x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონია ქართველ მეფეს მიუძღვნა

ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონია ქართველ მეფეს, ერეკლე მეორეს მიუძღვნა და მის თავდაპირველ მიძღვნა-წარწერაში მითითებული იყო: ”ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს”.

image

ბეთჰოვენის ეს ნაბიჯი გასაკვირად სულაც არ მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ დაუმარცხებელი მხედართმთავრის მიმართ პატივისცემით იყვნენ განწყობილნი როგორც კავკასიის, ასევე აღმოსავლეთის ხალხები. შემონახულია კიდეც ფრიდრიხ დიდის სიტყვები: ქვეყანაზე ახლა ორი სარდალია: დასავლეთში მე და აღმოსავლეთში ერეკლე მეფეო.

შემონახულია საქართველოში მოღვაწე ფრანცისკელი ბერის ბონიფაციუს ებერჰარდტის წერილები, რომელიც მან დიდ კომპოზიტორს (ბეთჰოვენი და ებერჰარდტი მეგობრები იყვნენ) გაუგზავნა და საქართველო, ქართველი ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო ახლოს გააცნო:

" გამახარა იმ ამბავმა, რომ რომ ირაკლიზე ( ერეკლე მეფე), რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ ”აღმოსავლეთის ნაპოლეონი” უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია განზრახული და კიდევაც შესდგომიხარ მუშაობას…”

მუშაობის დასრულების შემდეგ ბეთჰოვენს მართლაც, წაუწერია სიმფონიისთვის ”ეძრვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს”, მაგრამ ეს ევროპაში ბევრისთვის გაუგებარი ყოფილა და ”აღმოსავლეთის” ამოუღიათ. დარჩენილა ”ეძღვნება ნაპოლეონს”, რამაც კომპოზიტორი ისე აღაშფოთა, რომ მიძღვნა საერთოდ გააუქმა და ნამუშევარს, საბოლოოდ ”გოლიათური” უწოდა.

1
573
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
573
  
26 სექტემბერი, 20:14
ნუ დაიწყებთ ეხლა სომხებივით
0 1 1