x
მეტი
  • 24.10.2020
  • სტატია:104323
  • ვიდეო:348106
  • სურათი:468919
ექსპერტების შეფასებით, “ტესლას” ახალი მოდელი ბენზინის, გაზის და დიზელის საწვავის ერის დასასრულს ნიშნავს
კომპანია “ტესლას” ახალი მიღწევა სპეციალისტების აზრით არის უკანასკნელი ლურსმანი ბენზინსა და გაზზე მომუშავე ავტომობილების მწარმოებლების კუბოზე. პრეზენტაცია, რომელიც ილონ მასკმა გამართა, ამის თქმის საფუძველს იძლევა. კომპანიის ხელმძღვანელმა საზოგადოებას ახალი აკუმულატორი წარუდგინა, რომლის დამზადების ხარჯები 56 %-ით არის შემცირებული. მასკმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული სიახლე “ტესლას” ახალი მოდელის ავტომობილების ფასს 25 ათას დოლარამდე გააიაფებს.


ახალი ავტომობილი ერთი დატენვით მინიმუმ 480 კილომეტრს გაივლის, ხოლო 100 კმ/სთ-ს 6 წამში განავითარებს. უკვე დადის ხმები, რომ ახალ მოდელს მცირელიტრაჟიანი ავტომობილის დიზაინი ექნება - სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც “ტესლა” აქამდე წარმოგვიდგენდა.


შესაძლოა ვიფიქროთ, რომ 25 ათასი დოლარი არ არის მცირე ფასი და მსგავსი ღირებულების მქონე ავტომობილი მასიურად ჯერ კიდევ ვერ ჩაანაცვლებს შიდაწვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილებს (რატომ გადაიხდის მომხმარებელი 25 ათასს ელექტრომობილში, როცა შეუძლია, 20 ათასად მაგ. ახალთახალი “ტოიოტა კოროლა” შეიძინოს?), თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა სეგმენტი ამოიღო მიზანში ილონ მასკმა თავისი ახალი ელექტრომობილით. ეს არის შეერთებულ შტატებში ზეპოპულარული “ფოლქსვაგენ გოლფი”, რომელიც დაახლოებით იგივე საფასო სეგმენტში ოპერირებს. რასაკვირველია, თუ იგივე ფასი ეღირება, აღარავინ აირჩევს “ფოლქსვაგენ გოლფს” და ყველა უპირატესობას “ტესლას” ახალ მოდელს მიანიჭებს.


“ტესლას” ახალი მოდელი, რომელსაც პირობითად “ტესლა მოდელ 2”-ს უწოდებენ, სავარაუდოდ 1, 5-3 წელიწადში გამოჩნდება ბაზარზე. ხოლო სამომავლოდ დიდი ალბათობით იგივე მონაცემების მქონე ელექტრომობილების ფასი კიდევ უფრო გაიაფდება. საქმეში ჩახედული ადამიანები ფიქრობენ, რომ 15-20 წელიწადში შიდაწვის ძრავის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი (რომელიც გლობალურ დათბობას იწვევს და სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებების პროვოცირებას განაპირობებს), განვითარებულ ქვეყნებში სრულად გახდება ისტორიის კუთვნილება.



ტესლა

0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0