x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
ზოოპარკში 5 თუთიყუში გუნდურად აგინებდა მნახველებს, ამის გამო ადმინისტრაცია იძულებული გახდა განეცალკევებინა ისინი
image

აღმოსავლეთ ინგლისში, ლინკოლნშირის ზოოპარკის ადმინისტრაცია იძულებული გახდა დროებით დაეშორებინა ხუთი ნაცრისფერი თუთიყუში, რომლებმაც უხამსი გინება ისწავლეს და გუნდურად შეურაცხყოფდნენ მნახველებს.



ნაცრისფერი ჟაკოს სახეობის თუთიყუშები, სახელად ბილი, ერიკი, ტაისონი, ჯეიდი და ელსი, 200 თუთიყუშის კოლონიაში აგვისტოს თვეში მოხვდნენ, მაგრამ მალევე აითვისეს უხამსი ლექსიკა (დიახ, "კოლონიაში" აბა სხვას რას ისწავლიდნენ). უფრო მეტიც, მათ ისწავლეს ერთმანეთის წაქეზება და აყოლიება.



"ბილწსიტყვაობა თუთიყუშებისგან ჩენთვის უცხო არ არის, მაგრამ ერთბაშად ხუთი ასეთი გვყავდეს, ასეთი რამ პირველად ხდება, ” - განაცხადა სტივ ნიკოლსმა, ზოოპარკის აღმასრულებელმა დირექტორმა.





ნიკოლის თქმით, თუთიყუშებმა უხამსი ფრაზები კარანტინში ყოფნის დროს იწავლეს, სადაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.


"თავდაპირველად, მათმა გინებამ გაგვამხიარულა, მაგრამ შემდეგ თვითონ დაიწყეს სიცილი და წავიდა: ერთი იწყებს გინებას, სხვები ხითხითებენ, შემდეგ მეორე გამოენთება, აიღებს ესტაფეტას და გინება-სიცილის ნაკადი ისე მიედინება, როგორც ზოგიერთ მუშათა კლუბში ", - ციტირებს ნიკოლსის სიტყვებს ადგილობრივი გამოცემა Lincolnshire Live.



image


რა თქმა უნდა, ფრინველები საკარანტინო პერიოდის შემდეგაც არ გადაეჩვივნენ უხამს სიტყვებს და როდესაც ისინი ზოოპარკის ვოლიერებში გადაიყვანეს და საზოგადოებას წარუდგინეს, უკვე 20 წუთის შემდეგ მომვლელებმა ნიკოლს აცნობეს, რომ თუთიყუშებმა ერთ-ერთი მნახველი ბინძური სიტყვებით გალანძღეს. ამის შემდეგ მუდამ ასე გრძელდებოდა. უფრო მეტიც, შერჩევის უნარიც ჰქონდათ და ყველაზე მეტჯერ ახალგაზრდა გოგონებს "ხვდებოდათ".



"ეს ყველაფერი მნახველებს ძალიან ამხიარულებდა და არცერთი საჩივარიც კი არ გვქონია. როდესაც თუთიყუში "ერთ ადგილზე" გაგზავნის, მართლაც ძალიან სასაცილოდ ჟღერს, - აღიარებს დირექტორი, - მაგრამ შაბათ-კვირას ბავშვთა ექსკურსიები გვაქვს და ამიტომ რაღაც უნდა გვეღონა"



ამის შემდეგ, თუთიყუშები ზოოპარკის სხვადასხვა ნაწილში გადაიყვანეს, რომ მათ ერთმანეთი არ გამოეწვიათ. ჯერჯერობით ბილწსიტყვაობა არ ისმის, თუმცა ზოოპარკის ადმინისტრაცია მაინც ელის მათგან ახალ გამოხტომებს.



ცოტა ხნის წინ, ზოოპარკის თუთიყუშმა, სახელად ჩიკომ, ისწავლა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის ბიონსეს ჰიტი "If I Were A Boy"

0
326
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0