x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა - მანიკურის ტენდენციები
მალე აცივდება, ხელთათმანების სეზონი მოდის, თუმცა ეს ფრჩხილების მოვლის შეწყვეტას უკვე აღარ ნიშნავს. თანამედროვე მოდაში ფრჩხილების სილამაზეს სეზონი არ აქვს.

წარმოგიდგენთ სპეციალისტების მოსაზრებების მიხედვით შედგენილ სიას. რომელი მანიკური გადავიდა მოდიდან და როგორია ტენდენციები.


მოცულობითი გაფორმება


image


ბევრ სალონში ახლაც მოთხოვნადია მოცულობითი ლაქი, ასე ვთქვათ ქანდაკიდებური გაფორმებებით. თუმცა ეს მოდაში აღარაა.


სხვადასხვა ფერის ფრჩხილები


image

ცისარტყელა ფრჩხილები მოდაში დაახლოებით ათი წლის წინ იყო. ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ახლა ერთ მკვეთრ ფერს გირჩევთ. მაგალითან ნარინჯისფერი ახლა შემოდის მოდაში.


მსხვილი ბრჭყვიალები

image

თუ ადრე ისმევდით მსხვილ. დიდ ბრჭყვიალებს, ახლა უპოირატესობა მიანიჭეთ უფრო წვრილს და ნაზს, თან ერთ ფრჩხილზე.


თვლები

image

მდიდრულად გამოიყურება, თუმცა მოდაში აღარ არის, თან ხშირად რარაცას გამოედება და ცვივა ხოლმე. თუ თვლები მოგწონთ, აირჩიეთ მინიმალისტური სტილი.


სტიკერები

image

ახლა მოდაში მინიმალიზმი და ინდივიდუალიზმია. უარი თქვით სტიკერებზე და აირჩიეთ სადა, ხელით მოხატული ლაქი.


გარდამავალი ლაქი

image

ამ სტილს უკვე ძველმოდური შეიძლება ვუწოდოთ. როგორც ცისარტყელის შემთხვევაში, აქაც ერთ, ეფექტურ ფერს გირჩევთ.


მთვარისებური

image

2000-იანების შემდეგ საკმაოდ მოძველდა. მის შემცვლელად შეგიძლიათ აირჩიოთ წერტილები ფრჩხილის ძირებში, ან პატარა გეომეტრიული ფიგურები.


შავი ფრანგული ლაქი


image

სილამაზის სალობენში ახლაც ხშირად შემოგთავაზებენ ამ სტილს, თუმცა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ფრჩხილები ლაქის მიღმა გასაწმენდია. აი, სტანდარტული ფრანგული ლაქი კი მოდიდან არასდროს გადავა.


მუქი მატოვი

image

ადვილად ლაქავდება და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. თუმცა არ არის აუცილებელი მუქი ლაქი დათმოთ. შემცვლელად პრიალა შავ ფრჩხილის ლაქს გირჩევთ.


წვეტიანი ფრჩხილები

image

ერთ დროს ნამდვილად მოთხოვნადი იყო, თუმცა ახლა ჯობია ოდნავ დაიმოკლოთ და სხვა ფორმა მისცეთ. ასე თქვენი ფრჩხილები მტაცებლის თათს აღარ ემსგავსება.


დიზაინი ასოებით

image

ესეც ნამდვილად ძალიან მოძველდა. აქაც სადა, გეომეტრიულ ფიგურებს გირჩევთ.


დაგრძელებული ფრჩხილები

image

როგორც გითხარით მოდაში მინიმალიზმია, სისადავე. დროა შეიმოკლოთ დაგრძელება და უპირატესობა მიანიჭოთ მოკლე ფრჩხილებს.

0
142
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0