x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
მსოფლიოს ყველაზე საშიში ეკლესია
image

საშინელი შიშისა და დაუცველობის გრჩნობა. ბნელი შენობა, რომელიც გარშემორტყმულია სასაფლაოთი, ჭრიალა იატაკი და სიცივე. შიგნით შედიხართ და ხედავთ მოჩვენებებს - ნახევრად ბნელი ეკლესია სავსეა თეთრი ფიგურებით, რომელთაც დაკავებული აქვთ მთელი სივრცე, შესასვლელიდან საკურთხევლამდე. ისინი სხედან სკამებზე, დგებიან დერეფანში და კედლებთან, დგანან ამბიონის მახლობლად და სახეების ნაცვლად შავი უძირო ხვრელები გიყურებთ, ეკლესიაში დგას ყრუ სიჩუმე, მაგრამ ამ "სიჩუმის ხმა" ყველაზე დიდ აფეთხებაზე უფრო ძლიერია.


1352 წელს აშენებულმა ჩეხეთის სოფელ ლუკოვას წმინდა გიორგის ეკლესიამ თანდათან დაიწყო ნგრევა XX საუკუნის 60-იან წლებში.


image


ნგრევის მიზეზი სახურავის ჩამონგრევა გახდა, რაც ერთ – ერთი სამგლოვიარო ცერემონიის დროს მოხდა. სარემონტო თანხა ვერ მოიძებნა, ადგილობრივებს კი გულწრფელად სჯეროდათ, რომ წმინდა ადგილი დაწყევლილი იყო. მას შემდეგ ცოტა ვინმე თუ იხედებოდა შენობაში.

image

ადგილობრივმა მხატვარმა იაკუბ ხადრავამ ძველ ისტორიულ ნაგებობაზე ყურადღების მიქცევის მიზნით ნანგრევები ხელოვნების ობიექტად აქცია. მდუმარე, უმოძრაო თეთრი სილუეტები ახლა მრევლის სკამებზე სხედან.

image

ფიგურები გამოსახავენ სუდეტის გერმანელების მოჩვენებებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელში ცხოვრობდნენ და ამ ეკლესიაში ყოველ კვირას მოდიოდნენ. ამ ნამუშევრით ხადრავას სურს მსოფლიოს აჩვენოს, რომ ამ ადგილს აქვს ისტორია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ხალხზე.

imageimage

სულები ერთდროულად გაშინებთ და გხიბლავთ.


imageimageimageimage

თეთრი მოჩვენებების წყალობით, ეკლესია პოპულარული გახდა არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ ტურისტებშიც. ექსკურსიებიდან შეგროვებული თანხით ეკლესია შეკეთდება. ჯერჯერობით არავინ იცის, დარჩებიან სულები ეკლესიაში მისი აღდგენის შემდეგ, თუ სამუდამოდ გაქრებიან.

0
345
10-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0