციას, ხოლო ტრამპი სტატიას "შეკვეთილს" უწოდებს.


ბაიდენის თქმით, მას ვლადიმერ პუტინთან ჰქონდა შეხება, მაგრამ აგრძნობინა, რომ იგი მის "ხრიკებს" არ წამოეგება.


აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შეერთებულმა შტატები "უფრო სუსტი, გაღარიბებული" და "უფრო დაყოფილი და უფრო ძალადობრივი" გახდა.


ბაიდენმა ტრამპს "აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი" უწოდა და გააკრიტიკა იგი იმის გამო, რომ რომ თითქოს აშშ-ს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს "არაფრის მაქნისები" უწოდა.

image

სიტყვით გამოსვლისას დემოკრატთა კანდიდატმა ახსენა საკუთარი ვაჟი, ბო, რომელიც ერაყში მსახურობდა და რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა 2015 წელს.


საპასუხოდ ტრამპმა უთხრა, რომ ბაიდენის სხვა ვაჟმა, ჰანტერმა, სავარაუდოდ, ფული მიიღო რუსი ბიზნესმენის ელენა ბატურინასგან, მაგრამ ჯო ბაიდენმა ამ განცხადებებს სიცრუე უწოდა.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

1
102
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
30 სექტემბერი, 18:14
ჩვენ როდის ვეღირსებით მსგავს დებატებს. ტრამპი ვერ მოიგებს ამ არჩევნებს და ბაიდენს ახლავე შეგვიძლია მივულოცოთ. დავეთანხმები ბაიდენს,ტრამპი ყველაზე ცუდი თუ არა,ერთერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია. თავისი უაზრო გამოხტომებით და არადიპლომატიური საუბრის მანერით. ამერიკის პრეზიდენტი ესეთი ნაღდად არ უნდა იყოს. თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტს ჩაკეტილი აზროვნება არ უნდა ქონდეს.
0 1 1