x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რას შეიტყობს მკითხველი "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" პირველი ტომიდან
image


5 ოქტომბრიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის პირველი ნაწილი გამოვა.


"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ახალი პროექტია. მასში თავმოყრილია 25 000 განმარტება, 8 000 დეტალური ილუსტრაცია, ყველა ტერმინი ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად.


წიგნის სპეციალური ფასი იქნება 10.00 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.



მკითხველთა ფართო წრისათვის განკუთვნილი ეს გამოცემა 18 თემადაა დაყოფილი.


პირველ ტომში შედის შემდეგი თემები:


დედამიწა;


მცენარეები;


ცხოველები.


image


ამ ტომიდან მკითხველი შეიტყობს ინფორმაციას დედამიწის სტრუქტურის, მისი მახასიათებლების, სხვდასხვა ბუნებრივი მოვლენის, ფიზიკური და პოლიტიკური კარტოგრაფიის, მეტეოროლოგიური რუკისა და სადგურის, მინერალების, კვებითი ჯაჭვის შესახებ და სხვა.


მცენარეების ნაწილში მოცემულია ინფრომაცია მისი ნაირსახეობის, ზრდა-განთვითარებისა და მრეწველობაში გამოყენების შესახებ.


"ეს წიგნი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგი. უნდა აღვნიშნო, რომ არის ძალიან ლამაზად ილუსტრირებული და ფერთა გამა მშვენივრადაა შეხამებული. კარგად არის ახსნილი მცენარის აგებულება, მისი ზრდა-განვითარება. ასევე, მოცემულია, როგორ უნდა გამოვიყენოთ მცენარეები მრეწველობაში", - ანი არველაძე, ყვავილების მაღაზია "ანემონეს" დამფუძნებელი.


რაც შეეხება ცხოველების ნაწილს, აქ მოცემულია ინფორმაცია ევოლუციის შესახებ, ასევე, თევზებზე, მწერებზე, ქვეწარმავლებზე, სხვადასხვა ჩლიქოსან, მტაცებელ, ჩანთოსან თუ წყლის ძუძუმწოვრებზე.


"ძალიან გამოსადეგი წიგნი იქნება ყველასთვის. ბევრი ინფორმაციაა მოცემული, მათ შორის, ცხოველებზე. თუ რამე გაინტერესებთ, შეგიძლიათ, მოიძიოთ ძალიან სწრაფად", - ზურაბ გურიელიძე, ზოოპარკის დირექტორი.


"დიდ ვიზუალურ ენციკლოპედიაში" ტერ­მი­ნე­ბი იერ­არ­ქი­უ­ლი პრინ­ცი­პით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი: თემა, ქვე­თე­მა, სა­თა­უ­რი, ქვე­სა­თა­უ­რი, ილუსტრა­ცია, ტერ­მი­ნო­ლო­გია. მა­გა­ლი­თად, გან­მარ­ტე­ბა ტერ­მი­ნი­სა „ცხო­ვე­ლე­ბი“ ეკუთ­ვნის თავ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ ყვე­ლა ცხო­ველს, ხოლო ტერ­მინ „ქვე­წარ­მავ­ლის“ გან­მარ­ტე­ბა არ მე­ორ­დე­ბა ყო­ვე­ლი ქვე­წარ­მავ­ლის გან­ხილ­ვი­სას, არა­მედ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მა­ხა­სი­ა­თე­ბელს (გველს გრძე­ლი ცი­ლინ­დრუ­ლი კორ­პუ­სი აქვს, კუ ბა­ქანს ატა­რებს და ა.შ.). ილუსტრა­ცი­ე­ბი და გან­მარ­ტე­ბე­ბი ავ­სებს ერ­თმა­ნეთს, ამი­ტომ სი­ტყვი­ე­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი აღარ იმე­ო­რებს იმას, რაც ილუსტრა­ცი­ა­ზე ჩანს.


გამოცემა 7 ტომად, თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად გამოვა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ში“ გან­მარ­ტა­ვენ, ამ გზით ენ­ციკ­ლო­პე­დია მკი­თხვე­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.

0
18
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0