x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
ბრძოლა "შავი ბაღისთვის"-როდის და როგორ დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
image


საუკუნეების განმავლობაში ყარაბაღში მცხოვრებ ხალხებს შორის რთულ ურთიერთობებს მრავალი ომი და ეთნიკური შეტაკება მოჰყვა.


27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების კიდევ ერთი გამწვავდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად დაპირისპირებულმა მხარეებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები. მთიანი ყარაბაღი ისტორიულად იყო ერთ-ერთი მთავარი ცხელი წერტილი მსოფლიო რუკაზე. საუკუნეების განმავლობაში "შავ ბაღში" (ასე ითარგმნება ყარაბაღი თურქულიდან) მცხოვრები ხალხი ძალიან სწრაფად გადადიოდა მყიფე მშვიდობიან ვითარებიდან ომში, რადგან ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ ეს მიწა მთა ეკუთვნით. მხოლოდ XX საუკუნეში, ყარაბაღი სამი სისხლიანი ეთნიკური შეტაკების და ორი მასშტაბური ომის მოწმე გახდა.



ისტორიული კუთვნილება



რეგიონის ისტორიული კუთვნილების საკითხი სომეხ და აზერბაიჯანელ ისტორიკოსებს შორის მწვავე დავის საგანია. პირველი, ძველი წყაროების მითითებით, ამტკიცებს, რომ ისტორიულად ყარაბაღი სომხეთის სამეფოს ნაწილი იყო, ხოლო მეორენი ამტკიცებენ, რომ იგი კავკასიის ალბანეთის ნაწილი იყო და ითვლება აზერბაიჯანელების წინაპართა სამშობლოდ.



მოგვიანებით, ყარაბაღი სეფიანთა მმართველობის ქვეშ მოექცა. ამის შემდეგ ყარაბაღის დაბლობი ტერიტორია გამაჰმადიანდა, რეგიონის მთიან ნაწილში კი სომხური მოსახლეობა ჭარბობდა.

მე -18 საუკუნის შუა ხანებში წარმოიქმნა სპარსეთის პროტექტორატი -"ყარაბაღის სახანო". თურქული ელიტების მხრიდან მკაცრმა ზეწოლამ სომხური მოსახლეობა აიძულა დაეტოვებინათ მშობლიური მიწები. შედეგად, XIX საუკუნის დასაწყისისთვის სახანოს მცხოვრებთა უმეტესობა უკვე თურქები იყვნენ.



მე -19 საუკუნის დასაწყისში სახანო რუსეთის მფარველობაში აღმოჩნდა, ხოლო 1926 წელს იგი საბოლოოდ შეუერთდა მას. ამის შემდეგ, ყარაბაღში სომხების მიგრაციული ნაკადი დაიძრა ისლამური ირანიდან და ოსმალეთის იმპერიიდან (ხოლო თავად თურქები საპირისპირო მიმართულებით დაიძრნენ) რის გამოც XIX საუკუნის ბოლოს მათი რიცხვი ამ რეგიონში 40% -ს აღემატებოდა.


მე -20 საუკუნის დასაწყისში დაგროვილმა ეროვნულმა, რელიგიურმა და კლასობრივმა წინააღმდეგობებმა გამოიწვია სისხლიანი ხოცვა, რომელმაც არა მხოლოდ ყარაბაღი, არამედ ამიერკავკასიის სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა. კონფლიქტი მხოლოდ 1905 წლის რევოლუციის ჩახშობის შემდეგ დამშვიდდა, მაგრამ სიმშვიდე ხანმოკლე იყო.


ესენი ერთად ვერ "მოძოვენ"


რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, საზღვრისპირა ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს დამოუკიდებლობის გამოცხადება, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა. სადავო ტერიტორიებზე კონფლიქტი კიდევ ერთ სისხლიან ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა და დასრულდა აზერბაიჯანის გამარჯვებით, რომელმაც გამოიყენა არსებული კოზირი - ოსმალეთის იმპერიის მხარდაჭერა. მან ჩამოაყალიბა აზერბაიჯანულ-თურქული ისლამური არმია და შეიჭრა კავკასიაში, სადავო ტერიტორიები იძულებით დაიპყრო.


