x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
საქართველოს მოვუწოდებ დაუახლოვდეს ნატოს და მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის-ნატოს გენერალური მდივანი
image

ნატო მოუწოდებს რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ბათილად სცნოს, ამის შესახებ განცხადება ალიანსის გენერაკურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.


-მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ყველა საშუალება გამოიყენოს ნატოსთან დასაახლოებლად და მოემზადის ალიანსის წევრობისთვის, მან დასძინა, რომ საქართველომ უკანასკნელ წლებში წარმატებით განახორციელა ჯარის რეფორმები და დემოკრატიული რეფორმები, ამასთანავე მოუწოდა რუსეთს "შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს იქიდან ჯარები".


ნატოს ოფიციალური დებულების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნაწილია, ამიტომ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც ავტომატურად მისი ნაწილი ხდება.


ნატოს მე-5 სტატიის თანახმად, ბლოკის რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, განიხილება როგორც მთლიანად ალიანზე თავდასხმად.

1
186
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
186
  
1 ოქტომბერი, 21:47
გამორიცხულია,რომ ეგეთი ფორმულირებით მიგვიღონ ნატოში. ზოგიერთ სახელმწიფოს(აშშ,ბრიტანეთს) სურს ასე გაკეთდეს ყველაფერი,მაგრამ მათ გარდა კიდევ ბევრი სახელმწიფოა და ეგეთი ფორმულირება არ აწყობთ. თუ ჩვენი მიღება ახლო მომავალში მოხდება,მაშინ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არ გავრცელდება ნატოს მეხუთე წესი. სხვა შემთხვევაში,საომარი მოქმედებები გვექნება რუსეთთან. რუსეთი თავისი ნებით არ გავა ამ რეგიონიდან და ვერც ნატო მოსთხოვს ისეთი ტონით რო ეს გააკეთოს. მით უფრო,თუ ტრამპი დარჩა აშშ პრეზიდენტად. ჩვენს გამო ომს არავინ არ წამოიწყებს და ეს უნდა გვესმოდეს. იმედია,მალე მოაგვარებს აზერბაიჯანი სომხეთის პრობლემას და უფრო შემართებით გავაკეთებ ალტერნატიულ გაზის მიწოდებას ევროპაში. ანაკლიის პორტიც იმედია გაკეთდება და ამ შემთხვევაში კი მოსალოდნელია ჩვენს გამო გაისროლოს ნატომ. ომი არავის არ უნდა და საქართველომ უნდა დაანახოს საჭიროება,რაც ეს პროექტებია უპირველასად.
0 1 1