x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა იყო, ნოდარ მელაძის საღამო გქონდათ?! კოლეგებზე ღლიცინი ტეხავს, მეგობრებო! " - ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "მთავარი არხისა" და "რუსთავი 2"- ის იუმორისტებს იუმორს უწუნებს და მათ, საკუთარი კოლეგის ნოდარ მელაძის გაშარჟების გამო არაკოლეგიალობაში ადანაშაულებს. კილაძის თქმით, კოლეგების მხრიდან ერთმანეთზე ღლიცინი სამარცხვინო და უღირსი საქციელია: "და რა იყო, მთავარზე და რუსთავი 2-ზე იუმორისტებს ნოდარ მელაძის საღამო გქონდათ?! და კოლეგებზე ღლიცინი ტეხავს, მეგობრებო ! მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, ამის მიუხედავად !!!!"- დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომხმარებლების ნაწილმა ჟურნალისტის მოსაზრება სრულად გაიზიარა, ზოგმაც კი მას იუმორის გრძნობა დაუწუნა. ახლა კი გთავაზობთ ორივე არხის სკეტჩს რომელიც საზოგადოებაში აქტიური განხილვის თემად იქცა.






0
855
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
855