x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მიხეილ შუფუტინსკის საიდუმლო ქორწილი: მომღერალმა 18 წლის მოცეკვავე ბრილიანტებში ჩასვა

image


ცნობილმა მომღერალმა მიხეილ შუფუტინსკიმ მესამედ იქორწინა. 72 წლის მომღერალის რჩეული მისი დიდი ხნის შეყვარებული სვეტლანა ურაზოვაა. წყვილი ერთმანეთს 25 წლის განმავლობაში იცნობს. ქერა ლამაზმანი ფაქტიურად ცნობილი შანსონიეს წინ გაიზარდა.



40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიხეილ შუფუტინსკი დაქორწინებული იყო თავის მეუღლეზე, მარგარიტაზე. თუმცა, იგი გატაცებული იყო მოცეკვავე სვეტლანა ურაზოვათი. 18 წლის ქერა მოცეკვვეს ვარსკვლავთან სამუშაოდ მისვლისთნავე შეუყვარდა ცნობილი მომღერალი. გოგონამ იცოდა, რომ მომღერალი დაქორწინებული იყო და არ სურდა ვარსკვლავის გრძელვადიანი საოჯახო კავშირის დანგრევა.



2015 წელს, როდესაც მომღერალი გასტროლებზე იყო, შუფუტინსკის ცოლი გულის უკმარისობით გარდაიცვალა შეერთებულ შტატებში. დიდი ხნის განმავლობაში მომღერალი ვერ ეგუებოდა საყვარელი მეუღლის გარდაცვალებას. ურაზოვა გახდა ერთადერთი, ვინც მოახერხა მიხეილ შუფუტინსკის დეპრესიიდან გამოყვანა.





image



მათ დაიწყეს საზოგადოებაში ერთად გამოჩენა. წვეულებებზე დაიწყეს ჩურჩული, რომ შუფუტინსკი თვალს არ აშორებდა ქერა ლამაზმანს. მისი გულისთვის მან 30 კილოგრამი დაიკლო, რათა, უფრო ახალგაზრდა გამოჩენილიყო. მომღერალი ცდილობს ისწავლოს ცურვა, რათა, იყოს მხნე და ჯანმრთელი, მას პირადი მწვრთნელიც კი ჰყავს, რომელიც ასწავლის წყალში სწორად მოძრაობას.



"ხან ისე ხდება, რომ ვარჯიშს ვაცდენ, შემდეგ კი ძალიან ვნანობ. ცურვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში. ეს ენერგიის დამუხტვაა, რაც ხელს უწყობს აქტიურ არსებობას. მე მყავს შესანიშნავი მწვრთნელი: ის შეიმუშავებს სპეციალურ სქემებს, რომლებიც აძლიერებს ხერხემლის კუნთებს, მეხმარება მოდუნებაში. ცურვა არის ერთადერთი სპორტი, რომელშიც კუნთების ყველა უჯრედი მონაწილეობს. ”- ამბობს მომღერალი.



სვეტლანა 30 წლით უმცროსია მომღერალზე. რუსეთის შანსონის მეფე მეუღლისთვის არაფერს ზოგავს. მან საყვარელი ადამიანი ბრილიანტებით შეამკო. მის მარჯვენა ხელზე თითებს ამშვენებს ორი ბეჭედი შთამბეჭდავი ქვებით - ერთი ნიშნობის ბეჭედი და მეორე ქორწილის, ხოლო, ერთი ბინის ფასი საათი ისე ანათებს, თითქოს ცაზე მილიონობით ვარსკვლავი კიაფობს.



image



შოუ-ბალეტის "ატამანის" 43 წლის მოცეკვავეს ქმარი ძალიან უყვარს. მასთან ერთად მან მრავალი გზა გამოიარა. მიხეილ შუფუტინსკის არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. მომღერალი ახალგაზრდა მეუღლის გვერდით აღფრთოვანებულია: "ჩვენ კარგად ვართ ერთად, ეს არის მთავარი, დანარჩენი კი არავის არ ეხება!"- ამბობს ის.



მომღერალი არაფერს არ იშურებს სვეტლანასთვის .წყვილი მდიდრულ სასახლეში ცხოვრობს. ორსართულიანი კოტეჯი მოსკოვის რეგიონში 913 კვადრატული მეტრი ფართობით უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი, როდესაც ადგილის შეცვლა სურთ, ისინი ლოს-ანჯელესში, რანჩოს სტილის მამულში მიდიან.



image



"მას ძალიან დიდხანს ვეძებდი. 25 წლის განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს. მე მაშინ დაქორწინებული ვიყავი და მან უარი მითხრა. რთულ მომენტში, როდესაც მარტო დავრჩი, სვეტლანა იყო ერთადერთი ვინც გამიგო. მასში გრძნობებმა გაიღვიძა. მე ბედნიერი ვარ, რადგან, ჩემს გვერდით ყველაზე ახლობელი ადამიანია. ჩემმა ოჯახმა სვეტა კარგად მიიღო." -ამბობს ბედნიერი მომღერალი.

0
992
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
992
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0