მთიან ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა დანარჩენ სომხეთთან შეერთების იმედით, მაგრამ მალე ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ისლამურმა არმიამ დაიკავა, თუმცა რეგიონში ძლიერი აჯანყებები გრძელდებოდა.


რამდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი მთლიანად შეიცვალა. პირველ მსოფლიო ომში კაპიტულაცია გამოაცხადა გერმანიამ და ოსმალეთის იმპერიამ, თურქებმა დატოვეს კავკასია და საპასუხოდ ჩამოვიდნენ ინგლისელები.


მათ გააცნობიერეს თავიანთი პოზიციური სისუსტე და არ ისურვეს ადგილობრივი ისტორიის რთულ ჭრილში ჩასწვდომა, ინგლისელებმა გადაწყვიტეს ყველაფერი დაეტოვებინათ როგორც იყო და ტერიტორიული დელიმიტაციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტილება პარიზის სამშვიდობო კონფერენციას მიანდეს, რა დროსაც ყარაბაღი დე იურე დარჩა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში.


ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია სადავო რეგიონში მორიგი სისხლისმღვრელი დაპირისპირება. ანტანტის წევრების მიერ განხორციელებული სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობამ შედეგი არ მოიტანა.


რთული მოლაპარაკებები


1920 წლისთვის ბოლშევიკებმა საბოლოოდ გაუმკლავდნენ თავიანთ შიდა მოწინააღმდეგეებს და ყურადღება მიაქციეს განაპირა მხარეებს. ადგილობრივი კომუნისტების უშუალო მონაწილეობით, სომხეთიც და აზერბაიჯანიც გასაბჭოებულ იქნა. ახლა ბოლშევიკებს უნდა გადაეწყვიტათ რეგიონში ტერიტორიული დავების მოგვარების ურთულესი საკითხი.


როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ლიდერებმა მოსკოვის დახმარებით დაუყოვნებლივ სცადეს მათ სასარგებლოდ საკითხის მოგვარება . ორივე მხარეთ წერილებით "დაბომბა" ცენტრალური კომიტეტი სადავო ტერიტორიების მათთვის გადაცემის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ემუქრებოდნენ, რომ რესპუბლიკების მოსახლეობა უარს ღალატად აღიქვამდა და ახალი მთავრობას ზურგს შეაქცევდა.


ყველაზე გაცხოველებული დავა სამი რეგიონის გარშემო დაიწყო: ყარაბაღი, ზანგეზური და ნახჭევანი. სამივეს სხვადასხვა პროპორციით სომხეთ-აზერბაიჯანის შერეული მოსახლეობა ჰყავდა. რევოლუციამდე ნახჭევანის მაზრა ერევნის გუბერნიის ნაწილი იყო, სადაც უმეტესობა სომეხი ცხოვრობდა. თუმცა მთლიანად ამ მაზრაში ორჯერ მეტი აზერბაიჯანელი იყო. რევოლუციამდე ზანგზურის მაზრაში სომეხთა და აზერბაიჯანელთა რიცხვი დაახლოებით თანაბარი იყო. რაც შეეხება ყარაბაღს : ძირითადად აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ დაბლობზე, ხოლო მთიანი ნაწილი თითქმის მთლიანად სომხებით იყო დასახლებული.


სადავო საკითხების გადასაჭრელად შეიქმნა ცენტრალური კომიტეტის სპეციალური კავკასიური ბიურო, რომელსაც სათავეში ედგნენ ორჯონიკიძე და კიროვი. კავკასიის ბიურომ შესტვაზა კომპრომისული ვარიანტი: ნახჭევანი მიდის სომხეთში, ხოლო ზანგეზური და ყარაბაღი - აზერბაიჯანში. ამის შემდეგ დავაში ახალი მხარე ჩაერია.


