x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
გარდაიცვალა მსოფლიოში პირველად-შიდსისგან სრულად განკურნებული ადამიანი
imageაშშ-ში 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ტიმოთი რეი ბრაუნი, ((Timothy Ray Brown) პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა, ბრაუნის გარდაცვალების შესახებ ცნობილი ფეისბუქის საშუალებით გახდა ცნობილი.


ტიმოტი რეი ბრაუნი გარდაიცვალა 15:10 საათზე საკუთარ სახლში გარშემორტყმული ოჯახითა და ახლობელი ადამიანებით. ამის შესახებ მისმა პარტნიორმა ტიმ ჰოიფგენმა განაცხადა.


”ვწუხვარ, რომ ტიმოთი გარდაიცვალა ლეიკემიასთან ბრძოლის შემდეგ, ” - თქვა ჰეფგენმა. რეი ბრაუნის პარტნიორმა აღნიშნა, რომ ტიმოთი ბედნიერი ადამიანი იყო, აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა აივ ინფექციის პრევენციის შესახებ (PrEP) და ჰქონდა კონტაქტი ბევრ შიდსით დაავადებულ ავადმყოფთან.

დღეისათვის დადასტურებულია აივ ინფექციის სრული განკურნების მხოლოდ ორი შემთხვევა. ბრაუნი პირველი იყო, მას აივ-ინფექციის დიაგნოზი 1995 წელს დაუსვეს.


ტიმოტი ბრაუნს, ასევე როგორც ცნობილია „ბერლინის პაციენტის“ სახელით, 2007 წელს ლეიკემიის მკურნალობისთვის გაუკეთეს ძვლის ტვინის გადანერგვა. შედეგად ბრაუნმა შეძლო აივ ინფექციისგან განკურნება. თუმცა 2019 წელს მას სისხლის კიბოს რეციდივი გაუმეორდა.

სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტიმოთი რეი ბრაუნს ბოლო სტადიის კიბო აქვს. ექიმების თქმით, ტრანსპლანტაციის შემდეგ აივ ინფექცია სრულიად გაქრა, მაგრამ წელს კიბო მთელ სხეულში ფართოდ გავრცელდა.

0
524
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0