x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104248
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
"ლიბერთინსი" ტრადიციული აქციით ბრუნდება - დიდი ფასდაკლება სერიის ახალ გამოცემაზე
image


"ლიბერთინსი" თინეიჯერი მკითხველისათვის ტრადიციულ აქციას იწყებს.


მხოლოდ 29 და 30 სექტემბერს სერიის ახალი გამოცემა ჯენი ჰანის "ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია" "ბიბლუსის" ყველა მაღაზიაში 60%-იანი ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.


აქციის დღეებში, წიგნის შეძენას დაინტერესებული მკითხველი 14.95 ლარის ნაცვლად, 6 ლარად შეძლებს.



"ბესტსელერი, რომელმაც მსოფლიო თინეიჯერების გული უკვე დაიპყრო და სულ ახლახან ითარგმნა ქართულ ენაზე, წიგნის მაღაზიებში გუშინ გამოჩნდა", - გიორგი კიკაბიძე, პროექტის მენეჯერი.


წიგ­ნის მი­ხედ­ვით NETFLIX-მა 2018 წელს ფილ­მიც გა­და­ი­ღო.


წიგნის აღწერა:


წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი 16 წლის ლარა-ჯინი გუ­ლის­ნა­დებს მხო­ლოდ წე­რი­ლებს ან­დობს და მათ სა­ქუ­დე კო­ლოფ­ში ინა­ხავს _ წე­რი­ლი სულ ხუთი ცა­ლია, იმ ბი­ჭე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე ჰყვა­რე­ბია. ერთხე­ლაც, ხუ­თი­ვე წე­რი­ლი ად­რე­სა­ტებ­თან მოხ­ვდე­ბა და გო­გო­ნა სიც­რუ­ის კო­რი­ან­ტელ­ში გა­ეხ­ვე­ვა. სა­ნამ ლარა-ჯინი გა­ერ­კვე­ვა, ეს რო­გორ მოხ­და, იმა­შიც დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა ტკბილ-მწა­რე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე:


სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, იქ ვე­რა­გო­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი; შე­იძ­ლე­ბა გგო­ნია, აი, სწო­რედ ეს ბიჭი მიყ­ვარ­სო, მაგ­რამ თურ­მე ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შენ ახ­ლოს, გვერ­დით ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, და­ნახ­ვა გჭირ­დე­ბო­და, რომ ამ­ქვეყ­ნად ოჯა­ხი ყვე­ლა­ფერ­ზე მთა­ვა­რია.


"ლიბერთინსი" სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი სერიაა, რომლის ფარგლებშიც, თინეიჯერები ერთმანეთს საკითხავ ლიტერატურას ურჩევენ. ამ პროექტმა დაამკვიდრა მოზარდებში წიგნის კითხვის კულტურა, ვინაიდან წლების წინ არ არსებობდა თინეიჯერებისთვის საკითხავი ლიტერატურა და გამომცემლობა "პალიტრა L" ამ მიმართულებით პირველი იყო.



0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0