თურქეთის ლიდერმა მუსტაფა ქემალმა ლენინი მიიწვია მეგობრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. ლენინმა ეს გამოიყენა დიპლომატიური ბლოკადის გარღვევის შანსად და ნებაყოფლობით დათანხმდა არც თუ ხელსაყრელ შეთანხმებას. მისი პირობების თანახმად, ყოფილი რუსული ტერიტორიების ნაწილი გადაეცა თურქეთს, გარდა ამისა, ნახჭევანი შეუერთდა აზერბაიჯანს, როგორც ავტონომია. სანაცვლოდ, თურქებმა მწვანე შუქი მისცეს საბჭოთა აზერბაიჯანის არსებობას.


თურქეთის ჩარევის შემდეგ, ნახჭევანთან საკითხი მოგვარდა, ყარაბაღი კი მთავარ დაბრკოლებად გადაიქცა.


კავკასიის ბიუროს რვა წევრიდან სამი ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს მის სომხეთისთვის გადაცემას, სამი კი- აზერბაიჯანისთის. ყველაფერი დამოკიდებული იყო უშუალოდ ლიდერების პოზიციაზე - ორჯონიკიძეზე და კიროვზე, რომლებიც ყოყმანობდნენ ამ საკითხზე.


საბოლოო გადაწყვეტილება


1921 წლის 4 ივლისს შედგა კავკასიის ბიუროს შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა ყარაბაღის საკითხის საბოლოო გადაწყვეტას. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უმრავლესობამ მისი სომხეთისთის გადაცემა გადაწყვიტა, ბიუროს ორივე ხელმძღვანელმა-ორჯონიკიძემ და კიროვმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, აზერბაიჯანის ხელმძღვანელმა ნარიმანოვმა დაჟინებით მოითხოვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ცენტრალურ კომიტეტში.


კენჭისყრის შემდეგ, ორჯონიკიძემ და კიროვმა კონსულტაციები გამართეს სტალინთან, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობდა ეროვნულ პოლიტიკას. არ არის ცნობილი კონკრეტულად რა საუბარი გაიმართა და ან რა არგუმენტები მოჰყავდათ (ალბათ ეს იყო თურქეთთან დაკავშირებული რამდენიმე სტრატეგიული მოსაზრება), სტალინის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელებმა მოულოდნელად გადაიფიქრეს და მეორე დღეს გამართულ ახალი კენჭისყრაზე, მათ გადაწყვიტეს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანისთვის გადაცათ, რეგიონის მთიან ნაწილში სომხეთის ავტონომიის შექმნის პირობით. რაც შეეხება მესამე სადავო რეგიონს, ზანგეზურს-იგი სომხეთს გადაეცა დარჩენილი სადავო ტერიტორიების დაკარგვის კომპენსაციის სანაცვლოდ.


მყიფე "მშვიდობა"


ბოლშევიკების გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის თითქოს კომპრომისად იქნა მიღებული, ფაქტობრივად მხოლოდ ახალი კონფლიქტების პროლოგი გახდა. აზერბაიჯანელ კომუნისტებს სურდათ ყარაბაღი, მაგრამ სომხების გარეშე და მით უმეტეს, კომპრომისად დაწესებული ავტონომიის გარეშე.


სომხებს არ მოსწონდათ ეთნიკურად ერთგვაროვანი რეგიონის სხვა რესპუბლიკაში გადატანის გადაწყვეტილება.


