x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
რატომ უნდა შევინახოთ აუცილებლად კომშის ფოთლები და რის სამკურნალოდ იყენებენ მას?
ჩვენ ირგვლივ უამრავი სასარგებლო და სამკურმალო მცენარე არსებობს, რომელთა შესახებ ძირითადად არც კი გვსმენია.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირად უშუალოდ ამა თუ იმ ხილზე, მცენარეზე თუ ნაყოფზე სასარგებლო მისი კანი, ფოთოლი ან საერთოდაც - ფესვებია ხოლმე.image

სწორედ ამგვარი ვითარებაა უგემრიელეს კომშთან დაკავშირებითაც. კომშის ნაყოფის გარდა არანაკლებ და შეიძლება იტქვას, რომ ბევრად უფრო სასარგებლო მისი ფოთლებია.

სანამ უშუალოდ კომშის ფოთლების სასარგებლო თვისებებზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, გთავაზობთ თავად ნაყოფთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაციას.


კომში შეიცავს პროვიტამინებს, B, C, E, PP ვიტამინებს და მიკროელემენტებს: კალიუმს, ნატრიუმს.

გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს. კომშის წვენს აქვს მატონიზებელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი თვისებები. კომშის წვენი რეკომენდებულია ანემიის, სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასთმის დროს

ყველა ჯიშის კომში დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. ასტიმულირებს ორგანოებს, აუმჯობესებს განწყობას. კომშის წვენი ბევრად ადვილი მოსანელებელია.

100 გ კომში შეიცავს:

1. წყალს - 86.5 გ
2. ცილას - 0.6 გ
3. ცხიმს - 0, 5 გ
4. ნახშირწყლებს - 9.8 გ
5. სახამებელს - 0.3 გ
6. ორგანულ მჟავებს - 0, 9 გ
7. კალიუმს - 144 მგ
8. კალციუმს - 23 მგ
9. მაგნიუმს - 14 მგ
10. ნატრიუმს - 14 მგ
11. ფოსფორს - 24 მგ
12. რკინას - 3000 მგ
13. ვიტამინ A-ის - კაროტინს, 0.4 მგ
14. ვიტამინ C-ს - 23 მგ
15. ვიტამინ B1-ს - 0.02 მგ
16. ვიტამინ B2-ს - 0.04 მგ
17. ვიტამინ PP-ს - 0.1 მგ
18. კალორია - 42 კალორია.image
რაც შეეხება კომშის ფოთლების სასარგებლო თვისებებს, ისინი შემდეგნაირია:
კომშის ფოთოლში არის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, როგორიცაა: ფენოლის და ფიტონუტრიენტული ნაერთები. ეს ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს ან აღმოფხვრის ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ხელს უშლიან მეტაბოლიზმს და რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჯანმრთელი უჯრედების მუტაცია და კვდომა. მისი ამ თვისების გამო იგი ხელს უშლის სიმსივნური მეტასტაზების გავრცელებას.
კომშის ფოთოლი შეიცავს B6 ვიტამინებს. მისი მეშვეობით ფოთოლი მოქმედებს კანის ინფექციური დაავადების დერმატიტის წინააღმდეგ.
კომშის ფოთოლში არსებული C ვიტამინი ასტიმულრებს სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების წარმოქმნასა და მოქმედებას. ლეიკოციტები აქტიური ფაგოციტებია, რომელიც შთანთქავს ორგანიზმში მოხვედრილ ანტიგენებს - ბაქტერიებს და ვირუსებს. ქლოროგენის შემცველობის გამო ფოთოლი იძენს ანტიბიოტიკურ, ანტიკანცეროგენულ, ჰიპოტენზიურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
კომშის ფოთლების წყლიანი ნაყენი ასუსტებს და არჩენს ბრონქული ასთმის შეტევებს.
კომში გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, დივერტიკულიტი და ა.შ კომშის ბოჭკოში არსებული კატეხინები და ეპიკატეხინები უკავშირდება მსხვილნაწლავში არსებულ დაავადების გამომწვევ ძირითად ტოქსინს და ამით იცავს ნაწლავების ლორწოვან გარსს. კომშის ფოთოლი ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას.
როგორ მოვამზადოთ კომშის ფოთლებისგან სასარგებლო ნაყენი?
კომშის ფოთლებისგან ცხელი ნაყენის დამზადება.
აიღეთ კომშის მშრალი ფოთლები, დააქუცმაცეთ და 1 სუფრის კოვზი ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი, შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 45 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაწურეთ დოლბანდში, გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.image

დიარეას სამკურნალოდ:
ერთ სუფრის კოვზ კომშის გამხმარ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწუეთ და მიიღეთ თბილ მდგოარეობაში. ჭამამდე 40 წუთით ადრე.

ხველების სამკურნალოდ:
კომშის ორ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა (200 მლ) ადუღებული წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ, გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ. ჩაიტარეთ კურსი ერთი კვირის განმავლობაში.

ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს:
2 სუფრის კოვზ კომშის გამხმარ და დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი. ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზი, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მიუხედავად უამრავი სასარგებლო თვისებისა, სანამ რომელიმე ნაყენს სამკურნალოდ გამოვიყენებტ აუცილებელია კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან, რათა თავი დავიცვათ მისგან გამოწვეული უნებლიე უკუჩვენებებისაგან.

0
588
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0