x
მეტი
  • 23.10.2020
  • სტატია:104291
  • ვიდეო:348094
  • სურათი:468883
ბრძოლა ხის სათლისთვის. ვინ გაიმარჯვა ისტორიაში ყველაზე სულელურ ომში
image

1325 წელს გაიმართა ბრძოლა იტალიის ქალაქ ბოლონიასა და მოდენას შორის, რომელშიც ათასობით ადამიანი დაიღუპა. ომის მიზეზები გახდა პოლიტიკური დაპირისპირება გერმანიის იმპერატორისა და პაპის მომხრეებს შორის. სისხლისღვრის მიზეზი გახდა ჩვეულებრივი ხის სათლი.


ახალი რომის იმპერია



მარადიული რომის დაცემიდან 500 წლის შემდეგ, ევროპის ცენტრში რომის ახალი საღვთო იმპერია დაიბადა. იგი შედგებოდა ასობით ფეოდალური გერმანიის სამთავროსგან, საჰერცოგოებისგან, საგრაფოებისგან, ბოჰემიისგან, ბურგუნდიიდან, საფრანგეთისა და ჩრდილოეთ იტალიის ნაწილებისაგან. თუმცა, იტალიელი კეისრების გერმანელი მემკვიდრეები ცდილობდნენ თავიანთი ძალაუფლების მთელ ქრისტიანულ სამყაროზე გავრცელებას.


1155 წელს იმპერატორი გახდა ფრიდრიხ I ბარბაროსა, მას სურდა იტალიის დაპყრობა, რომელიც მართალია დაყოფილი იყო ქალაქ-სახელმწიფოებად, მაგრამ პაპის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.



image

განხეთქილება მოხდა აპენინის ნახევარკუნძულზე. იმპერატორის მხარდამჭერებს ეწოდათ - გიბელინები, ხოლო წმინდა საყდრის მხარეს მყოფ პირებს - გელფები. ითვლება, რომ პირველი პარტია შედგებოდა ვაჭრების, ხელოსნების და კლანური არისტოკრატიის ნაწილისგან. მეორე ჯგუფის ხერხემალი იყო ფეოდალური თავადაზნაურობა, რომელთაც არ სურდათ გერმანელებს დამორჩილებოდნენ.


ბეღურა ბოლონიის წინააღმდეგ



შუასაუკუნეების იტალია მდიდარი მხარე იყო, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. ქალაქ-სახელმწიფოები ათეულობით კილომეტრით იყო დაშორებული ერთმანეთს, მცირე მანძილი ხელს უწყობდა ომს. მოწინააღმდეგეებს არ სჭირდებოდათ ეტლების ტარება, არმია სწრაფად იკრიბებოდა ნადავლი კი დიდი იყო. 1296 წელს გელფური ბოლონიის ჯარმა მიწების ნაწილი წაართვა მეზობელ გიბელინურ მოდენას. რომის პაპმა მხარი დაუჭირა თავის მომხრეებს და ომი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდა.


image

ბრძოლები გელფებსა და გიბელინებს შორის, ჯოვანი სერკამბის მატიანე, მე-XIV საუკუნე.



1312 წელს, 20 ათას ფლორინად, იტალიის ერთ-ერთმა საუკეთესო მხედართმთავარმა რინალდო ბონაკოლსიმ, რომელსაც თავისი სიდაბლის გამო მეტსახელად ბეღურა უწოდეს, გამოისყიდა იმპერატორისგან მოდენას მმართველობის უფლება და რევანშისთვის მზადებას შეუდგა. ამის საპასუხოდ, ბოლონიელებმა დაწვეს რამდენიმე მეზობელად მდებარე ფერმა, მოდენელებმა კი მათ წაართვეს ფორტი მონტევეიო. მაგრამ სრულმასშტაბიანი ომი ჯერ კიდევ წინ იყო.


საბედისწერო სათლი



ერთ ღამეს მოდენელმა გიბელინებმა გადაწყვიტეს თავიანთი სიმამაცე ეჩვნებინათ. მათი რაზმი ბოლონიაში შევიდა და სიბნელეში რამდენიმე მდიდარი სახლი გაძარცვა. მძარცველებმა ნადავლის ნაწილი მოათავსეს იმ სათლში, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი ბოლონიელები წყალს იღებდნენ ჭიდან. ნაძარცვი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მხოლოდ სათლი ეკუთვნოდა ქალაქს. ბოლონიამ მეზობლებისგან მოითხოვა სახელმწიფო ქონების დაბრუნება. მოდენამ უარი თქვა. მხარეებმა დაიწყეს ორმხრივი პრეტენზიების წამოყენება.


image

ლუიჯი მანზინის ნახატი ალესანდრო ტასონის კომიკური პოემის "მოპარული ვედრო" სიუჟეტის მიხედვით.