ტერიტორიული დელიმიტაციის შემდეგ მყიფე მშვიდობა დამყარდა, უფრო ცივი ომის მსგავსი. რამდენიმე წელიწადში ერთხელ სომხეთის სსრ ხელმძღვანელობა ცდილობდა მოსკოვის მეშვეობით ლობირება გაეწია ყარაბაღის ავტონომიის გადაცემის შესახებ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მათ თითქმის ეს მოახერხეს. პოლიტბიურომ მალენკოვს დაავალა ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სსრ ხელმძღვანელ ბაგიროვთან კონსულტაციები. ბაგიროვმა უპასუხა, რომ იგი მთიან ყარაბაღს დაუთმობდა, თუ სანაცვლოდ აზერბაიჯანს გადაეცემოდა დაღესტნისა და საქართველოს ტერიტორიები, სადაც აზერბაიჯანული უმცირესობა კომპაქტურად ცხოვრობდა. თუმცა ამის შემდეგ ამ საკითხის განხილვა აღარ მოხდა.



საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, ანუ სომხეთ-აზებაიჯანის მორიგი ომის დაწყების წინ მთიან ყარაბაღში 76% სომეხი ცხოვრობდა.(1923 წლისთვის 94%-ს შეადგენდა)






2
1055
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1055
  
30 სექტემბერი, 16:42
სასაცილოა,როცა რუსეთი თავისივე შექმნილ კომფლიქტში მომლაპარაკებელია და აგვარებს იმას,რისი მოგვარებაც არ აწყობს. დსთ დავტოვეთ ჩვენ და აზერბაიჯანმა,მაგრამ სომხები ყველაფერს აფუჭებენ ტრადიციულად.კარგი მოქმედება იყო,როცა ცა ჩავუკეტეთ რუსებს,რაც მნიშვნელოვანი იქნება აზერებთან ურთიერთობისათვის. სომხებთან კი გამართლება გვექნება მოლაპარაკების მაგიდათან,რადგან რუსეთს არაფერი ესაქმება კავკასიაში და ამიტომაც იყო თანმიმდევრული ნაბიჯი გახარიას შეთავაზება. ამიტომაც არ გაუხსნა ცა რუსეთს,ხოლო აზერბაიჯანზე ნათელია.რეგიონში ისედაც კრიზისულ სიტუაციას უფრო გაამძაფრებს და საქართველოს ინტერესიც არის ამ კომფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.
30 სექტემბერი, 16:36
სტალინი რისი სტალინი იყო რო არ მოეწყო ე.წ. დაყავი და იბატონეს წესი. ყველაზე რთული რეგიონი იყო სსრკში კავკასია და შექმნა ტერიტორიული დავები,რაც საშუალებას აძლევდა კრემლს ემართა სამივე სახელმწიფოს განწყობები. ეს დღემდე გრძლედება. მეზობელს მეზობლის იმედი აღარ აქვს და ვერ ხერხდება გაერთიანება. არადა,კავკასიის გაერთიანებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელი აქვს ამას. სწორედ,რომ ეს სურდა გამსახურდიას და ქონდა მცდელობები კავკასიური სახელმწიფოს შექმნია და როგორც ცნობილია,ქონდა მოლაპარაკებები. იმ ვიღაცას საქართველოს ან რომელიმე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა კი არ ადარდებდათ,არამედ ეს გეგმა არ განხორციელებულიყო. ზვიადის მკვლელმა ეს იდეა შემოდო თაროზე. 30 წელია,დამოუკიდებლები ვართ სამივე სახელმწიფო,მაგრამ რეალურ დამოუკიდებლობამდე ბევრი გვიკლია. ცალცალკე რუსეთს არ ეშინია ჩვენი,მაგრამ აი,გაერთიანებაზე კი მაგრა ასველებდა თავის დროზე.სამხერთ კავკასიას,დუდაევის ჩეჩნეთი ემატებოდა და ინგუშები ჩვენს მხარეს დადგებოდნენ. ეს დიდი ძალა იქნებოდა გადარჩენისათვის ბრძოლაში,დიდი გარღვევა. საჭირო და დროული იყო გახარიას განცხადება,რაც მხარეების თბილისში მოწვევას ნიშნავს და საქართველო უნდა ჩაერთო ამ მოლაპარეკებებში. ეს არის კავკასია და ჩვენი საქმეა რას მოვილაპარაკებთ.
0 1 2