x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
"ამ სასაცილო გადაცემას რომ ბუსტავ, დედაქალაქის მერი კი არა სასაცილო ჯაგა ხარ" - ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერის ყოველკვირეულ ვიდეოჩართვებს ეხმაურება და კახა კალაძეს სასაცილო ჯაგას უწოდებს. ჯანგირაშვილის თქმით, კალაძის სურვილის შემთხვევაში მას ყველა ტელევიზია საკუთარ ეთერს მისთვის სასურველ თემებზე სასაუბროდ ნებისმიერ დროს დაუთმობდა, თუმცა დედაქალაქის მერი გადაცემის წაყვანას ჟურნალისტების გარეშე, მონოლოგის რეჟიმში არჩევს, რომელსაც მისივე თქმით, პოპულარობის გაზრდის მიზნით სავარაუდოდ, საკუთარ ფინანსებს ან ბიუჯეტის თანხებსაც ახმარს: "ყველა ტელევიზია, აბსოლუტურად ყველა რომ მიგიწვევდა ნებისმიერ დროს და მოგცემდა საშუალებას გელაპარაკა ყველაფერზე, ოღონდ შენ არ გინდა. რომ გირჩევნია მარტო დაჯდე შენს მიერ შეთხზულ სასაცილო გადაცემაში და მონოლოგის რეჟიმში ილაპარაკო, იმიტომ რომ კითხვები და ჟურნალისტები განერვიულებს, მერე ამ სასაცილო გადაცემას რომ ბუსტავ დაუსრულებლად და ან ბიუჯეტის, ან პირადად შენს ფულს ხარჯავ (ამის დადგენა მნიშვნელოვანია სხვათაშორის), დედაქალაქის მერი კი არა სასაცილო ჯაგა ხარ."- დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა "Facebook"-ის პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 25 ივნისიდან "ფეიკნიუსის" წინააღმდეგ ვიდეოჩართვები დაიწყო. მისივე თქმით, მოახლოებული არჩევნების გამო მედიასაშუალებების მხრიდან ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების მატებასთან დაკავშირებით ის ყველა მათგანისთვის "არგუმენტირებული" პასუხის გაცემას საკუთარი ლაივ ჩართვებით აპირებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ყველას ვინც მერიისა და მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას გაავრცელებს, ყველას ცხვირ - პირში სიმართლის მუშტი მოხვდება.






0
974
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
974