x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ფეხბურთელის ცოლმა მილიონ ევროდ საკუთარი ქმრის მკვლელობა შეუკვეთა
image

თურქეთის ნაკრების ყოფილი წევრის, ემრი აშაკის მკვლელობა მისმა მეუღლემ შეუკვეთა.


თავიდან 27 წლის იაგმურ აშიკი ცდილობდა თავისი საყვარლის, ერდი სუნგურას დაყოლიებას, რომ მოეკლა ქმარი მას შემდეგ, როდესაც მისმა მეუღლემ ცოლის ღალატი გამოიჭირა და გაყრა მოითხოვა.

მისი საყვარელი უარზე იყო, მაგრამ ქალმა საბოლოოდ მაინც დაიყოლია და ხორცის ნაჭრებზე სროლაშიც ავარჯიშებდა, თუმცა მამაკაცს არ გამოსდიოდა.


ამის შემდეგ ქალმა კილერის დაქირავება გადაწყვიტა, უყიდა მას იარაღი და 1, 1 მილიონი ევროს გადახდას შეპირდა. თუმცა კილერმა შეკვეთა არ შეასრულა და ყველაფერი თავად ყოფილ ფეხბურთელს, ემრი აშაკის აცნობა.

image

იაგმური და მისი საყვარელი პოლიციამ დააკავა, უახლოეს ხანში მათი სასამართლო გაიმართება.


ემრი აშაკი თურქეთის ნაკრებშუ გამოდიოდა, სხვადასხავა პერიოდში თამაშობდა წამყვან თურქულ გუნდებში: გალათასარაი, ბეშიკტაში, ფენერბახჩე.

ემრი 2012 წელს დაქორწინდა, წყვილი სამ შვილს ზრდის.

0
409
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0