x
მეტი
  • 24.10.2020
  • სტატია:104323
  • ვიდეო:348106
  • სურათი:468919
კონფლიქტების დარეგულირების საკითხი-”მომავლის გასაღები”

კოფლიქტი

აფხაზეთის ომი 1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები , დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.


პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.

ომის შემდგომ იყო მცდელობები სამოქალაქო დიალოგის წარმოებისა.სამწუხაროდ, ასეთი მცდელობების სიმრავლით არ გამოვირჩევით, არც ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მომხდარა რაიმე განსაკუთრებული სურვილის გამოვლენა აფხაზებთან შერიგებისა, თუმცა მაინც აღსანიშნავია სამოქალაქო დიალოგის ფორმატი, რომელიც შლაინინგის პროცესის სახელითაა ცნობილი.

დიალოგი ვორკშოფების ფორმატში 2000 წელს ავსტრიის ქალაქ შტადშლაინინგში დაიწყო 2007 წლამდე სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდა. სამშვიდობო დიალოგის ორგანიზატორები ორი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო - გერმანული “კონფლიქტების კონსტრუქციული მმართვის ბერგჰოფის კვლევითი ცენტრი“ და ბრიტანული “შერიგების რესურსები”. არაფორმალური დიალოგის დაწყების ინიციატივა პირველად 1997 წელს ქართულ და აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერდა. პირველი ამგვარი შეხვედრა 2000 წლის თებერვალში გაიმართა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მათმა რიცხვმა ოცს მიაღწია.

დიალოგის პროცესის წარმოქმნას ხელი შეუწყო 1990-იან წლებში გაეროს მოხალისეების პროგრამის (UNV) საველე მუშაკის მარტინ შუმერის მოლაპარაკებებმა ქართულ და აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 1996 წლის ზაფხულში გაეროს მოხალისეების პროგრამისა (UNV) და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ორგანიზებით, შტადშლაინინგში, ორგანიზაცია „მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების ცენტრის“(ASPR) ოფისში გაიმართა კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებების შესახებ გაფართოებული შეხვედრა. შეხვედრაზე შუმერის აქტიურმა მუშაობამ ქართულ და აფხაზურ მხარეებთან შედეგად გამოიღო ერთკვირიანი შეხვედრები ქართულ და აფხაზურ სამოქალაქო სექტორის 22 წარმომადგენელს შორის 1997 წლის იანვარში. შეხვედრებს მოჰყვა UNV-ისა და „შერიგების რესურსების“ მიერ ორგანიზებული ტრენინგები სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და სტუდენტებისთვის აფხაზეთსა და საქართველოში. პროცესი მიზნად ისახვადა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სოციალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.

ფორმატი გულისხმობდა მოლაპარაკებებში, როგორც არაფორმალური, არაოფიციალური აქტორების, ასევე სახელმწიფო, სახელისუფლებო აქტორების შერეულ თანამონაწილეობას. მოლაპარაკებებზე მონაწილეებს არჩევდა დიალოგის ორგანიზატორი საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით - ქართული მხარიდან პაატა ზაქარეიშვილი, ხოლო აფხაზური მხარიდან მანანა გურგულია.

ლაინინგის პროცესის მიზანი:

  • ორივემხარის სამოქალაქო აქტორების შესაძლებლობების და კომპეტენციების განვითარება, რათა გრძელვადიანი აქტიური როლი ეთამაშათ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში;
  • ჩამოყალიბებულიყოშესაბამისი საკომუნიკაციო ფორუმები, კონსტრუქციული მიდგომების და სირთულეების გადაჭრის ერთიანი ინიციატივების ფორმულირებისთვის;
  • საერთოპერსპექტივების შექმნა, რათა დიალოგი გადათარგმნილიყო პრაქტიკულ პროექტებში, ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.
  • დიალოგის პროცესში მოქმედებდა ოთხი ძირითადი წესი, რომელიც მონაწილეებს უნდა დაეცვა: ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენა; მონაწილეები წარმოადგენდნენ მხოლოდ საკუთარ თავს და არა რაიმე ორგანიზაციას; სამუშაო ენა იყო ინგლისური და რუსული; დაცული იყო დიალოგის პროცესში მონაწილეების მოსაზრებების კონფიდენციალურობა, თუმცა ყველა მონაწილეს შეეძლო დიალოგის შინაარსის გასაჯაროვება. დიალოგისას მხარეებს შორის კომუნიკაცია ემყარებოდა რამდენიმე საფეხურს: კონტაქტი, ურთიერთგაგება, საკითხების განხილვა, პრობლემის სპეკულაციური გადაწყვეტა, საერთო ქმედება. შლაინინგის პროცესი გამოირჩეოდა იმით, რომ შეხვედრებს ესწრებოდა ექსკლუზიურად ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები, ოფიციალური პირები და ექსპერტები; მასში არ იყო ჩართული მესამე მხარე - რუსეთი, სხვა ქვეყნები ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. რვა წლის განმავლობაში შლაინინგის პროცესში განხილული იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები: დსთ-ის სამშვიდობო ძალების მანდატის შეწყვეტა/გახანგრძლივება, გარე აქტორების როლი, სტატუსი და საკონსტიტუციო ჩარჩო კონფლიქტის მოსაგვარებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბურნება, სანქციების და სავაჭრო შეზღუდვების მოხსნა, მტრული განწყობების შეწყვეტა.

    შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოს შლაინინგის პროცესის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. მთავრობა დიალოგში მონაწილე დელეგატებს პროცესში ჩართულობას არ უზღუდავდა, მაგრამ მის მიმართ არც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. 2004 წელს ახალი ხელისუფლების პირობებში სიტუაცია შეიცვალა. ქართველ ოფიციალური პირების დისკურსში დიალოგის ფორმატის მნიშვნელობას ხაზი ესმებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეხვედრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველი დელეგატების მიერ მონაწილეობაზე უარის თქმამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. „შერიგების რესურსების“ მიერ ორგანიზებულ პროცესის რიგით 21-ე შეხვედრის მოსაწვევზე, რომელიც 2008 წლის ივლისის ბოლოს ლონდონში უნდა რიგით 21-ე შეხვედრის მოსაწვევზე, რომელიც 2008 წლის ივლისის ბოლოს ლონდონში უნდა შემდგარიყო, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებმა მკარი უარით უპასუხეს. შლაინინგის პროცესის ფარგლებში 2000-04 წლებში მხარეებს შორის წელიწადში სამი 5-6 დღიანი მოლაპარაკებები იმართებოდა. 2004 წელს აჭარის და შემდგომ უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამ ეტაპზე სამშვიდობო დიალოგს გამოეთიშაბერგჰოფის კვლევითი ცენტრიდა შეხვედრების ორგანიზება მხოლოდშერიგების რესურსებმაგანაგრძო. 2005-06 წლებში შეხვედრების რაოდენობა წელიწადში კვლავ სამი გახდა. 2007 წელს შლაინინგის პროცესის ბოლო შეხვედრა გაიმართა. მთლიანობაში შლაინინგის პროცესში მონაწილეობა მიიღო 57 აფხაზმა და 56 ქართველმა დელეგატმა.

    ლაინინგის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთმომავლის გასაღები”.იგი სერგეი შამბამ 2006 წელს, ქართულ-აფხაზური განახლებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წარადგინა, 15 მაისს თბილისში, გაეროს ოფისში.

    ამწუხაროდ, დოკუმენტის დედანი არ მოგვეპოვება, თუმცა უნდა აღინიშნოს ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ აღნიშნულ დოკუმენტში ყველა გვერდზე აფხაზედთის დამოუკიდებლობა ხაზგამსული არ იყო.თავდა სერგეი შამბამ მომავლის გასაღები ძლიან მოკლედ და ზოგადად ასე დაახასიათა:

    -”ეს არის კონფლიქტის მოწესრიგების ჩვენი ხედვა. აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად რეფერენდუმი კარგა ხნის წინ ჩავატარეთ. ახლა გთავაზობთ მშვიდობიანი თანაცხოვრების გეგმას. აქ არის საკითხები, რომელზეც მუშაობის დაწყება დღესვე შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი საკითხი მიუღებელი იქნება საქართველოს მხარისთვის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მათზე ეტაპობრივად ვიმუშაოთ.”

