x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტელეგრამ არხის "Wargonzo"-ს ინფორმაციით თურქულმა სპეცსამსახურებმა აზერბაიჯანში სირიიდან 1500 დაქირავებული მებრძოლი შეიყვანა

image მოგეხსენებათ ამიერკავკასიაში არაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მწვავე ფაზაში შევიდა, აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს რამდენიმე მიმართულებით და საკმაოდ დიდი დანაკარგების მიუხედავად გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, გაანთავისუფლეს რამდენიმე სოფელი, აიღეს რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე.
სომხურ მხარესაც საკმაოდ დიდია ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები.
ბაქომ და ერევანმა მობილიზაციაც გამოაცხადეს, ბუნებრივია არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკას შეიარაღებით და ცოცხალი ძალით ოფიციალური ერევანი ეხმარება.
ბაქოს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა.
ერევანს ბუნებრივია მხარს დაუჭერს რუსეთი, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი. მოგეხსენებათ სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია, ისევე როგორც "ნატოს" წესდებაშია გაწერილი ასევე თანამეგობრობის ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წესდებაში წერია, რომ ერთერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც მთელ თანამეგობრობაზე თავდასხმა.
რუსეთს სომხეთში ჰყავს სამხედრო ბაზა გიუმრში, საიდანაც მარაგდებიან სომეხი სეპარატისტები და ასევე ოფიციალური ერევანიც.
გიუმრისკენ მიმავალი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები არ გაატარა აზერბაიჯანმა, რამდენიმე ინტერნეტ რესურსზეც გაჟღერდა, რომ საქართველომაც ჩაუკეტა ცა რუსეთის საფრენ აპარატებს.
ტელეგრამ არხის "Wargonzo"-ს ინფორმაციით თურქულმა სპეცსამსახურებმა აზერბაიჯანში გადაისროლა სირიიდან 1500 კაციანი, ბრძოლებში გამობრძმედილი პროთურქული "ბოევიკების" ჯგუფები "სულთან მურადის" დივიზიიდან.

0
548
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
548