სათლის გარშემო ატეხილი კამათი გელფებმა და გიბელინებმა ომისთვის საკმარის მიზეზად ჩათვალეს. ფლორენციისა და რომანიას ჯარები მიეშველნენ ბოლონიას. პაპის მომხრეთა გაერთიანებულ არმიაში შეიკრიბა 32 ათასი მეომარი, რომელთაგან მხოლოდ ორი ათასი იყო კავალერისტი, დანარჩენები კი ცუდად შეიარაღებული ქვეითი-აჯანყებულები იყვნენ. ჯარების მეთაურობა საკუთარ თავზე აიღო მალატესტინო მალატესტამ, მეტსახელად "რიმინის ცალთვალა სენიორი"

image

მოდენა ასევე არ დარჩენილა მხარდაჭერის გარეშე. მოკავშირეთა ქალაქებმა მანტუამ და ფერარამ გაგზავნეს თავიანთი ჯარი, ხოლო მილანის მმართველმა აცონე ვისკონტიმ გაგზავნა 500 მძიმედ შეიარაღებული გერმანელი რაინდი - ტანკის ანალოგი შუასაუკუნეებში. მისი ჯარისკაცები ჩამოიყვანა Can Grande della Scala- მ, მეტსახელად დიდმა ძაღლმა, იტალიის გიბელინთა ლიდერმა. გერმანიის იმპერატორის მომხრეებმა ხუთი ათასი ქვეითი და ორი ათასი მხედარი შეკრიბეს. მოკავშირეთა ძალების მეთაური იყო რინალდო ბეღურა.


ბრძოლის დღე



რიცხვითი უპირატესობა გელფების მხარეს იყო, მაგრამ გიბელინთა არმია შედგებოდა პროფესიონალი მებრძოლებისგან, რომლებიც მთელი ცხოვრება ღვრიდნენ სისხლს. 1325 წლის 15 ნოემბრის შუადღისას ოპონენტთა ჯარები ზაპოლინოს ციხესთან შეხვდნენ ერთმანეთს. ბრძოლა გიბელინებმა დაიწყეს. ბეღურას ბრძანებით დაქირავებულმა ქვეითებმა გელფების არმიის ცენტრს შეუტიეს. დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, პაპის მომხრეები გამოცდილების არქონის კომპენსირებას რიცხობრივი უპირატესობით ახდენდნენ.


image

როდესაც პაპისტების ძირითადი ძალების ბრძოლის მეშვეობით შებოჭვა მოხერდა მხედართმთავარმა უბრძანა გერმანულ მძიმე კავალერიას, მოწინააღმდეგისთვის ფლანგებიდან შეეტია. ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ბოლონიის ჯარებმა დაიწყეს უკან დახევა, რომელიც პანიკურ გაქცევაში გადაიზარდა. ორი ათასი მკვდარი გელფი ბრძოლის ველზე დარჩა.

image

მტრის დევნისას გიბელინებმა აიღეს ექვსი ციხესიმაგრე და წმინდა საყდრის სამი ათეული კეთილშობილი მომხრე შეიპყრეს. გამარჩვებულები ბოლონიის მიმდებარე ტერიტორიის ძარცვამ გაიტაცა, მათ ქალაქის აღება ვერ შეძლეს. თუმცა ნადავლი აურაცხელი იყო.


ბოლონიის სირცხვილი



იმპერატორის მომხრეება დამარცხებულ მტერზე შტურმი აღარ განახორციელეს. გაიმარჯვეს და რაინდთა ტურნირით შემოიფარლგნენ: "ბოლონიის მარადიული სირცხვილის საპატივცემულოდ" ტურნირი ქალაქის კედლების ქვეშ იმართებოდა.ერთი წლის შემდეგ ორივე მხარემ ხელი მოაწერა ზავს. გამოსასყიდის სახით გამარჯვებულებმა დააბრუნეს ტყვეები და დაკავებული ციხესიმაგრეები. მოდენას მოსახლეობას ფულის გარდა მუხის სათლიც გადაეცა, რომელიც ახლა მერიაში ინახება. ომი გელფებსა და გიბელინებს შორის სხვადასხვა მხარის წარმატებით გაგრძელდა 1529 წლამდე.

image

ფლორენციული ფეხბურთი იქცა პაპის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ომის ექოდ. ამ უხეშ თამაშში ურთიერთობებს არკვევდნენ ფლორენციის მკვიდრნი, რომელთა კვარტლები გიბელინებს ან გელფებს უჭერდა მხარს.


0
212
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0