x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
დედოფალ ნეფერტიტის იდუმალი ბედი: ნაადრევი ქორწინება, ჭირი, ინტრიგები და გაუჩინარება
image

დედოფალი ნეფერტიტი, ფარაონ ამენჰოტეპ IV- ის მეუღლე, შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურად ეგვიპტის ისტორიაში. ქურუმი, ფარაონის ცოლი და შესაძლოა თავად ფარაონიც - ეს ქალი 14 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის მმართველობაში, შემდეგ კი უკვალოდ გაქრა.


ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ნეფერტიტი ქმრის გარდაცვალების შემდეგ გახდა ფარაონი და მართავდა სამეფოს მანამ, სანამ ძალაუფლება ტუტანხამონს არ გადაეცა. ამ ქალის გარეგნობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მოქანდაკე თუტმოს-უმცროსის ბიუსტის მიხედვიტ, რომელიც დედოფალს მაღალი თავსაბურავით გამოსახავს.

image


ბიუსტი აღმოაჩინეს გერმანელმა არქეოლოგებმა ლუდვიგ ბორხარდტმა და ჰერმან რანკემ, მე -XX საუკუნის დასაწყისში. არტეფაქტმა იმდენად გააკვირვა მეცნიერები, რომ სამუშაო ჩანაწერში მისი ესკიზის წინ ბორხარდტმა აღწერის ნაცვლად ჩანაწერი გააკეთა: «აღწერას აზრი არააქვს - უნდა უყურო».


სწორედ ეს ბიუსტი გამოსახავს ნეფერტიტის თავის ცნობილ თავსაბურავში, რომელიც ხეპრეშს, (Khepresh) სამეფო ტიარას მოგვაგონებს, რამაც ბევრ ისტორიკოსს მისცა საბაბი ეფიქრებინა, რომ ამ ქალმა ამენჰოტეპ IV- ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა ქვეყნის უმაღლესი პოსტი. დედოფლის სკულპტურული გამოსახულების ერთ-ერთი საიდუმლო მისი ცარიელი თვალის ბუდე გახდა.

image

ბიუსტის შემოწმების შემდეგ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თვალი განზრახ ამოიღეს, ის შემთხვებით არ ამოვარდნილა. ამის შესახებ რამდენიმე განსხვავებული თეორია არსებობს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოა ორი, რომელთაგან ერთი გულისხმობს დედოფლის გამოსახულების განზრახ შეურაცხყოფას ერთ-ერთი შთამომავლის მიერ, ხოლო მეორე - რომანტიკული.

არსებობს ვარაუდი, რომ მოქანდაკე თუტმოსი შეყვარებული იყო სამეფო პირზე და ეს მასთან აღიარა. უარის მიღების შემდეგ მამაკაცმა დააზიანა ბიუსტის ერთი თვალი, იმის საჩვენებლად, რომ ორიგინალი ბრმა იყო გულწრფელი გრძობების მიმართ.

image

ზუსტად არ არის ცნობილი, რა ასაკში გახდა ნეფერტიტი ფარაონის ცოლი, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს მოხდა ძალიან ადრე - 12-15 წლის ასაკში. უნდა ითქვას, რომ მისი ქმარი მასზე დიდად უფროსი არ იყო და ეგვიპტელებს შორის ასეთი ადრეული ქორწინება ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა.


ამენჰოტეპ მე- IV და მისი მეუღლე ისტორიაში რეფორმატორებად დარჩნენ, მათი მმართველობის ქვეშ სამეფო დამაბნეველი პოლითეიზმიდან გადავიდა ატონიზმზე, მზის ღმერთის ატონის თაყვანისცემაზე. ფარაონ ეიეს სამარხში, რომელიც მოგვიანებით განაგებდა ეგვიპტეს, დედოფლისადმი მიძღვნილი წარწერა აღმოაჩინეს. მის ტექსტში ნათქვამია: «იგი ტკბილი ხმითა და ლამაზი ხელებით სისტრებით მიაცილებს ატონს განსასველებლად, მისი ხმის გაგონებაზე ხარობენ» ეს ადასტურებს, რომ ნეფერტიტი იყო არა მხოლოდ მეფის ცოლი, არამედ ატონის უმაღლესი ქურუმიც.

image

ქორწინების წლების განმავლობაში ამენჰოტეპ IV- სა და ნეფერტიტს ექვსი ქალიშვილი ჰყავდათ, მეუღლეთა თანაცხოვრება, სავარაუდოდ, ბედნიერი იყო.მაგრამ შემდეგ დედოფალი მოულოდნელად ქრება ყველა დოკუმენტიდან, თითქოს ის არასდროს არსებობდა. 2012 წლამდე ითვლებოდა, რომ დედოფალი გარდაიცვალა სასახლის შეთქმულების შედეგად ან იმ დროს მძვინვარე ჭირის ეპიდემიის დროს


ასევე, გათხრების დროს აღმოჩნდა, რომ თებეს ზოგიერთ ბარელიეფზე ვიღაცამ წაშალა ქალთა სახელები. ივარაუდეს, რომ ეს იყო ნეფერტიტის სახელი, რომელსაც რატომღაც რისხვა დაატყდა თავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამენჰოტეპ IV- ის სხვა, მეორეხარისხოვანი მეუღლის - კიის სახელიც საშლილია.

image

2012 წელს ნაპოვნი იქნა ჩანაწერი რომელიც ამენჰოტეპ IV– ის მეფობის მე –15 წლით თარიღდება. წითელი ოხრით დაწერილ ტექსტში ნახსენებია გარკვეული მეფე ქალი: « დიდი სამეფო მეუღლე, მისი სიყვარული, ორი მიწის მფლობელი ნეფერნეფერუატენი». სავარაუდოდ ნეფერნეფერუატენი არის ნეფერტიტის ახალი სახელი, რომელიც მან მიიღო მას შემდეგ, რაც უბრალო მეუღლიდან ფარაონის თანამმართველი გახდა.

image

ნეფერტიტის სამარხი სავარაუდოდ, ჯერ არ არის აღმოჩენილი. ზოგიერთი არქეოლოგის ვარაუდით, დედოფალს ეკუთვნის 45 წლის ქალის მუმია, რომელიც ნაპოვნია ახალი სამეფოს მეფეთა ხეობაში. სიცოცხლის მანძილზე მას ხერხემლის და ფეხის წვერის სიმრუდე აწუხებდა, მაგრამ უტყუარი იმფორმაცია იმის შესაფებ, რომ ეს დედოფალი ნეფერტიტია არავის აქვს. მეცნიერებმა დაასკანირეს მუმიის თავის ქალა და შეასრულეს გარეგნობის რეკონსტრუქცია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალი ბიუსტისგან სრულიად განსხვავდება.


გათხრების დროს ერთ-ერთ სკულპტურულ სახელოსნოში იპოვეს ნიღაბი, რომელიც ნეფერტიტის ეკუთვოდა. მაგრამ ნიღაბი არაერთხელ შეიცვალა, ამიტომ ძნელად არის შესაძლებელი მისგან დედოფლის გარეგნობის სიზუსტის დადგენა






0
262
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0