x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სოსო გოგაშვილი: - "..რთულია არ განიცადო, როცა ცილისწამებას "შენიანი" კვებავს გუნდის შიგნიდან!"

image



"ცილისწამება, ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია, დისკრედიტაცია. ეს დღევანდელი მსოფლიოს ბოროტი ძალების ერთერთი მძლავრი იარაღია. სამწუხაროდ ასეა საქართველოშიც.



მე პირადად, ჩემი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები, ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ვიყავით ამ ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლნი.
არ მოქმედებდა? ვერ მოგატყუებთ, რომ არა, სამწუხაროდ მოქმედებდა ჩვენზე. ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა ჩვენი ჯანმრთელობა და ყველაზე ცუდი, ამ ნერვიულობამ შეიწირა მამაჩემის სიცოცხლე( ეს აქამდე არ მითქვამს) ვუძლებთ და მაგრად ვდგავართ უფლის შეწევნით. მიუხედავად, იმისა, რომ ძალიან ძლიერი, ნებისყოფა და ნერვები მაქვს, მაინც რთულია არ განიცადო, როცა გებულობ, რომ ამას “შენიანი “ კვებავს გუნდის შიგნიდან.‼️




სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ სიბინძურეს არანაირი კანონი არ ზღუდავს. ვერანაირად ვერ იცავს ცილისწამებისგან უდანაშულო ადამიანს სახელმწიფო . ამ ყველაფერს, რომ გაუმკლავდე საჭიროა ძლიერი ანტიკამპანია და დიდი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვიყავით ამ ფუფუნებას და თითქმის მარტო გვიწევდა ბრძოლა ამ სიბინძურესთან, ჩემი მწირი შესაძლებლობებით და ერთგული გულშემატკივარი მეგობრების გვერდში დგომით.





ჯერ მე არ გამიცია ამომწურავი პასუხი ყველა ბინძურ ცილისწამებაზე. პირობას ვდებ ჩემი ოჯახის, გარდაცვილი მამის და ჩემი ახლობლების წინაშე, რომ ყველას საკადრის პასუხს გავცემ, ამ ტალახის სროლისთვის!!!



ეს მდგომარეობა აუცილებლად შესაცვლელია და სახელმწიფომ ამ მხრივ უფრო მეტად უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები . მითუმეტეს, რომ ბევრი “ფეიკმეიკერი” უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან იმართებიან." - წერს
სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი

0
251
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0