x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტაძარი, რომლის მონახულებაც საკმაოდ სარისკოა (ნაწილი მეორე)

image

(გაგრძელება). ნახეთ, თუ სად შეიძლება შეიტყუოს ადამიანი თავგადასავლების სურვილმა და განუმეორებელმა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ფოტოებმა, სახიფათი სიღრმეები, საშინელი ცხოველები, თავბრუდამხვევი ბილიკები და თვალწარმტაცი ხედები.

9. სიკვდილის გზა, ბოლივია. გაიყვანეს 1932 წელს. სახიფათო მოსახვევები, რთული რელიეფი (გზის ერთი მხრიდან მეწყერსაშიში გზა, მეორე მხრიდან ექვსი მეტრი სიღრმის ხრამი) და ცუდი ხარისხის გზის საფარი გახდა მიზეზი მრავალი წლის განმავლობაში უამრავი ავტოკატასტროფისა.

image

ამჟამად გაყვანილია მეორე, შემოვლითი გზა, ამიტომ ძველ გზაზე მხოლოდ ტურისტ-ექსტრემალებს შეხვდებით.

image

10. ჩერნობილი, უკრაინა. 1986 წელს მომხდარი საშინელი ტრაგედიის (ატომური ელექტროსადგურის ბლოკის ავარია და ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება) შედეგად ხალხმა მიატოვა საცხოვრებელი სახლები. ახლა ის მკვდარი ქალაქია.

image

11. კუნძული კომოდო, ინდონეზია. განთქმულია თავისი ბინადრებით–სამმეტრიანი ვარანებით. ისინი არა მარტო თხრიან ადგილობრივი სასაფლაოების სამარხებს, არამედ შეუძლიათ თავს დაესხან ადამიანსაც, თუ ის დაჭრილია (სისხლის სუნს ვარანი რამდენიმე კილომეტრზე გრძნობს).


image

ცხოველები სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა, ასე რომ ადამიანები იძულებული არიან შეეგუონ მათ.

12. მთა ხუაშანი, ჩინეთი. დაოსიზმის ხუთი წმინდა მთიდან ერთ-ერთია. მის წვერზე ტაძარია აგებული. ტაძრამდე მისასვლელი გზა აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე საშიშად, მიუხედავად ამისა ტურისტების ინტერესი სახიფათო ბილიკებისადმი მაინც დიდია.

image

მომლოცველები და ტურისტები მაინც ამ გზით, და არა ფუნიკულორით, ამჯობინებენ ტაძრამდე ასვლას.

13. ბერმუდის სამკუთხედი, ატლანტის ოკეანე. აქ უკვალოდ ქრება საზღვაო და საჰაერო ხომალდები, ნავიგაციის ხელსაწყოები კი მწყობრიდან გამოდის.

image

მიზეზი–უამრავი მეჩეჩებია, აგრეთვე ხშირი ციკლონები და შტორმები.

14. სიკვდილის ველი, კამჩატკა, რუსეთი. დიდი ხნის განმავლობაში აქ ყოფნა სასიკვდილოა, რადგან ძალიან მაღალია მომწამვლელი აირების კონცენტრაცია: ძირითადად გოგირდწყალბადის, ნახშიროჟანგის და სხვ.

image

15. კალიფორნიის სანაპირო, აშშ. თეთრი ზვიგენების საყვარელი ადგილი, მაგრამ ძალიან საშიში ადამიანებისთვის.

image

16. დიატლოვის უღელტეხილი, ურალის მთები. დღემდე არ არის გახსნილი 1959 წლის დიატლოვის ექსპედიციის ყველა წევრის დაღუპვის საიდუმლო.

image

17. გველების კუნძული, ბრაზილია. მსოფლიოში უდიდეს ბუნებრივ სერპენტარიუმად (გველების მოსაშენებელი ადგილი მათგან შხამის მისაღებად) ითვლება: 1 მეტრზე ექვსი გველი მოდის.

image

image

18. დარვაზა, თურქმენეთი. ცეცხლოვანი კრატერი 60 მეტრის დიამეტრით, მდებარეობს ყარაყორუმის უდაბნოში.

image

იგი წარმოიქმნა 1971 წელს, ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით წარუმატებელი გაბურღვის შედეგად. ხალხისთვის საფრთხე რომ არ შეექმნა, კრატერს ცეცხლი წაუკიდეს იმ იმედით, რომ რამდენიმე დღეში ჩაქრებოდა. მაგრამ იგი დღესაც იწვის, 46 წლის შემდეგ.

image

19. კუნძული გრუინარდი, შოტლანდია. მეორე მსოფლიო ომის დროს ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იქცა.

image

კუნძულზე შეიყვანეს ცხვრები და ჩამოაგდეს ციმბირული წყლულის სპორების შემცველი ბომბი. ცხვრები დაიღუპნენ, წყლული კი მხოლოდ 80-იან წლებში იქნა საბოლოოდ განადგურებული მთლიანად კუნძულის ფორმალდეჰიდით მორწყვის შედეგად.

image

20. ცენტრალია, პენსილვანია, აშშ. ადამიანების მიერ მიტოვებული ქალაქი, სადაც უკვე ნახევარი საუკუნეა, ჯერ კიდევ იწვის ქვანახშირის მაღაროები.

image




ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:



ტბა, რომელიც ცხოველებს მიახლოებისას მუმიებად აქცევს (ნაწილი პირველი)


უნიკალური ლანდშაფტის მქონე მსოფლიოს დასახლებული ადგილები


უცნაური მეთოდები, რომლითაც ადამიანები მიცვალებულების საფლავებს იცავდნენ


რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით





5
995
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
995
  
2021, 11 აპრილი, 8:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 30 სექტემბერი, 23:14
:)
2020, 30 სექტემბერი, 23:12
მადლობა. წარმატებებს გისრუვებთ თქვენი სახელით, კარგი ავტორი შეემატა საიტს
2020, 30 სექტემბერი, 22:12
მადლობა. თქვენი სტატიებიც მომწონს ძალიან
2020, 30 სექტემბერი, 21:03
ირინა კარგ სტატიებს წერთ
0 1 5