    სამშვიდობო გეგმაში - ბაღაფშის გეგმაში - არაერთი მოთხოვნაა წამოყენებული. მაგალითად: საქართველოს მხარემ აღიაროს წარსული შეცდომები და ბოდიში მოუხადოს აფხაზ ხალხს; უარი თქვას აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკაზე და, რაც მთავარია, დაიწყოს ორი სახელმწიფოს - აფხაზეთისა და საქართველოს - მშვიდობიანი თანაარსებობის მომავალზე ზრუნვა. გეგმა თბილისშიდამოუკიდებლობის დეკლარაციასშეადარეს. თუმცა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ სერგეი შამბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღაფშის გეგმასთან დაკავშირებით თავშეკავებული განცხადება გააკეთა:

    - ”მთავარია, რომ არსებობს ისეთი გეგმების შემუშავების სურვილი, რომელმაც ჩვენი ურთიერთობის მოწესრიგების საშუალება უნდა მოგვცეს. ამ ეტაპზე ჩვენ სენსაციას არ ველოდებით. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით სერგეი შამბას მიერ გადმოცემულ გეგმას.”

    როგორც ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტის თავმჯდომარე, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი ამბობს, ხშირ შემთხვევაში, ექსპერტებს სამწუხარო ფაქტის აღიარება უწევთ:

    -”რეალური მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს, როგორც სილაში წყალი, ისეა, ფაქტობრივად. შედეგებს ჩვენ ვერ ვხედავთ. აი, არც ამ კონფლიქტების შეფასება ხდება ადეკვატურად და არც ამ, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობო პროცესების. სამეცნიერო შეფასება ამ კონფლიქტებისა არ არსებობს: ესე იგი, ვინ ვინ არის ამ კონფლიქტში, ვინ არის მხარე და ვინ - სუბიექტი და ვინ შეიძლება იყოს მედიატორი და ვინ - არ შეიძლება.”

    ექსპერტების აზრი კონკრეტული სტრატეგიების შესახებ, რომელიც აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად

    • თორნიკე შარაშენიძე

    -„აფხაზებსა და ოსებს რაც უფრო ხშირად ვეტყვით, რომ მათ ერთიან საქართველოში უნდა იცხოვრონ, ისინი კიდევ უფრო მეტად დაგვშორდებიან. ამის ნაცვლად უნდა ვაჩვენოთ ის კარგი რაც ჩვენთან კეთდება და დავაცადოთ თავად გააკეთონ არჩევანი. ასევე მათ საბოლოოდ უნდა გაუქრეთ შიში, რომ თუკი რუსები წავლენ მათთან მაშინვე ქართული ჯარი შევარდება. აფხაზებს და ოსებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ რომ საქართველო კარგი ქვეყანაა და მასთან ყოფნა ჯობს. ამის გასაკეთებლად ორი რამაა საჭიროპირველი ის, რომ აფხაზები და ოსები საინფორმაციო ბლოკადიდან უნდ გამოვიდნენ და მეორე ის, რომ შევცვალოთ ჩვენი მიდგომა მათ მიმართ. ვაღიაროთ, რომ ყველაფერი მარტო კრემლის ბრალი არ არის და რაღაცეები ჩვენც გვეშლება. ცხადია, აფხაზებსა და ოსებსაც ეშლებათ, მაგრამ ჩვენ მათზე მეტი მოგვეთხოვება.“

