x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348073
  • სურათი:468822
დამოკლეს მახვილი
image


ცნობილი ტერმინი - "დამოკლეს მახვილი" უკავშირდება ძველბერძნულ იგავს, სირაკუზის ტირანი მეფე დიონისესა და მისი შურიანი ფარეშის, დამოკლეს შესახებ.


ამბავი პოპულარიზებულია რომაელი ფილოსოფოსის ციცერონის ძვ. წ. 45 წლით დათარიღებულ წიგნით "ტუსკულანის საუბრები". ეს არის ტრაქტატი ხუთ წიგნად, რომელიც ყველაზე მეტად არის ცნობილი ციცერონის შრომებს შორის და რომელშიც იგი საუბრობს ბედნიერების ცნებაზე, თვლის რა, რომ სათნოება თავისთავად უკვე საკმარისი ბედნიერებაა.


წიგნში გადმოცემული ისტორიის ციცერონისეული ვერსია ემყარება დიონისე II- ს, ტირანი მეფის პიროვნებას, რომელიც ერთხანს განაგებდა სიცილიის ქალაქ სირაკუზას ძვ. წ. V - IV საუკუნეებში. მიუხედავად მისი სიმდიდრისა და ძლიერებისა, დიონისე უაღრესად უბედური კაცი იყო. მისმა რკინის ხელმა და მკაცრი მმართველობის სტილმა მას მრავალი მტერი და მოშურნე შესძინა, რის გამოც მას აწამებდა მკვლელობის შიში. მეფე იმდენად შეშინებული იყო, რომ იძინებდა თხრილით გარშემორტყმულ საწოლში და მხოლოდ ქალიშვილებს ანდობდა სამართებლით წვერის გაპარსვას.



როგორც ციცერონი მოგვითხრობს, მეფის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია ერთ დღეს, როდესაც სასამართლოს მომრიგებელმა, სახელად დამოკლემ, უხვი კომპლიმენტები შეაწია მეფეს და შენიშნა, თუ რამდენად ნეტარი უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრება. დიონისე განარისხა მისმა შურით აღვსილმა სიტყვებმა და კითხვით მიმართა დამოკლეს – „ვინაიდან ეს ცხოვრება ასე გხიბლავს, გსურს თავად იგემო ის და გაიზიარო ჩემი ბედი?“ დამოკლე დათანხმდა, დიონისემ კი იგი ოქროს ტახტზე დასვა და უამრავ მსახურს უბრძანა მისი მხლებლობა. მას ხორციანი წვნიანით გაუმასპინძლდნენ და სურნელოვანი სუნამოებითა და მალამოებით გაჟღინთეს. დამოკლეს არც კი სჯეროდა მისი ასეთი იღბლიანობის, მაგრამ როგორც კი მეფის ცხოვრებით ტკბობა დაიწყო, უეცრად შენიშნა, რომ ჭერიდან ალესილი მახვილი უმზერდა, რომელიც დიონისეს ჰქონდა ჩამოკიდებული მის თავს ზემოთ და მას მხოლოდ ცხენის ერთი წვრილი ძუა იჭერდა. ამან შეაშფოთა დამოკლე, რადგან მის თავზე დაკიდებული მახვილი შეუძლებელს ხდიდა სამეფო სიმდიდრითა თუ მსახურებით ტკბობას. მან რამოდენიმე ნერვიული მზერა მიაპყრო ზემოთ ჩამოკიდებულ მახვილს, შემდეგ მოიბოდიშა და თქვა, რომ აღარ სურდა ასეთი ბედნიერება



ციცერონისთვის დიონისესა და დამოკლეს ლეგენდა განასახიერებს იდეას, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები მუდამ შრომობენ შფოთისა და სიკვდილის საფრთხის ქვეშ და რომ ”ბედნიერება არ შეიძლება ჰქონდეს მას, ვინც მუდმივ შიშს განიცდის”. მოგვიანებით ეს იგავი შუასაუკუნეების ლიტერატურაში ლაიტმოტივად იქცა და დღეს ფრაზა "დამოკლეს მახვილი" ხშირად გამოიყენება, როგორც ზოგადი ტერმინი მოსალოდნელი საფრთხის აღსაწერად.


ანალოგიურად, გამოთქმა "ძაფზე დაკიდებული" სტრესული ან საშიში სიტუაციის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა. პოლიტიკურ კონტექსტში მის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ გამოყენებას ადგილი ჰქონდა უახლოეს ისტორიაში, როდესაც 1961 წელს, ცივი ომის დროს, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გაეროს სიტყვით მიმართა. მან თქვა, რომ ”ყველა კაცი, ქალი და ბავშვი ცხოვრობს ძაფზე დაკიდებული დამოკლეს ბირთვული მახვილის ქვეშ და რომ ამ უწვრილესი ძაფების გადაჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს შემთხვევით, არასწორი გათვლის ან სიგიჟის გამო. ”


წყარო:EVAN ANDREWS history.com


0
232
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0