x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104398
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
შეცდომები, რომლებსაც მშობლები ხშირად უშვებენ
ჩვენ ვსწავლობთ სკოლაში, უმაღლესში, ვიწყებთ სერიოზულ სამსახურს, მაგრამ არავინ გვასწავლის როგორ უნდა ვიყოთ მშობლები. ადამიანები, რომლებიც რჩევებს გვაძლევენ ბავშვთან მიმართებაში სულაც არ გვაწვდიან სწორ ინფორმაციას.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე შეცდომას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ.


ბავშვის აყვანა ხელებით ან მკლავების ქვეშ და მისი ტრიალი


image


დაუშვებელია ბავშვის აწევა ხელების, წინამხრების ან იღლების ქვემოდან დაჭერით. ამან შეიძლება თავი დააზიანოს, ხელი შეუშალოს სახსრების მობილობას და მომავალში მხრების დეფექტი გამოიწვიოს.


ბავშვის მუდმივად დაცვა გაციებისგან

ექიმები ამბობენ, რომ უბრალო გაციება ბავშვისთვის აუცილებელიც კი არის. ამ დროს იმუნიტეტს გამოიმუშავებს. მაშინაც კი, თუ ბავშვი თვეში ერთხელ ავად არის ეს ნორმალურია. მთავარია ყურადღება მიაქციოთ რომ მალე გამოჯანმრთელდეს.


ღვედის ზუსტად ისე დამაგრება როგორც ავტომობილშია მიბმული


image

მშობლები შეიძლება დაჯარიმდნენ თუ ავტომობილში სავარძელი არ არის. სამწუხაროდ არავინ აქცევს ყურადღებას ღვედის სწორად შეკვრას.

თუ ბავშვი ხუთპუნქტიანი სარტყლით არის დამაგრებული, მაშინ ღვედების დამაკავშირებელი კლიპი უნდა განთავსდეს მკერდის შუა ნაწილში და არა მუცელზე.

თუ ბავშვი გაიზარდა და უკვე იყენებს რეგულარულ ქამარს, მაშინ სამაჯური უნდა გადავიდეს მხარზე და არა კისრიდან.


ფრჩხილების ისე დაჭრა როგორც მოგიხერხდებათ

imageჩაზრდილი ფეხის ფრჩხილი ის პრობლემაა, რომელსაც ბავშვები ხშირად განიცდიან. არ უნდა მოვაჭრათ ფრჩხილები ისე როგორც მოგვიხერხდება, არამედ მხოლოდ სწორად, არავითარ შემთხვევაში გვერდებში არ უნდა ამოვჭრათ.


"სლინგში" ბავშვის არასწორად ჩასმა

image

მსგავსი ნივთები ძალიან მოსახერხებელია მშობლებისთვის, თუმცა ყურადრება უნდა გავამახვილოთ როგორ გამოვიყენებთ. დატვირთვა თანაბრად უნდა განაწილდეს ხერხემლის ყველა ნაწილზე, ხოლო კისერი ფიქსირებული უნდა იყოს. არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მენჯის პრობლემები და ბავშვის სხვა სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს.


ბავშვის დიდხანს დატოვება მანქანის სპეციალურ სავარძელში

image

პედიატრების თქმით, ჩვილებს ჯერ არ აქვთ ძლიერი კისრის კუნთები. ამიტომ, თავის გადამეტებულმა დახრილობამ შეიძლება დახრჩობაც კი გამოიწვიოს. ავტომობილის სავარძლები უნდა გამოიყენოთ, მაგრამ მგზავრობის შემდეგ 2 საათზე მეტხანს არ უნდა დატოვოთ.


საწოვარა საზიანოა

image

არასწორია დამოკიდებულება რომ საწოვარა საზიანოა. მისი გამოყენების შეზღუდვა სწორი არ არის, რადგან იცავს ბავშვს სხვა მავნე ნივთების პირში ჩადებისგან. ბავშვს შეუძლია საწოვარა ჰქონდეს იმდენი ხანი, რამდენიც უნდა. პედიატრები ხუმრობენ, რომ ჯერაც არ უნახავთ რომელიმე ბავშვი საწოვარით წასულიყო სკოლაში. როცა აღარ დასჭირდება თავად იტყვის უარს.


ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვა ბაქტერიების გამო

image

ყველაზე კარგი ვარიანტია ძაღლის შეძენა. ის ბაქტერიებიც კი, რომელიც ძაღლს გარედან შემოაქვს, ბავშვს ეხმარება იმუნიტეტის გამომუშავებაში.


ყველა ჭრილობაზე იოდის წასმა

ყოფილა შემთხვევები ბავშვები იოდისგან დამწვრობით საავადმყოფოში მოხვედრილან. იოდის გამოყენების შემდეგ რბილი ქსოვილით შეხვევა აუცილებელია. თუმცა უმჯობესია იოდის შემცველი ხსნარების გამოყენება, რომელიც დამწვრობას გამორიცხავს.


0
308
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0