x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
ბიჭი 17 წელი ეძებდა მამის მკვლელს და მიაღწია იმას,რომ სამართლიანობას ეზეიმა
image
ტრაგიკული და ამავე დროს საოცარი ამბავი მოხდა ჩინეთის პროვინციაში იუნანში. ყველაფერი 2000 წელს დაიწყო, როდესაც ცხრა წლის სიანგ მინ
ცზიანი მეგობართან ერთად ეზოში თამაშობდა. ისინი ქვებს აგდებდნენ გუბეში, მაგრამ ერთ-ერთი წარუმატებელი სროლის შემდეგ, ბინძური წყალი მოხვდა ერთ ბიჭს და მოხდა ჩხუბი. ბავშვების ჩხუბი გაიგონეს ნათესავებმა, რომლებიც დასახმარებლად გამოვიდნენ და თავად ჩხუბში ჩაერთნენ. ასე დაიწყო მეზობლებს შორის კონფლიქტი, რომელიც იმავე ღამეს ტრაგიკულად დასრულდა.



საღამოს დაბრუნებულმა ბიჭის მშობლებმა, შეიტყვეს რაც მოხდა და ოჯახის უფროსი მეზობელთან მომხდარის გასარკვევად გადავიდა. მაგრამ მეზობელმა, ჩჟან მუკმა მამამისს დანით შეუტია და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

image

დილით პოლიციამ მიაკითხა ეჭვმიტანილს, მაგრამ მამაკაცმა უკვე მოასწრო სახლიდან გაქცევა წერს გამოცემა Oddity Central.




მას შემდეგ, სიანგის ოჯახის ცხოვრების ბედი უკუღმა დატრიალდა, რადგან ოჯახის მთავარი მარჩენალი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი წარჩინებული მოსწავლე იყო, მას მოუწია სკოლის დატოვება, რომ ემუშავა და მამამისის მკვლელი მოეძებნდა.


მას ყოველთვის თვალწინ ედგა თავდასხმის მომენტი, ყვირილი და ყურებში ედგა მამამისის ბოლო სიტყვები.


სიანგ მინცზიანმა 17 წელი დაუთმო გამოძიებას, მუდმივად ამოწმებდა ინფორმატორების სწორ თუ არაზუსტ ვერსიებს, საბოლოოდ გაუმართლა და 2017 წელს დაადგინა მამამისის მკვლელის ადგილსამყოფელი.



აღმოჩნდა, რომ ჟან მუკი სხვა პროვინციაში გადავიდა საცხოვრებლად, სახელი შეიცვალა და ოჯახი შექმნა. ბიჭს მასთან პირისპირ შეხვედრა არ უცდია. უფრო მეტი შეიტყო კრიმინალის ცხოვრების შესახებ და ამის შემდეგ პოლიციას შეატყობინა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2015 წელს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ მონაცემები წაშლილი იყო, იგი ითვლებოდა როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული. ახალგაზრდას მოუწია მტკიცებულებების ხელმეორედ შეგროვება (მამის ტანსაცმლის ჩათვლით, სადაც დანის მიყენებელი ნაკვალევი ჩანს) და პოლიციას აიძულა საქმის ხელახლა გახსნა.

image


შედეგად, სამართალმა იზეიმა, 2020 წლის 31 აგვისტოს ქალაქ ჩჟაოტუნგში(იუნანის პროვინცია) გაიმართა სასამართლოს საბოლოო სხდომა, სადაც მკვლელს მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

imageimage

1
279
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
279
  
29 სექტემბერი, 16:23
ბრავო
0 1 1