x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348073
  • სურათი:468822
ბექა ნათელაშვილი ამომრჩეველმა შეხვედრიდან გააგდო - „მამაჩემის გამო მე ნუ მომთხოვთ რაღაცეებს“
image


„ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნათელაშვილი სოფელ საკრამულში მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ, რომ ამ სოფელში ნათელაშვილს წინა წლებში ყოველთვის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მას ეს სოფელი არ გახსენებია. ადგილობრივები ღიად ამბობდნენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას უჭერენ მხარს, რადგან გამგებელი რასაც დაპირდა, ადგილზე ყველა დაპირება შესრულდა, ამდენად ქართული ოცნების მადლიერები არიან.


მოსახლეობის კითხვაზე, რატომ უნდა მისცენ მას მანდატი, როცა მამას, შალვა ნათელაშვილს ორჯერ მისცეს შანსი და მანდატი დატოვა, ბექა ნათელაშვილი პასუხობს, რომ მას ნუ სთხოვენ პასუხს, მამამისის გამო პასუხს. ბექა ნათელაშვილმა ასევე თქვა, რომ შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებაში არ ყოფილა, ამიტომაც არ მიდიოდა ამ სოფელში და არ ასრულებდა მიცემულ დაპირებებს.


ლეიბორისტებმა მოსახლეობას დაპროგრამებული უწოდეს, რის გამოც ადგილობრივები გაღიზიანდნენ, მათი ეს რეპლიკა შეურაცხყოფად მიიღეს და კანდიდატს დაუპირისპირდნენ... მათთვის გაუგებარი იყო, რატომ მოვიდა ბექა ნათელაშვილი ამ სოფელში ახლა და რატომ არ მოდიოდა მანამდე, ან რატომ არ ინტერესდებოდა მათი პრობლემებით გასულ თვეებში. მითუმეტეს რომ ბექა ნათელაშვილი ადგილობრივი საკრებულოს წევრია ლეიბორისტული პარტიიდან. საკრამულის მაცხოვრებლები ნათელაშვილს აგრესიულად შეხვდნენ.



ამ ინციდენტისა და დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება და ძალზე პოპულარულია.


.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, დუშეთში პარტიის მხარდამჭერებს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან, ბექა ნათელაშვილი წარუდგინა, რომელსაც ევროპული საქართველო მხარს უჭერს. მისი თქმით, რომ არ გაყოფილიყო ხმები და ამით ბიძინა ივანიშვილს არ ესარგებლა, ევროპულმა საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს დაუჭერს ბექა ნათელაშვილს.
.
ბაქრაძის განმარტებით, ყოველმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, ხოლო დღეს ქვეყნის მთავარი ინტერესი გარდამტეხი ცვლილებებია.
.
"ვფიქრობ, ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპული საქართველოსთვის მთავარი გახლავთ ამ არჩევნებში ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხება, რადგან ესაა გზა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები. ამ გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად ჩვენ ვთანამშრომლობთ ოპოზიციასთან და ამ ოლქში მხარს ვუჭერთ ბექა ნათელაშვილს და ვფიქრობ, რომ ეს არის მაგალითი, რომლითაც ჩვენც და სხვა პარტიებმაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ წინა პლანზე დავაყენოთ არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, რომ ოქტომბრის არჩევნები გახდეს ქვეყნის გადარჩენის და ცვლილებების მოტანის საშუალება". – ამბობს ბაქრაძე.
.
7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ლეიბორისტული პარტიიდან მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი.
.
ბექა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანია და ახალგაზრდა ლეიბორისტული ფრთის ლიდერი.
2
1367
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
1367
  
30 სექტემბერი, 16:16
მონარქია აღსდგა? ლეიბორისტული(შრომის) პარტია გამოკვეთილად სოციალისტურია და გასაკვირია,მამას და შვილს ერთი იდეოლოგია აქვთ. ეს რამდენად არის შესაძლებელი არ ვიცი. შალვას სოციალისტობა გასაგებია,რადგან სსრკ გამოვლილი კაცია,მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი სოციალისტი ამ საუკუნეში დაუჯერებელია. მამავისივთ ფულის მოთქვლეფის მუღამი აქვს ალბათ.ჩერჩილმა თქვა,ახალგაზრდულ ასაკში ლიბერალი უნდა იყო და მერე კონსერვატორიო. ალბათ,სიბერეში სოციალისტი,რადგან პენსიაში ხარ და მეტი ბენეფიტი გინდა სახელმწიფოსგან. ეს ბიჭი პირიქით იწყებს და მეშინია,სიბერეში ლიბერალი არ გახდეს:)
29 სექტემბერი, 16:05
ერთი გამოშტერებული არ გვყოფნიდა?! ეხლა კიდე ეგი
0 1 2