x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104398
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
ვარსკვლავები, რომლებიც შავი პატარა კაბების "წყალობით" კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ

image


კაბის ისტორია 1926 წელს იწყება, როდესაც მისი შექმნის იდეა მე - 20 საუკუნის ლეგენდარულ დიზაინერს კოკო შანელს გაუჩნდა. იმ პერიოდის ცნობილი ფრანგი დიზაინერები - მადლენ ვიონე და ჟან ლანვენი ქალებს ძირითადად გრძელ, უზარმაზარ "შლეიფიან" საღამოს კაბებს სთავაზობდნენ, რომელიც ზედმეტი დეტალებით იყო გადატვირთული და ქალბატონებს მოძრაობაშიც ხელს საგრძნობლად უშლიდა. სწორედ ამ დროს მოდის ლეგენდად წოდებულმა კოკო შანელმა თავისი ყველაზე ცნობილი - "პატარა შავი კაბა" შექმნა.


image


თავად ამ "პატარა გაუგებრობის" შექმნის ისტორია, როგორც მას პარიზელი მოდის მიმდევარი ქალბატონები უწოდებდნენ, საკმაოდ ტრაგიკულია - ის შანელმა ავტოავარიის შედეგად დაღუპული შეყვარებულის ხსოვნას მიუძღვნა, ასე იქცა ყველასთვის საყვარელი - "პატარა შავი კაბა" მისი სიყვარულის დაკრძალვის ერთგვარ სიმბოლოდ. თავისი ექსტრავაგანტურობის მიუხედავად, კაბა მაშინვე ტრენდული არ გამხდარა. მე - 20 საუკუნის პირველ ნახევარში შავი ფერის ტანსაცმელი დომინანტური ძირითადად სასულიერო პირებისა და მგლოვიარეების ჩაცმულობაში იყო, თუმცა ეს ფერი ასევე მომსახურე პერსონალის უნოფორმის მთავარ ატრიბუტსაც წარმოადგენდა.


image


ათი წლის შემდეგ, მოდის მიმდევრებმა ელეგანტური, პატარა შავი ფერის კაბა მთელ მსოფლიოში სათანადოდ დააფასეს, რომელიც სინამდვილეში არც ისეთი პატარა იყო, როგორ ზოგიერთ ჩვენგანს წარმოუდგენია. ერთი შეხედვით ის ერთგვარ დახურულ კაბა - ფუტლიარს მოგაგონებდათ, რომლის სიგრძეც მუხლს ქვემოთ იყო. კაბის თანამედროვე ვერსია კლასიკურისგან რადიკალურად განსხვავდება: მას შესაძლებელია ჰქონდეს განსხვავებული ფორმის საყელო, იყოს გაწყობილი მაქმანებით, არშიებითა და სხვა დეკორატიული ელემენტებით.


image


კოკო შანელი ამბობდა: "ლამაზი კაბა შეიძლება ლამაზად მხოლოდ საკიდზე გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. კაბა უნდა შეფასდეს ქალის სხეულზე, ხელებისა და ფეხების მოძრაობისას, წელში მოხრისას." სამწუხაროდ, შავი პატარა კაბის ღირსეულად ტარება ყველას როდი შეუძლია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე უგემოვნოთ ჩაცმულ ცნობილ სელებრითს, რომელთა შავი "ელეგანტური" კაბებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.




ბრიტნი სპირსი

image



სარა ჯესიკა პარკერი



image



სტეისი ფერგიუსონი


image



ტილდა სუინტონი



image



პენელოპა კრუსი



image



ემა უოტსონი



image


სტელა მაკარტნი



image



კენდის ბუშე



image



დიანა კრიუგერი



image



კლაუდია შიფერი



image



0
1185
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1185