x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104397
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
ცალკე ძილი: 6 ვარსკვლავური წყვილი, რომელსაც ერთ საწოლში არ სძინავს

image


თითოეულ ადამიანს ღამით კარგად გამოძინება სურს, და ამ შემთხვევაში გამონაკლისები არც - ვარსკვლავები არიან. მაგალითად, როგორც ცნობილია, ტომ კრუზს ქეით ჰოლმსთან ქორწინების დროს, საკუთარი "სნორატორიუმიც" კი ჰქონდა, გაინტერესებთ კიდევ რომელ წყვილებს სძინავთ სხვადასხვა ოთახებში?




დედოფალი ელისაბედ II და პრინცი ფილიპე


image


მათ შორეულ 1947 წელს იქორწინეს, და თუკი ერთად უკვე 73 წელი ხართ, გასაკვირი არც ის არის, რომ ერთ საწოლში დაძინების სურვილიც კი აღარ გაქვთ! თუმცა ამ წყვილს სხვა, ბევრად უფრო საპატიო მიზეზი გააჩნია: მოგეხსენებათ, ცალკეული საძინებლები მდიდარი ოჯახების ბრიტანული ტრადიციაა. გსუურთ კარგად გამოიძინოთ - მიბრძანდით თქვენს საძინებელში, ან შეგიძლიათ მეუღლეს თავის ტერიტორიაზეც ეწვიოთ (და პირიქით). სხვათა შორის, თუ ჭორებს დავუჯერებთ, პრინც ფილიპეს ბუკინგემის სასახლე იმდენად არ მოსწონს, რომ ხშირად ღამეს სხვა სამეფო სასახლეებშიც კი ატარებს.




ჰელენა ბონემ კარტერი და ტიმ ბარტონი



image


ექსცენტრული ინგლისელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი და თანამედროვეობის ერთ - ერთი უდიდესი ამერიკელი რეჟისორი ტიმ ბარტონი ცალკეულ საძინებლებს გასცდნენ და დასაძინებლად საერთოდ, სხვადასხვა სახლი აირჩიეს! განქორწინებამდე ვარსკვლავური წყვილი დუპლექსის ტიპის უზარმაზარ, მდიდრულ სახლში ცხოვრობდა, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან, ორი ცალკე შესასვლელი ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბარტონი ხშირად უძილობისგან იტანჯებოდა, ღამღამობით მას ტელევიზორის ყურება უყვარდა, აი კარტერი კი მისი თქმით, ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. წყვილს ვერც სხვადასხვა სახლში დაძინებამ უშველა და 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა.




დევიდი და ვიქტორია ბექჰემები


image


ამ წყვილის აზრით, ხანგრძლივი ქორწინების ერთ - ერთი საიდუმლო - პარტნიორებს შორის თავისუფალი სივრცის ქონაა. დევიდი პერიოდულად ლოს-ანჯელესში მიემგზავრება, მისი მეუღლე კი - ინგლისში რჩება, ხოლო როდესაც წყვილი ერთმანეთს ერთ სახლში ხვდება, მაშინაც კი ორივე მათგანი ცხოვრებას ცალ - ცალკე თავისთვის აგრძელებს.





დონალდ და მელანია ტრამპები


image


2018 წელს უცნობმა წყარომ განაცხადა, რომ მელანიას თავისი საკუთარი საძინებელი აქვს, ხოლო მოგზაურობისას კი, წყვილი დროს ყოველთვის სხვადასხვა ნომერში ატარებს. გარდა ამისა, როგორც ირკვევა ამერიკის პრეზიდენტის მომხიბვლელი მეუღლე თვეში რამდენჯერმე ვაშინგტონიდან ნიუ - იორკში მიემგზავრება.





გვინეტ პელტროუ და ბრედ ფელჩაკი


image


წყვილმა ორი წლის წინ იქორწინა, თუმცა ბავშვების გამო მათ ცხოვრება ერთი წლის განმავლობაში ცალკე - ცალკე მოუწიათ. მოგეხსენებათ ორივე მათგანს წინა ქორწინებიდან ორ - ორი შვილი ჰყავთ, ამიტომ პარტნიორებისთვის ორი ოჯახის გაერთიანება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ საბოლოოდ, ოჯახიც საცხოვრებლად ერთად გადავიდა, თუმცა პელტროუს თქმით, მას ცალკე ცხოვრების იდეა უფრო მოსწონს, ვინაიდან ასეთ შემთხვევში პარტნიორებს შორის - სექსი უფრო ხშირია.





სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი



image


2016 წელს ვარსკვლავურმა ოჯახმა ორი ერთმანეთის გვერდით მდგომი სახლი შეიძინა, მოგვიანებით როგორც გაირკვა, თურმე წყვილს ერთმანეთისგან ცალკე ცხოვრება ჰყვარებია, მართალია დროთა განმვლობაში მათ საერთო კედელი მაინც აღადგინეს, თუმცა დღემდე ორივე მათგანი დროის გატარებას საკუთარ ნახევარში ამჯობინებს. ბავშვებს, რაღა თქმა უნდა, სახლის ორივე ნაწილში გადაადგილების სრული უფლება აქვთ. ცნობილია, რომ ოჯახი ერთად სადილობს და მეუღლეები ღამღამობით ერთმანეთს საკმაოდ ხშირადაც სტუმრობენ.








0
360
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
360