    • მამუკა არეშიძე
    ჩვენ სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში, ჩვენ არა ვართ დღეს კონფლიქტის რეჟიმში სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, ჩვენ ვართ უფრო უარეს რეჟიმში. ჩვენ ვართ გაურკვევლობის რეჟიმში, როდესაც ერთი მხრივ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, რაც სავსებით გასაგებია, მეორის მხივ რუსეთი ასე ვთქვათ არ აპირებს ამ რეგიონების ხელიდან გაშვებას, როცა ვამბობ ამ რეგიონების ხელიდან გაშვებას არ აპირებს-მეთქი ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოსთვის არ აპირებს რეგიონები გაუშვას ხელიდან, არამედ საერთოდ რეგიონსაა ჩაჭიდებული, რეგიონის მართვის საშუალება არც აფხაზებს და არც ოსებს არა აქვთ, ამიტომ ჩვენ პრინციპში სამხედრო-დიპლომატიური კონფლიქტის რეჟიმში ვართ რუსეთთან, თუმცა რასაკვირველია შეგვიძლია შევქმნათ მრავალშრიანი დიპლომატიის ფორმატი და აუცილებელია ეს ფორმატი აფხაზეთთან და ოსეთთან, განსაკუთრებით აფხაზეთთან, ოსები აბსოლიტურად დამოკიდებულნი არიას რუსებზე და აფხაზებს რაღაც თვითმყოფადობის და თავმოყვარეობის ელემენტები შერჩათ, მე მინდა მთვარი კითხვა დაისვას, გვიღირს თუ არა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ცალსახად გვიღირს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს, უკვე დაგვიჯდა ძვირი და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეხლა შესაძლბელია გარკვეული ურთიერთობების რეჟიმის შექმნა, ძალიან მოზომილად ეს უნდა გავაკეთოთ. იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილბების რეჟიმში ცხოვრობს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ უდიდეს გარდაქმნებს არ უნდა შევეწიროთ. ჩვენი სახელმწიფო ჯერჯერობით არ არის ისეთი ძლიერი და არა ყავს ისეთი ძლიერი მოკავშირე, რომლის მეშვეობითაც ის შეეცდება თავის დაცვას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ დაბალანსება დანის პირზე დასავლეთსა და რუსეთს შორის, არავითარ შემთხვევაში ოქროს შუალედს არ ვგულისხმობ, ოქრის შუალედი სიმშვიდეს, სიწყნარეს და ასე ვთქვათ შეგუებას ნიშნავს, მე ვგულისხმობ დანის პირზე სიარულს, რომელიც გულისხმობს ვარირებას დასავლეთსა და რუსეთს შორის, ყველას ინტერესის გააზრებას და საკუთარი ინტერესების დაცვას. ეს ძალიან რთული პროცესია, ამას სჭირდება ერთის მხრივ ბრძენი საგარეო უწყება და მთავრობა, მეორის მხრივ მთავრობისა და საზოგადოების კონსოლიდაცია, სამწუხაროდ არც ერთი გვაქვს და არც მეორე. რა უნდა ვქნათ ცხინვალთან და სოხუმთან? მე ვთქვი მრავალშრიანი დიპლომატია, რომელიც გულისხმობს სახალხო დიპლომატიას, სხვადახვა ტიპის ჰუმანიტარულ აქციებს, ზოგიერთი ტიპის ზემოქმედებას, ნათესაური კავშირების ამუშავებას და ა.შ.“

    • გულბაათ რცხილაძე
    ეს არ მოგვარდება არანაირად, სანამ ჩვენ ელემენტარულს არ გავაცნობიერბებთ. ეხლა დააკვირდით, ჩვენთან, საქართველოში, მიღებულია რუსეთის მოხსენიება ოკუპანტად და ამ დროს საერთოდ, თითქოს არ არსებობს არც აფხაზები და არც ოსები, როგორც ეთნოსები და როგორც ხალხები. თითქოს ეს ყველაფერი არის რუსეთის მოწყობილი, რუსეთის გამოგონილია საერთოდ ეს ვითარება და თითქოს აფხაზები და ოსები ელემენტარულად არიან დებილები, გონებრივად ჩამორჩენილები. რომელთა აზრს არც ვითვალისწინებთ, რომელთაც არავითარი აზრი არ გააჩნიათ და ისინი არიან რუსეთის ხელში რაღაც თოჯინები და აი ეს არის ჩვენი ძირეული შეცდომა, ჩვენ ჯერ უნდა ვკითხოთ იმ ხალხს, რომ იძახი რომ ოკუპირებულია ეს ტერიტორია იმისთვის ოკუპირებულია? იმისთვის არის გათავისუფლებული ეს ტერიტორია, აი ეს არის განსხვავება. ჩვენ ვერ გავიგეთ ეს და რაღაც ილუზიებში ვართ, ჩვენი მთავარი პრობლემა რუსეთი კი არ არის ამ კომპლიქტებში არის ის ეთნოსები, ის ხალხები, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ჩემთვის მიუღებელი რაც არის ისაა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მკვიდრი მოსახლეობა არი როგორც ოსი, აფხაზი ისე ქართველიც. ეს ქართველი, რომ იქ არ არის წარმოდგენილი აი ეს არის უსამართლობა და აი ეს არის მიუღებელი, თორე ისე რომ იყოს რომ აფხაზები და ქართელები აფხაზეთში, ოსები და ქართველები სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ტერიტორიაზე წყვეტდნენ ერთობლივად აი ამ ტერიტორიების ბედს, მაშინ სხვა იქნებოდა, ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ის, რომ თითქოს ეს არის მხოლოდ რუსეთის მოგონილი და რუსეთის ინსპირირებული ეს კონფლიქტი არაფერს არ მოგვცემს. ჩვენ უნდა გავიგოთ ის, რომ თუკი გვინდა დიალოგი აფხაზეთთან და ოსეთთან მაშინ მათ აზრს პატივი უნდა ვცეთ. ეხლა როცა ვამბობ პატივი უნდა ვცეთ მათ აზრს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ დავეთანხმოთ დამოუკიდებლობაში, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, უნდა გავაანალიზოთ და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. რუსეთი უკვე შემდეგ არის ამაში ჩართული, თუნდაც ის დავუშვათ, რომ რუსეთის ინსპირირებულია ეს კონფლიქტები, თუნდაც ასე იყოს, მაგრამ ფაქტობრიბვი მასალა ასე ვთქვათ ოსები და აფხაზები არიან აი ამ ვითარებაში და ამიტომ მათი აზრის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება, დავუშვათ, ერთხელ მოატყუა რუსეთმა აფხაზები და ოსები, მაგრამ როგორ 25 წელიწადია სულ ტყუვდებიან ისინი? და რატომ არ ამბობენ მაშინ თუ რუსეთმა ოკუპაცია გააკეთა, რატომ ვამბობთ ამას მარტო ქართველები, რატომ არ ამბობენ ამას აფხაზები და ოსები, რომ ოკუპირებულია, ეს ხომ მათი სახლებია.აი ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, ჯერ მათი აზრი უნდა გავითვალისწინოთ, პარალელურ რეჟიმში რუსეთთან დაახლოების და დარეგულირების აუცილებელი გზაა გასავლელი იმიტომ, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, აფხაზები და ოსები თვითონ გამოხატავენ თავიანთ ინტერეს, მაგრამ მეორის მხრივ რუსეთის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი.რუსეთის გარეშე არც მოგვარდება ეს კონფლიქტები და არც არასოდეს დარეგულირდება თუკი რუსეთის ნება არ იქნება.აი ამ ორივე მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და არა ისე, რომ ეხლა იქ რაღაც სამინისტრო რომ არის პაატა ზაქარეიშვილის, გაურკვეველი სამინისტრო, რა დაარქვან აღარ იციან , ყოველ დღე რაღაც ახალს იგონებენ, რა ფუნქცია აქვს აი ამ მინისტრს? ვის ხვდება ის აფხაზებიდან და ოსებიდან, ვინ ელაპარაკება მას საერთოდ?რამეს წარმოადგენს?ტყუილა ჭამენ ბიუჯეტის ფულს, დაწყნარდით ბატონებო, არის უკვე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და მიხედონ ლტოლვილებს მაშინ, აი ეს რახაცა აბსტრაქტული სამინისტრო მე არ მესმის, მაშინ შედეგი დაგვანახოს, რაში გამოიხატება მისი მოღვაწეობის შედეგი, ხომ უნდა იყოს რაღაცაში?ერთი უბრალო, პოლიტიკოსზე აღარ ვლაპარაკობ, მაჩვენოს ვინმე აფხაზი ელაპარაკება პაატა ზაქარეიშვილს ან მის უწყებაში ვიღაცას.არ არსებობს ასეთი ფაქტი და თავს ნუ მოვიტყუებთ ამით, ჯერ უნდა რუსეთთან დალაგდეს ურთიერთობა და აფხაზი მერე დაგელაპარაკება შენ, რომ შეხედავს შენ ის რაღაცის გაკეთება შეგიძლია და გაფუჭება მისთვის მოსკოვში, პირდაპირ ვთქვათ ეს არის მაკიაველისტური პოლიტიკა უნდა იმოქმედო იმ ძლიერ მხარესთან და შეეცადო ის ძალა შენს სასიკეთოდ გამოიყენო, ვიდრე შენმა მოწინააღმდეგემ, ეს არის რეალობა, დღეს ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან რეალურად აფხაზები და ოსები და არა რუსები, ეს ანტირუსული ისტერია არ იქნება სწორი, თუმცა მე იმას არ ვამბობ, რომ ანტიაფხაზური და ანტიოსური ისტერია დავიწყოთ, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ გაანალიზება აუცილებელია.

    ტატიის ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომმა 13 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა 9000-მდე ჩვენი მხრიდან, 4040 კი მოწინააღმდეგის მხრიდან.

    დაიჭრა 18000 და უგზოუკვლოდ დაიკარგა 2000-მდე ადამიანი.

    27 სექტემბერი სოხუმის დაცემი დღეა!

    0
    8
    შეფასება არ არის
    ავტორი:თემურ თუთარაშვილი
    თემურ თუთარაშვილი
    8
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0